
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ივნისის 2 მნიშვნელოვან თარიღზე საუბრობს:
„ივნისში ორი თარიღია, როცა საუკეთესო დღეა სახლიდან ძველი ნივთების გასატანად, გასანიავებლად, დადებითი ენერგიის დასადგურებისთვის.
სახლის დასუფთავებისას ყურადღება მიაქციეთ შესასვლელს. შესვლის დროს ჩვენ შეგვაქვს გარკვეული ენერგია, რაც შემდგომ აისახება ჩვენს სახლში.
10 და 27 ივნისი. ნივთები, რაც არ გჭირდებათ, არ გადგებათ - გადააგდეთ“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ გაარჩიოთ წინასწარმეტყველური სიზმარი რიგითი სიზმრისგან
🎥 „ის საოცარი განცდა განმიმეორდა, ისევ დავფრინავ!“ - რას წერს მაია ასათიანი