ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე წარმატებული და იღბლიანი და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:
18 დეკემბერი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს შესაძლოა, მოულოდნელი ფინანსური ზარალის წინაშე აღმოვჩნდეთ, დავკარგოთ საფულე, ჩანთა სადმე დაგვრჩეს, მნიშვნელოვანი ნივთი დაგვიზიანდეს. ამიტომ, ჯობს, დღეს ამ მიმართულებით განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ.
19 დეკემბერი
უმჯობესია, ეს დღე რაიმე მნიშვნელოვან ღონისძიებასა და აქტივობას არ დაუთმოთ და დრო მშვიდად გაატაროთ, ძალები აღიდგინოთ, დაისვენოთ, რომ ემოციურად დატვირთულ დღეებს დადებითი განწყობით შეხვდეთ. ნუ ინერვიულებთ, თუ ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. მოტივაცია და შემართება მალე კვლავ დაგიბრუნდებათ.
20 დეკემბერი
დაურეკეთ საყვარელ ადამიანებს, მოიკითხეთ, ჩაეხუტეთ, სითბო გამოხატეთ - ეს დადებითი ემოციები ძალიან გამოგადგებათ და სამყარო ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ, უკან დაგიბრუნებთ კეთილგანწყობას და მიზნების მიღწევაში ხელს შეგიწყობთ.
21 დეკემბერი
ყველა ნიშანი, რომლებსაც ამ დღეს შეამჩნევთ, არც ერთ შემთხვევაში არ უგულებელყოთ. ეს განსაკუთრებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, ან გაიარეთ ონლაინ კონსულტაცია. ასევე, თითოეული ინიციატივა, იდეა, მიიღეთ, როგორც სამომავლოდ მნიშვნელოვან საქმედ და დაუფიქრებლად უარი არ თქვათ. შესაძლოა, წარმატების სერიოზული შანსი ხელიდან გაუშვათ.
22 დეკემბერი
ყველაფერი, რაც შეიძლება, რომ ამ დღეს გააკეთოთ და დაასრულოთ, აუცილებლად გააკეთეთ, არ გააჭიანუროთ და არ გადადოთ შემდეგი დღეებისთვის, რადგანაც სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან გაგიჭირდებათ. ზოგადადაც, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს გააკეთოთ და დაასრულოთ ის, რასაც დიდი ხანია, გეგმავდით.
23 დეკემბერი
ზოგჯერ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, გვინდა, სხვადასხვა რამ გამოგვივიდეს, მაგრამ ამისთვის, ფაქტობრივად, არაფერს ვაკეთებთ. ეს დღე სიახლეებისკენ გიბიძგებთ, მოგცემთ საჭირო მოტივაციას, რომ დაიწყოთ იმ საქმეების გაკეთება, შესწავლა, გარდაქმნა, რომლებზეც სულ ოცნებობდით და განხორციელება გინდოდათ.
24 დეკემბერი
ეს დღე გაჩვენებთ, რამდენად სწორია ის მიმართულება, რომელიც აირჩიეთ და ხომ არ უნდა შეცვალოთ რაიმე, რომ წარმატებას მიაღწიოთ. დაფიქრდებით უკვე მიღებულ შედეგებზე, არსებულ ურთიერთობებზე და შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ის, რისიც ადრე გჯეროდათ, ახლა ასეთი ღირებული აღარაა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ყურადღება! იძულებული ვარ სპეციალური განცხადება გავაკეთო“ - რას წერს შოთო სიხარულიძე
„ვიპოვეთ. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის“ - თბილისში დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს
წყარო: www.beaumonde.ge