ემიგრანტთა იმედი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ყურადღება! იძულებული ვარ სპეციალური განცხადება გავაკეთო! 2024 წლის 11 იანვარს „შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი" ხდება 18 წლის.
ამ ხნის მანძილზე იწერება არხის სახელით სამძიმრის წერილები თუ სხვა სახის ინფორმაციები დაკარგულების შესახებ ასევე ვიდეოები და მრავალი გასართობი რამ ასევე ვიდეოები ატვირთა შოთო სიხარულიძემ, ასევე გვწერენ შვილმკვდარი დედები ჭირისუფლები, რომ გამოვაქვეყნოთ სამძიმრის წერილები. ასევე გვაწვდიან დასახმარებელ სტატიებს ავადმყოფების და დაკარგულების შესახებ ამბებს. ყველაფერს ამას გვაწვდიან ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები (ჩვენ არ გვესიზმრება ეს ყველაფერი სად რა ხდება)მოკლედ რისი თქმა მინდა იძულებული ვარ ეს განცხადება გავაკეთო როდესაც რაიმე სახის ინფო იტვირთება ეს არის არხის სახელით და არა პირადი სამძიმრის წერილი ანუ შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი ჰქვია ამ ბლოგს და არხს. ნურავის ნუ ექნება იმის ამბიცია რომ შოთო სიხარულიძეს პირადი მიზნები ან ინტერესები ამოძრავებს ან რაიმე სახის მიზანი ჰქონდეს.
აქ არის ადამიანური ფაქტორი რასაც 18 წელია აკეთებს "შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი" ეს ყველამ კარგად იცის რომ შვილმკვდარი დედები შოთო სიხარულიძეს მხარს უჭერენ და მადლობის წერილებსაც უგზავნიან ეს არაერთხელ გამოქვეყნებულა. ძალიან ბევრი ადამიანია მადლიერი იმ საქმეების გამო და იმ დახმარების გამო რა სახის დახმარებებსაც ჩვენი გუნდი აკეთებს ამდენი წელია. ჩვენი არხიდან გადააქვთ აკოპირებენ ინფორმაციებს და დებენ თავიანთ საიტებზე.
მოკლედ ვიმეორებთ შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი ჰქვია ამ ყველაფერს მაგრამ პირადად ეს იმას არ ნიშნავს, რომ შოთო სიხარულიძე წერს ამას. ანუ როცა ის პირადად წერს რამეს ამას ყველა მიხვდება ის მისი სახელით წერს თუ არხის თუ ბლოგის.
ასევე ატირებული ფოტოები აქვთ ამოჭრილი სხვადასხვა ვიდეოებიდან ბათუმის ტრაგედიიდან და ასევე სხვა ლაივ ვიდეოებიდან, როდესაც შოთო სიხარულიძე ატირდა. ამას ატრიალებენ მათი რეიტინგისთვის რომ ალანძღინონ სიხარულიძის თავი და ამას აკეთებენ, სხვადასხვა ინტერნეტმედია საშუალებები არაერთხელ ვთხოვე ჟურნალისტებს და მათ საიტებს რომ ჩემს ატირებულ ფოტოებს ნუ ატრიალებენ ფონად სტატიებზე ყველა სტატიაზე რასაც მე დავწერ შემდეგ ამათ გადააქვთ და აქვეყნებენ. არსებობს ჩვეულებრივი ფოტოები არაატირებული და ის დაადეთ როცა გადაგაქვთ რაიმე სტატია ემიგრანტების არხისგან! ამით ერთგვარ ზიზღს იწვევენ და აზიზღებენ ხალხს სიხარულიძის ატირებული ფოტოებით. ხალხიც ვერ ხვდება რატო ტირის სულ ეს კაციო...არადა შოთო სიხარულიძე არაფერ შუაშია ამას აკეთებენ სხვები!!
ანუ ვხსნი როგორც მაგალითად პრაიმტაიმზე იდება ინფო და ჰქვია პრაიმტაიმი და წერს სხვადასხვა ჟურნალისტი ისეა შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხიც. ანუ სახელი ჰქვია ეგრე.
შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ამას შოთო სიხარულიძე აკეთებდეს, მაგრამ არა ეს ასე არაა ამას აკეთებენ ის ინტერნეტპორტალები, რომლებიც აკოპირებენ ჩვენგან ინფოს.
ანუ შეიძლება ვიღაცას არ ჰქონდეს სიმპათიები სიხარულიძის მიმართ და ეგონოს რომ.ეს პირადად შოთოს გაკეთებულია. არა ეს ასე არ არის!!
ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოთ უაზრო გამოხტომებისგან ჩემს მოთმინებასაც ააქვს საზღვარი!!! და ნუ ბოდავთ რაღაცებს! ჩვენს არხზე გაგრძელდება ისე როგორც აქამდე იყო და ვერავინ და ვერაფერი ვერ შელახავს ჩვენი არხის რეიტინგს!!! და მით უმეტეს შოთო სიხარულიძეს ვერავინ შეაჩერებს გააკეთოს ის რასაც 18 წელია ემსახურება!!
პ.ს. ამ ხალხმა მარტო პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა...
მუცელშიც ასე დაბოღმილები ისხდნენ ეტყობა ასე ჩასაფრებულები რომ არიან...
პ.ს. ყურადღება!!! სანამ ზოგიერთებს ლიფსიტებივით დაგალაგებთ ერთმანეთზე… საკატლეტე მანქანაში გაგატარებთ და თქვენივე კატლეტს მივართმევ, თქვენივე შთამომავლობას ჩაიგდეთ მუცელში გველეშაპის ენები» —
ხალხო ნუთუ გული არგაქვთ და შვილები არგყავთ, რას ლაპარაკობთ თუ ხვდებით...
ნამუსიან და უნამუსო ადამიანებს შორის ის განსხვავებაა, რომ ნამუსიანებს სხვის მიერ ჩადენილი უკეთურებისაც სცხვენიათ, უნამუსოებს კი საკუთარი ჩადენილისაც არა!
გულის ამრევ და ამაზრზენ ერთ უჯრედიან ამებად იქცა ადამიანი რომელსაც ის ერთი უჯრედიც მხოლოდ სიბოროტისთვის განუვითარებია გრცვენოდეთ!!! ადამიანს რომ შუბლის ძარღვი გაუწყდება მერე ადვილია ცხოვრება!
რატო გაცივდით? რატო უხეშობთ? რატო ილანძღებით? რატო იბოღმებით? განა ეგ არის ქრისტიანობა? გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი. ეს სიტყვები სულ დაივიწყეთ? ჩვენ არ ვაცვით უფალი იესო ქრისტე ჯვარს? ჩვენ არ გამოვუტანეთ განაჩენი? უფალმა დაგვსაჯა ჩვენ? არა. მან ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქა. მან ჩვენ ყველა ცოდვა მოგვიტევა. უფალმა ჩვენ თავის ხატებად შეგვქმნა. იყავით ადამიანებად და იცხოვრეთ ადამიანურად. ზოგჯერ მაინც გადაშალეთ ბიბლია და წაიკითხეთ. ეკლესიაში შედიხართ ადამიანები გარეთ გამოდიხართ არაადამიანები. გარეთ სულ გავიწყდებათ ღმერთი, ადამიანობა, სიყვარული, მოყვასი და ქრისტიანობა.
პ.ს. რატო მლანძღავს არ მესმის რა ეს დღე და ღამე კომპიუტერებს მიშტერებული, სიფათზე ტელეფონ აკრული ხალხი. მე ნერვები მაქვს ტყუილია რკინა რკინა....
ვისაც არ ეზარება, ყველა შოთო სიხარულიძეს ლანძღავს. ალბათ მოდაშია მისი ლანღვა, კაი პონტია ალბათ.
მე არც შევეკამათები აქოთქოთებულ წვრილფეხობას.
მაგარი იქნებოდა დილა გათენდეს ისე, რომ ყველას მოღიმარს ვხედავდე, ნუ, თუ არ გვეყვარება ერთმანეთი, არც გვძულდეს, გვშურდეს, ვეჯიბრებოდეთ მხოლოდ სიკეთის კეთებაში, ვიცი ზღაპარს ვყვები, მაგრამ მაინც ვინატრე, ჩემთვის.
რაღა საჭიროა ფსიქიატრული კლინიკების აშენება ... უბრალოდ გადაგვხურონ“, - წერს შოთო სიხარულიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ვიპოვეთ. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის“ - თბილისში დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს