Digest Logo

„თავი შეიკავეთ ეჭვიანობისა და ბრაზის გამოვლენისგან“ - მიხეილ ცაგარელი

1657173221
ცაგარელი ასტროლოგი

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება ხანდაზმულების მიმართ. მოერიდეთ პროვოკაციებს, რათა არ აღმოჩნდეთ ჩაბმული კონფლიქტში. არ ღირს სხვათა იმედზე ყოფნა, უმჯობესია დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს.

პარტნიორული ურთიერთობა – თავი შეიკავეთ ეჭვიანობისა და ბრაზის გამოვლენისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საოჯახო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ავტომობილის ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ზედმეტი სითხისა და ხორციანი კერძების მიღებისგან. კარგი დღეა თირკმელებისა და კბილების სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, აკვამარინი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🎥 რა გზა გაიარა შსს-დან დიდ სცენამდე, რატომ ალაპარაკდა ყვითელი პრესა ლუბა უსპენსკაიასთან მის ურთიერთობაზე და რას ჰყვებოდა რუსეთში ცხოვრებაზე? - 31 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის პირადი ამბები

მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები

ლევან კბილაშვილის უცნობი რომანი - „ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო...“