Digest Logo

„თავში ნუ აგივარდებათ წარმატება, რომელიც გაქვთ კვირის პირველ ნახევარში“ - მიხეილ ცაგარელის კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1681112270
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტთან“ საუბრისას მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნულ კვირაში ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, რომელიც ზოდიაქოს ყველა ნიშანმა უნდა გაითვალისწინოს.

🔵„ყურადღებით იყავით, ამ კვირაში ძალიან იშვიათი მოვლენა ხდება“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება 

კვირის პირველი სამი დღე: ორშაბათი, სამშაბათ, ოთხშაბათ - დადებითია

კვირის სამი დღე: ორშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი - გეომაგნიტურია

რაც შეეხება ჰოროსკოპის ცალკეული ნიშნების პერსპექტივებს ამ კვრაში,ასე გამოიყურება: 

ვერძი 

ყველა ვერძს მინდა შემოვუძახო, ამ კვირის ფავორიტი თქვენ ხართ, გამარჯვების პლანეტა თქვენს ზოდიაქოშია, ამ კვირის ბოლოს მფარველი ანგელოზი შემოდის თქვენს ზოდიაქოში და ამიტომ თქვენი დროა. მეტი იმოძრავეთ, იმოქმედეთ, სიზარმაცის დრო არ არის. რაც შეეხება კვირის მეორე ნახევარს, როდესაც დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, აქ ცოტა ფრთხილად, რადგან იმატებს კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთგაგების შემცირება. ამიტომ, ფრთხილად.

კურო 

კუროს ვთხოვ, მაქსიმალურად მიხედოს ჯანმრთელობას - ეკონომრეჟიმი. მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, არავითარი სარისკო მოქმედება. გახსოვდეთ, ენას კბილი დააჭირეთ. შესაძლოა თქვენს მტრებს არ სძინავთ, ამიტომ თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვები შესაძლოა, თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. ეს პერიოდი მთლიანობაში, არ არის ცუდი რომანტიკული ურთიერთობისთვის.

ტყუპები

ტყუპები ამ კვირაში აქტიური, ენერგიულია და კვირის მეორე ნახევრიდან მატულობს სულსწრაფობის ელემენტი, რომელმაც ზოგიერთ სასიყვარულო პარტნიორთან შეიძლება დაძაბულობაც კი გამოიწვიოს და დაშორდეს მას თუ, არ გამოიჩენს სიფრთხილეს.

კირჩხიბი

ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ ვურჩევ დასვენებას, შეიძლება ადვილად გადაიღალოს, შეცდომები დაუშვას და ფსიქოემოციური არასტაბილურობა იმატებს. 21 რიცხვის შემდგომ მოემატება ენერგია და იქნება ფორმაში.

ლომი

ენერგოტონუსი კარგია, ენერგიულია, აქტიურია, მაგრამ 13 რიცხვიდან აღმოაჩენს, რომ საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები უჩნდებიან და შეიძლება მათ შორის გაჩნდეს უთანხმოებები. კვირის მეორე ნახევარში კი ყურადღებით, რადგან ზოგიერთი პარტნიორი არაფერს არ დაუთმობს მას და ეს შეიძლება გახდეს კონფრონტაციის მიზეზი.

ქალწული

ეკონომრეჟიმზე უნდა გადავიდეს, მეტად დაისვენოს, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოს და თუ რამე ქრონიკული დაავადება ჰქონდა მას ფარული, შესაძლოა ახლა გამოუჩნდეს. 

სასწორი

ელეგანტურია, ეთიკურია, საინტერესო პიროვნებაა, გონებამახვილია, საინტერესო იდეები აქვს. მაგრამ, აქვე კვირის მეორე ნახევარში მეტი სიფრთხილე. აქ თუ იქნება ხისტი და სულსწრაფი, შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობაში შეექმნას დისონანსი.

მორიელი

ვთხოვ ეკონომრეჟიმზე გადასვლას. არავითარი საქმეების გარჩევა, რომ არ გაამწვავოთ ურთიერთობა არც სახლში და არც სამსახურში, მოვერიდოთ ზედმეტად ფინანსურ ხარჯებს. ამიტომ ფრთხილად და მხოლოდ შემოვიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით.

მშვილდოსანი

საკმაოდ აქტიურია, ენერგიული. მეორე კვირიდან მატულობს თქვენში ძალაუფლებისადმი ლტოლვა და სარკასტული გამონათქვამები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საპასუხო რეაქციები და დაძაბოს ურთიერთობები, ამიტომ ყურადღებით საკუთარ გამონათქვამებთან, რადგან ხშირად დიქტატორია რომელსაც თავად ვერ ხედავს.

თხის რქა

ენერგოტონუსი აქვს დაბალი. არავითარი ფინანსური ხარჯი, ეს იქნება ყველაფერი არასწორი მოქმედება, შეიძლება ფული დაკარგოთ და რასაც იყიდით ის არ გამოგადგეთ და გახდეს დამატებითი პრობლემა თქვენთვის. ამიტომ ეკონომ-რეჟმიც უმჯობესია თუ გადავა ფინანსურ ნაწილშიც, აი 13 შემდეგ უფრო მშვიდად გაიარეთ ეს პერიოდი.

მერწყული

ენერგიულია, ჯანმრთელია, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში მოდის ცდუნებები - დომინირების სურვილი. იყავით უფრო ტაქტიანები, თავში ნუ აგივარდებათ წარმატებები, რომელიც გაქვთ კვირის პირველ ნახევარში.

თევზები

თევზებს აქვს საინტერესო პერიოდი, შეიძლება ძველი საქმეებიდან მიიღოს ფინანსური დივიდენდები, ჩაერთოს საინტერესო პროექტებში. კვირის მეორე ნახევარში კი შეიძლება გამოჩნდნენ ისეთი ძლიერი ბიზნესს პარტნიორები, რომლის გავლენის ქვეშაც მოექცეს, ამიტომ ვურჩევ მათ, ნუ მოექცევიან ნურავის ზეგავლენის ქვეშ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს იყო ინსცენირებული სიკვდილი, რომელიც შეიფუთა თვითმკვლელობად...“ - კონსტანტინე გამსახურდია მამის გარდაცვალებას იხსენებს

🔵„9 აპრილი ასე მახსოვს – საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი, უცებ წამომაყენეს და ტელეკრანისგან ზურგით დამსვეს“ - გიორგი კეკელიძე

🔵 „სამუდამოდ გადავდივარ საცხოვრებლად თბილისიდან“ - დომენიკ მანგო