Digest Logo

„თევზების ეპოქიდან მერწყულის ეპოქაში... ეს არის ორი დიდი ციკლური ეტაპი კაცობრიობის ევოლუციაში“ - რას წერს უჩა სიხარულიძე

1744895345
უჩა სიხარულიძე.

ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ თევზების ეპოქა უკვე წარსულს ჰბარდება და მერწყულის ეპოქა იწყება. 

„თევზების ეპოქიდან მერწყულის ეპოქაში. რა ხდებოდა ბოლო 2 000 წლის მანძილზე და სად გადავდივართ ახლა?

მე არ განვიხილავ იმას თუ, რომელია კარგი ან ცუდი - დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

ეს არის ორი დიდი ციკლური ეტაპი კაცობრიობის ევოლუციაში, რომლებიც ერთმანეთის გაგრძელება და საპირისპირო პოლუსებია, როგორც სიმბოლურად, ისე შინაარსობრივად. თევზების ეპოქა უკვე წარსულს ჰბარდება, ხოლო მერწყულის ეპოქა ახალი გზის გახსნას იწყებს.

თევზების ეპოქა ქრისტიანობის დასაწყისთან ასოცირდება, მისი სიმბოლო — თევზი — ქრისტესაც წარმოადგენს. ეს ეპოქა დაახლოებით ორი ათასწლეულის მანძილზე ახასიათებდა სამყაროს ღრმა მისტიკური, სულიერი და რწმენაზე დაფუძნებული განწყობებით. ჩვენი წარსული დრო იყო რწმენის, ქონებაზე უარის, სიყვარულზე დაფუძნებული თავშეწირვის, ტანჯვისა და მოლოდინის ეპოქა. ამ პერიოდის ადამიანისთვის უმთავრესი ფასეულობა იყო მორჩილება, მიმდევრობა და ღრმა სულიერი წვდომა, რომელიც ხშირად პიროვნების მთლიან გაქრობას მოითხოვდა ზესისხლხორცოვანი იდეალებისთვის.

თევზების ეპოქის მთავარი ძალა ემოციური ერთიანობა და რწმენა იყო — ადამიანები გაერთიანებულნი იყვნენ საერთო რელიგიური იდეალებით, მესიის მოლოდინით და იმედით, რომ მაცხოვარი მოვიდოდა და გაანთავისუფლებდა მათ ამქვეყნიური ტანჯვისგან. ეს იყო ეპოქა, სადაც მნიშვნელოვანი იყო მსხვერპლი, დუმილი, შინაგანი მორჩილება და სამყაროს გამოცნობა სულიერი ხედვით, ხშირად ილუზიებთან და სიზმრებთან გაიგივებული. თუმცა, ამავე ეპოქამ დაბადა კონტროლიც — ძლიერი ინსტიტუციები, როგორიცაა ეკლესია, სახელმწიფო ან იდეოლოგიები, რომლებიც მართავდნენ ადამიანთა რწმენასა და სინდისს.

ამ ეპოქაში ადამიანებს ხშირად არ ჰქონდათ წვდომა ინდივიდუალურ ძალაზე. მათი ცნობიერება მიმართული იყო ზეცისკენ, მაგრამ არა საკუთარი შინაგანი სამყაროს აქტიური შესცნობისკენ, არამედ მათ ჰქონდათ ეშელონური მოლოდინი ზეციური გადარჩენის. ამან ერთგვარი მასობრივი სიზმრის მდგომარეობა შექმნა — სენტიმენტალური რწმენა, რომელიც ხშირად გამორიცხავდა კრიტიკულ აზროვნებას და რეალურ ქმედებას.
ახლა კი მერწყულის ეპოქა მოდის - მომდევნო 2500 წელი.

ეს უკვე აღარ არის რწმენის ეპოქა, არამედ ცოდნის, კითხვების დასმის, მეცნიერების, ინფორმაციის და შემოქმედების დროა. მერწყულის ძალა ჰაერია — სწრაფი, ცვალებადი, მოაზროვნე, გაბედული და რევოლუციური. ის გვეუბნება, რომ სამყაროს შეცნობა აღარ შეიძლება მხოლოდ რწმენით და საჭიროა პირადი შემეცნება, პასუხისმგებლობა და ცნობიერება.

მერწყულის ეპოქა მოითხოვს აზროვნების ახალ დონეს. ის გვაერთიანებს არა როგორც ბრბოს, არამედ როგორც ინდივიდების ქსელს, სადაც თითოეულს თავისი უნიკალურობაქვს, მაგრამ საერთო მიზანი — ჰუმანურობა, თავისუფლება, გლობალური გონი — აერთიანებს. აქ აღარ არის ერთმნიშვნელოვანი ავტორიტეტები — ლიდერი არ არის ღმერთად აღზევებული მმართველი, არამედ სარკე, რომელიც გაძლევს საშუალებას საკუთარ თავში იპოვო შენი ღმერთი.

ეს ეპოქა აღიქვამს კაცობრიობას როგორც ერთ მთლიან ორგანიზმს, მაგრამ ამ მთლიანობაში უკვე განსხვავებულად მოქმედებს: აქ პიროვნება აღარ ქრება იდეალისთვის — პიროვნება თავად ხდება იდეალი. აქ მთავარია თავისუფლება, საკუთარი უნიკალურობის ცნობიერად გამოვლენა და პირადი საზრისის პოვნა. მერწყული აფასებს ტექნოლოგიას, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ის ემსახურება საერთო კეთილდღეობას. ის ეძებს უნივერსალურ ენობრივ კოდს, რომელიც დაამსხვრევს ძველ სისტემებს და შექმნის ახალს — ძლიერს, გამჭვირვალეს, სამართლიანს.

თევზების ეპოქა გვასწავლიდა მოთმინებას, სულიერ დაძლევას და რწმენას. მერწყულის ეპოქა კი გვაიძულებს ვიყოთ თვითშემოქმედები, ნოვატორები და თვითმმართველები. და სადაც თევზების ენერგია გასცქეროდა ზეცას დახმარების მოლოდინში, მერწყული გვიბრუნებს მზერას შიგნით, საკუთარ თავში, და გვეუბნება — „შენ ხარ ცვლილება, შენ ხარ გამოსავალი“, - წერს უჩა სიხარულიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ

🎥 „ნიჭიერი და ლამაზი გოგო“ - მარიამ შენგელია 19 აპრილს მადრიდის პრეფართიზე საკონკურსო სიმღერით წარდგება

⭕„ეგება მართლა იმიტომ გვწყალობდა გამჩენი, რომ გვჯეროდა, წესებს მივყვებოდით და დიდ ხუთშაბათს ვთესავდით და ვრგავდით...“- რას წერს ზურაბ შევარდნაძე

🎥 „კეთილი და უბრალო რომ არის, ეს უფრო ალამაზებს“ - შორენა ბეგაშვილი ავსტრიიდან ახალ კადრებს აქვეყნებს