Digest Logo

„თითოეულ ადამიანს აიძულებს, თვალებში შეხედოს საკუთარ სულიერ პრობლემებს...“ - რა გავლენას მოახდენს მერკურის რეტროგრადულობა ნოემბერში - ხატია ბედოშვილის ასტროპროგნოზი

1761812585
ხატია ბედოშვილი

ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც დროის კონკრეტული მონაკვეთის ასტროლოგიურ პროგნოზს საზოგადოებას უზიარებს ხოლმე.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც რეტროგრადულ მერკურზე წერს, რომელიც ნოემბრის განმავლობაში მშვილდოსნისა და მორიელის ზოდიაქოში იმოძრავებს:

„მთელი ნოემბრის მანძილზე საგრძნობი იქნება რეტროგრადული მერკურის გავლენა, რომელიც მშვილდოსანი - მორიელის ზოდიაქოში იმოძრავებს.

რა გავლენას იქონიებს?

მერკური ჩვენს კომუნიკაციაზე, ყოველდღიურად მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაზე და გააზრებაზე ახდენს გავლენას. მიღებული ინფორმაციის გადამუშავებას ხშირად ვერ ვახერხებთ, ცხოვრების ტურბულენტური ტემპიდან გამომდინარე. შესაბამისად ილექება გადაუმუშავებელი, განსაკუთრებით ნეგატიური ენერგია ჩვენს ენერგეტიკულ არხებში და იწვევს ბლოკებს, სიმძიმეს, ფსიქოლოგიურ გადაღლას.

• რეტროგრადული მერკურის დროს, ყოველ 3 თვეში ერთხელ, მისი უკუსვლა, გვაიძულებს უკან გავიხედოთ და ის რაც გამოგვრჩა, ვერ დავინახეთ, რაც ჩაილექა და დაკონსერვდა, გამოიჩენს თავს და გვაიძულებს, რომ გადავამუშავოთ ის ინფორმაცია, რომელიც გამოვტოვეთ ბოლო თვეების მანძილზე. 

27 ოქტომბრიდან - 17 დეკემბრამდე სრულიად დედამიწა იგრძნობს რეტროგრადულობის გავლენას და გვაიძულებს, შევხედოთ იმ პრობლემებს, რომელიც დაგროვდა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.

რომელ სფეროებში იქონიებს გავლენას?

•გამოაშკარავდება ბევრი ადამიანის ცოდნისა და პროფესიონალიზმის დონე. რაც აიძულებს ინდივიდს, გაიღრმაოს ცოდნა და შეცვალოს მიდგომები.
 •ნათესავებთან ურთიერთობები, იქნება აქცენტირებული საკითხი, რომელიც დიდი ხნის დაგროვილ წყენებს დაგანახებთ.
•საბუთებთან და დოკუმენტებთან დაკავშირებული გაუგებრობები, გამოაშკარავდება რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით.
•ცვლილებები და ახალი მიდგომები დაინერგება განათლების სისტემაში.
•სულიერ დონეზე იქონიებს დიდ გავლენას, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ინდივიდს დაანახებს, საკუთარ და გარშემომყოფების, რეალურ სულიერ მდგომარეობას:

შიში, შური, სიბოროტე, ტყუილი, ანგარება, ღალატი. ეს ის თვისებებია, რომელიც მისსავე პატრონს დაანახებს სიმძიმეს და მოუწევს ამ სიმძიმესთან გამკლავება, რაც სხვადასხვა “განსაცდელებით” შეიძლება მოვიდეს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. 

ფასი, რომლის გადახდაც ყველას უწევს გასროლილი სიბოროტისთვის, ემსახურება ადამიანის ტრანსფორმაციას. სამყარო მოაშორებს სულიერ სიმძიმეს ადამიანს და ეს ისეთი სირთულის იქნება, რამდენადაც დამძიმებულია სული. 

რეტროგრადული მერკური მომავალი თვის მანძილზე, დაიწყებს ერთგვარ სულიერ წმენდას და თითოეულ ადამიანს აიძულებს, თვალებში შეხედოს საკუთარ სულიერ პრობლემებს და განთავისუფლდეს მათგან.  

მოიმატებს თაღლითობა. გამოაშკარავდება ბევრი დაფარული ფაქტი. 
საშუალება მოგვეცემა, თვალებში შევხედოთ საკუთარ სულიერ სიმძიმეებს და განვთავისუფლდეთ მათგან. ვინც ამას თავად გააკეთებს, აირიდებს ბევრ უსიამოვნებას თავიდან. 

საშუალება მოგვეცემა, დავინახოთ და გამოვავლინოთ ჩვენი დაფარული ნიჭები, სულიერი ძალა, მორალური პრინციპები. მთელი თვის მანძილზე, ადამიანები რომელიც სულიერი პრინციპებითა და უმაღლესი, კოსმოსური ფასეულობებით ცხოვრობენ, მიიღებენ დიდ წარმატებასა და აღიარებას, როგორც პირად, ასევე სოციალურ ცხოვრებაში. 

განსაკუთრებით რთული მონაკვეთი, 5-20 ნოემბრის და 10-15 დეკემბრის პერიოდებია. 

ამ დღეების მანძილზე, განსაკუთრებით დაიცავით უსაფრთხოების ზომები, ელექტროობასთან, გზებზე, გადაადგილებისას. 

ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, გააანალიზეთ ბოლო სამი თვე და იპოვეთ შეცდომები, შეცვალეთ მიდგომები. 

სიფრთხილე გამოიჩინეთ საკვების ვარგისიანობის მიმართ და ეცადეთ, ბევრი საქმე ერთდროულად არ აკეთოთ. 

მოერიდეთ ალკოჰოლს და ქიმიური ნივთიერებასთან კონტაქტისას, გამოიჩინეთ სიფრთხილე. 

აპატიეთ თქვენს მტრებს, რადგან თქვენს გულში არსებული ენერგია, გავრცელდება თქვენს ცხოვრებაში.  

დასუსტდება იმუნიტეტი, განსაკუთრებით პრობლემურია სასუნთქი გზები და ნერვიული სისტემა. მოიმატებს, დეპრესიული ფონი, რომელიც ერთგვარი გამოძახილი იქნება ჩვენში არსებული ემოციების. 

გამოიცდება თითოეული ადამიანის უპირობო სიყვარულის უნარი და სულიერი განვითარების დონე. 

საბოლოო ჯამში, 2025 წლის ბოლო რეტროგრადული მერკური, მოიტანს ჩვენს ცხოვრებაში იმ მოვლენებს, რომელიც ჩვენი სულის გადასარჩენად და განსავითარებლად აუცილებელია“, - წერს ხატია ბედოშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მსოფლიო ჰოლივუდის დედოფალი“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

⭕„რაში მაინტერესებს რომელი პლანეტა რომელ თანავარსკვლავედში შეცურდა?!...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „ძალიან ლამაზი...“ - ლელა მებურიშვილი ანტალიაში მოგზაურობს