Digest Logo

„რაში მაინტერესებს რომელი პლანეტა რომელ თანავარსკვლავედში შეცურდა?!...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1761809091
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ქრისტე მოვიდა,
მაქვს შესაძლებლობა მას შევხვდე, გულში,
ჩემი ინტერესის სფერო არის ქრისტე და ის - რაც მას უკავშირდება,
და რაში მაინტერესებს რომელი პლანეტა რომელ თანავარსკვლავედში შეცურდა?!
მე ვარ უღირსი,
ნამდვილად საშინელი ადამიანი,
ყველანაირად,
მაგრამ მე მაქვს ერთი ღირსება,
რომელიც ჩემი დამსახურება არც არის - ჩემმა გულმა მიიღო ქრისტე,
როგორც ღმერთი,
დაუდასტურდა ჩემს გულს
და მე ვიცი, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი,
და მე მისი ძიებისთვის არსად წასვლა არ მჭირდება,
მე რომ ვსუნთქავ,
მე რომ აქ ვზივარ - ყველაფერი მასზეა დამოკიდებული,
გესმით?!
და რატომ უნდა მაინტერესებდეს, მაგალითად სატურნი სად შეცურავს?!
მე ვარ თავისუფალი,
და მე მაქვს ეს ღირსება - ჩემი ღირსება არის ღვთის დარი თავისუფლება,
და ვიღაც მეუბნება, რომ შენი „ბედი“, ანუ:
ვინ შეიყვარო,
ბიზნესი როდის აკეთო,
როგორ ხასიათზე გაიღვიძო,
რაღაც გარეგნულზეა დამოკიდებული.
თავი დამანებეთ, კაცო!
მე უნდა გავარღვიო ეს სამყარო,
მე სამყაროს ჩაკეტილობას ვარღვევ,
ამ სამყაროში თავისუფლება არ არსებობს,
ყველაფერი დეტერმინირებულია,
და შემოარღვია მან,
შემოვიდა ღმერთი, ტრანსცედენტული და
- „წამომყევი“- მეუბნება,
- „არა, მე სატურნი მაინტერესებს…“ - ვპასუხობ
მე, ჩემს თავისუფლებას,
და ჩემს ღირსებას,
ვარსკვლავებზე არ გავცვლი,
არ დავემონები,
მაშინ, როცა ღმერთი მოვიდა და მითხრა - „მე მნებავს, სადაც მე ვარ, შენც იქ იყო”,
თეოდორე“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ძალიან ლამაზი...“ - ლელა მებურიშვილი ანტალიაში მოგზაურობს

⭕ დავ კემერონი და დამიანო დავიდი დაინიშნნენ

🎥 მენოპაუზა - შესაძლებელია თუ არა მისი გადავადება და როგორ უნდა ვმართოთ ეს პროცესი? - სპეციალისტის განმარტება