Digest Logo

„თითოეული ნაბიჯის სწორად გათვლა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - რას ველოდოთ მიმდინარე კვირისგან? რამაზ გიგაურის პროგნოზი

1793597344
რამაზ გიგაური

ნოემბრის პირველი კვირა საკმაოდ პრობლემური და წინააღმდეგობრივი იქნება. თუმცა ამავე პერიოდში მნიშვნელოვანი პასუხების მიღებაც გახდება შესაძლებელი. გაგრძელდება სამუშაოსთან, ფინანსებთან, ჯანმრთელობასა და ურთიერთობებთან დაკავშირებული ის რთული გადალაგებები, რომლებიც ჯერ კიდევ ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყო. მთავარ ამინდს მორიელის ნიშანში რეტროგრადული მერკურის პიკი შექმნის, რაც გარკვეულ შეფერხებებს და გაუგებრობებს დაუკავშირდება. თუმცა, სასწორში მყოფი რეტრო-ვენერა, რომელიც ახლა უკვე ჰარმონიაშია მარსთან, ურთიერთობების გაუმჯობესების კარგ შანსებზე მიუთითებს.

კვირის მთავარი მოვლენები:

  • რეტრო-მერკურის პიკი და ინფორმაციული გარღვევა (3-5 ნოემბერი)
  • 4 ნოემბერს რეტრო-მერკურის პიკია, რაც კომუნიკაციებში, მგზავრობებსა და ფინანსურ გადაწყვეტილებებში ქაოსს შექმნის.
  • თუმცა 3-5 ნოემბერს მერკურისა და მზის შეერთება უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას მოიტანს. ეს არის გადაწყობებისა და რევიზიების პიკი, ასევე თანამდებობის პირების გადადგომების, ვალდებულებებისგან გათავისუფლებებისა და მნიშვნელოვანი აღმოჩენების დრო. ეს შეიძლება შევადაროთ საინფორმაციო ჰაბის მაქსიმალური დატვირთვით მუშაობას. მნიშვნელოვანი ამბები ერთიმეორეს შეცვლის.
  • ურთიერთობების აღდგენა: სასწორის ნიშანში რეტრო-ვენერა დადებითად მოქმედებს ურთიერთობებზე. შესაძლებელია ძველი კავშირების აღდგენა, პირად თუ საქმიან ურთიერთობებში ფასეულობათა გადახედვა და კავშირების გაჯანსაღება-გაუმჯობესება. შეიძლება გაჩნდეს ძვირადღირებული შენაძენების სურვილიც (თუმცა მათი განხორციელება უფრო თვის ბოლოსკენ აჯობებს).

აუცილებლად გაითვალისწინეთ „უკურსო მთვარის“ პერიოდები: ამ შუალედებში დაწყებული საქმეები ხშირად უშედეგოდ სრულდება.

❌ 2 ნოემბრის 06:41-დან 23:54-მდე;
❌ 3 ნოემბრის 19:08-დან 5 ნოემბრის 02:54-მდე;
❌ 6 ნოემბრის 14:22-დან 7 ნოემბრის 06:52-მდე;
❌ 7 ნოემბრის 22:56-დან 9 ნოემბრის 12:10-მდე.

სტრატეგია: მოერიდეთ სერიოზულ ფინანსურ რისკებს, მსხვილ ხარჯებს და ძვირადღირებული ტექნიკის შეძენას. ეს პერიოდი გამოიყენეთ ძველი პრობლემების გასაანალიზებლად და იმ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც ოქტომბრის ბოლოს შექმნილი კრიზისების მთავარი გასაღები გახდება. იმოქმედეთ სტრატეგიულად და მომავალი ნაბიჯები კარგად გათვალეთ.

2 ნოემბერი, ორშაბათი: ემოციური დაძაბულობა და ამბიციები

მთვარე: ლომის ნიშანშია.

⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა 06:41-დან 23:54-მდე. დღე იწყება მთვარისა და რეტრო-მერკურის დაძაბული კვადრატით, რაც კომუნიკაციაში პრობლემებსა და გაუგებრობებს იწვევს. შუადღისას მთვარე მარსს უერთდება, რაც საგრძნობლად ზრდის ენერგიას, თუმცა ასევე აჩენს აგრესიისა და სიჩქარის რისკსაც. მოთმინებისა და დისციპლინის გამოჩენით შესაძლებელი გახდება გადადებული პროექტების ბოლომდე მიყვანა. გვიან საღამოს მთვარისა და იუპიტერის შეერთება ამბიციებსა და ოპტიმიზმს მოიტანს.

✅ რეკომენდებულია: შემოქმედებითი ენერგიის გამოყენება, ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, ლიდერული თვისებების გამოვლენა.

⛔️ თავი შეიკავეთ: კამათისგან, ძალისმიერი მეთოდებით საქმის გარკვევისგან, მანქანის მართვისას სიჩქარის გადაჭარბებისგან და ეგოიზმის გამოვლენისგან.

3 ნოემბერი, სამშაბათი: მოულოდნელი დაბრკოლებები

მთვარე: ლომიდან გადადის ქალწულში (12:27). ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა 19:08-დან (გრძელდება 5 ნოემბრის 02:54-მდე). დღის პირველი ნახევარი სასიკეთოა. შუადღიდან, როცა მთვარე ქალწულში გადავა, ყურადღება დეტალებისკენ იქნება მიმართული. მოიმატებს კრიტიკულობა. საღამოსკენ მთვარე ურანს უპირისპირდება, რაც მოულოდნელობებს, ნერვულ დაძაბულობასა და გეგმების უეცარ ცვლილებას მოიტანს. ღამით მთვარის და რეტრო-ვენერას ჰარმონიული კავშირი სასიამოვნო ფონს ქმნის. დაძაბული დღე დამშვიდდება და წინაღობების გადალახვის გზები გამოჩნდება.

✅ რეკომენდებულია: რუტინული საქმეების ნელა და დაკვირვებით კეთება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სახლისა და სამუშაო სივრცის დასუფთავება.

⛔️ თავი შეიკავეთ: სიჩქარისგან, მოულოდნელი და სპონტანური გადაწყვეტილებებისგან, ტექნიკასთან უყურადღებოდ მოპყრობისგან და სხვების კრიტიკისგან. რთულ სიტუაციებში არ აჰყვეთ ემოციებს.

4 ნოემბერი, ოთხშაბათი: ინფორმაციული პიკი და მნიშვნელოვანი აღმოჩენები

მთვარე: ქალწულში. ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა 10:56-დან. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დილის საათებში ის ჰარმონიულ სექსტილებს ქმნის მზესთან და მერკურისთან. ამას ემატება მზისა და რეტრო-მერკურის ზუსტი შეერთება. შესაძლებელია მიიღოთ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, იპოვოთ ძველი პრობლემების გასაღები ან გაიგოთ მნიშვნელოვანი სიახლე. 10:56-ის შემდეგ (უკურსო პერიოდში) კი რეტრო-ვენერასა და იუპიტერის ჰარმონიული კავშირი ფინანსური და სოციალური გადაწყობებისთვის კარგ ფონს ქმნის, თუმცა არასასურველია შეთანხმებები და ხელშეკრულების გაფორმება.

✅ რეკომენდებულია: მნიშვნელოვანი საქმეების დილით (11:00 საათამდე) მოგვარება, მიღებული ინფორმაციის ანალიზი, ძველი საბუთების მოწესრიგება, დაშვებული შეცდომების გამოსწორება. დილა მაქსიმალურად გამოიყენეთ.

⛔️ თავი შეიკავეთ: შუადღიდან ახალი საქმეების დაწყებისგან, ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისგან (რეტრო-მერკურის პიკია), მსხვილი ფინანსური ხარჯებისგან და ინფორმაციის გადაუმოწმებლად ნდობისგან.

5 ნოემბერი, ხუთშაბათი: ილუზიები და გათავისუფლება

მთვარე: ქალწულიდან გადადის სასწორში (18:38). ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა 02:54-მდე. დღის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდია. საღამოს, როცა მთვარე სასწორში გადავა, ის უპირისპირდება ნეპტუნს, რაც ილუზიების, გაუგებრობებისა და მოტყუების რისკს ზრდის. თუმცა, მოგვიანებით პლუტონთან და ურანთან ჰარმონიული ასპექტები ძალების აღდგენასა და შინაგანი ტრანსფორმაციის შანსს მოგვცემს. ასე რომ, დღის მეორე ნახევარი ბევრად პროდუქტიული და წარმატებული იქნება. თუმცა ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს.

✅ რეკომენდებულია: პარტნიორული თემების მშვიდად განხილვა, დასვენება, ხელოვნებასთან შეხება, ფილმის ან სპექტაკლის ნახვა, ინტუიციის მოსმენა, საცხოვრებელი სივრცის გალამაზება და ესთეტიკური გარემოს შექმნა.

⛔️ თავი შეიკავეთ: ალკოჰოლის მიღებისგან, საეჭვო გარიგებებისგან, ტყუილისგან და საღამოს საათებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

6 ნოემბერი, პარასკევი: სიცივე და შეზღუდვები

მთვარე: სასწორში. ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა 14:22-დან (გრძელდება 7 ნოემბრის 06:52-მდე). დილა იწყება სასწორის მთვარისა და სატურნის დაძაბული ოპოზიციით. ეს ასპექტი ემოციურ სიცივეს, პესიმიზმს და შეზღუდვების განცდას აჩენს. შესაძლოა, იგრძნოთ დაღლილობა ან პარტნიორულ ურთიერთობებში თავი გაუცხოებამ იჩინოს. მოვალეობები უფრო მძიმედ და დამღლელად მოგეჩვენებათ. აქედან გამომდინარე, სასიყვარულო თუ საქმიანი პარტნიორების მიმართ გულისხმიერი, მომთმენი და ტაქტიანი იყავით.

✅ რეკომენდებულია: პასუხისმგებლობების მშვიდად შესრულება, დისციპლინა, საქმეების გეგმაზომიერად მიყოლა, პარტნიორებთან და ასევე უფროსი თაობის ადამიანებთან ტაქტიანი კომუნიკაცია.

⛔️ თავი შეიკავეთ: მძიმე ფიქრებში გადავარდნისგან, პარტნიორთან ცივი და დისტანციური დამოკიდებულებისგან, ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებისგან.

7 ნოემბერი, შაბათი: ურთიერთობების აღდგენა და სოციალური აქტივობა

მთვარე: სასწორში. ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა 06:52-მდე, ხოლო ღამით 22:56-დან კვლავ უკურსო ხდება. კვირის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ურთიერთობებისთვისა და შეთანხმებებისთვის! სასწორის მთვარე ჰარმონიულ ასპექტებს ქმნის მარსთან და იუპიტერთან, შუადღისას კი უერთდება რეტრო-ვენერას. ეს საუკეთესო დროა შერიგებისთვის, მეგობრებთან შეხვედრისთვის, რომანტიკული ურთიერთობის გარკვევისა და განვითარებისთვის, ასევე პირადი თუ საქმიანი შეხვედრებისთვის. ენერგია მაღალია, კომუნიკაცია კი - სასიამოვნო.

✅ რეკომენდებულია: ძველი ურთიერთობების აღდგენა, სოციალური აქტივობა, მეგობრული წვეულება, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება, გარეგნობაზე ზრუნვა., ვარცხნილობაში ან ჩაცმულობაში ახალი შტრიხების შეტანა.

⛔️ თავი შეიკავეთ: ახალი სასიყვარულო რომანების დაწყებისგან (რეტრო-ვენერას გამო სჯობს ძველს გადახედოთ), კონფლიქტების პროვოცირებისგან.

8 ნოემბერი, კვირა: ფსიქოლოგიური სიღრმე და შინაგანი ძალა

მთვარე: სასწორიდან გადადის მორიელში (02:39). ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა მთელი დღის განმავლობაში. ღამით მთვარე მორიელში გადადის, რაც ემოციურ ფონს გაცილებით ღრმას და ინტენსიურს ხდის. გამთენიისას პლუტონთან კვადრატი შინაგან დაძაბულობას ქმნის. შუადღისას მთვარე უერთდება რეტრო-მერკურს - ეს არის ფარული ინფორმაციის გაგების, საკუთარ ფიქრებში ჩაღრმავების და ინტელექტუალური რევიზიის დრო. ზედაპირული საუბრები არ გამოვა. ძლიერდება ინტუიცია, თუმცა ასევე იმატებს ეჭვიანობის ალბათობაც.

✅ რეკომენდებულია: ფსიქოთერაპია, რეფლექსია, კვლევა, რთული და ჩახლართული საკითხების ანალიზი, ძველი ფინანსური თემების გადახედვა, ფინანსური რევიზია, მოდუნება და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.

⛔️ თავი შეიკავეთ: ეჭვიანობისგან, სხვების მანიპულირების მცდელობისგან, ფინანსური რისკებისგან და უცხო ადამიანებთან გულახდილობის გამოჩენისგან. გაუფრთხილდით ინფორმაციას და საიდუმლოებებს ნუ გაამჟღავნებთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პრობლემები, შეცდომები, შეფერხებები, უარი, გეგმების ჩაშლა“ - 2 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ნოემბერს საქართველოში

⭕ფსიქოლოგიური ტესტი - რამდენად მომთმენი ხართ?

✕