Digest Logo

🎥 „საუკეთესო პერიოდია სასიყვარულო, პარტნიორული ურთიერთობებისთვის“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1793602150
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 2 და 3 ნოემბერს საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ 3 ნოემბრიდან გაცილებით უკეთესი პერიოდი გველოდება. 

2-3 ნოემბერი გეომაგნიტურია, ასევე პარასკევი და კვირა. მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა. გაუფრთხილდით გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ეს ზონა სუსტდება, ამიტომ არ უნდა გადაიღალოთ. 

ოთხშაბათი/ხუთშაბათი - კარგი დღეა დალაგებისთვის, დასუფთავებისთვის, თმის შესაჭრელად. 

პარასკევი/ შაბათი - შემოქმედებითი ნიჭის, მუშაობის, მუსიკის, ხატვისთვის საუკეთესო დღეა. 

კვირა - მთვარე გადადის მორიელში, ეს არის დაბნელებებს შორის შუა პერიოდი და ახალმთვარეობის წინა დღე. გაატარეთ ეს დღე ფრთხილად, პროვოკაციებს არ აჰყვეთ, ნუ შეხვალთ კონფლიქტებში და ნუ იფიქრებთ სამაგიეროს გადახდაზე. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის პროგნოზს: 

ვერძი - თქვენი ნერვული სისტემა ცოტა დაძაბულია, იმატებს სულსწრაფობა და კამათის მიმართ მიდრეკილება. ოთხშაბათიდან შედარებით უკეთესი პერიოდი გექნებათ, იქამდე იმუნიტეტიც დაბალია, ამიტომ არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ. 

კურო - ენერგოტონუსი მაღალია, შარმი გაქვთ, ამიტომ აქტიური მოქმედების პერიოდია ერთის მხრივ, მაგრამ წყალქვეშა დინება გაქვთ. რაღაც საკითხი ვერ წარიმართება ისე, როგორც გსურთ. არ ინერვიულოთ, ოთხშაბათიდან ეს ყველაფერი მოგვარდება. 

ტყუპები - ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი, გადაღლის ტენდენცია მაღალია. არ უნდა გადაიღალოთ, არ დაძაბოთ სიტუაცია. სურვილი გაქვთ ძველი ნაცნობთა წრე შეცვალოთ. ოთხშაბათიდან უკეთესი პერიოდი გეწყებათ, მაგრამ ნოსტალგიური მომენტები გიჩნდებათ. 

კირჩხიბი - ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხართ ამ პერიოდის, ყველაფერს მშვენივრად გააკეთებთ. 2 და 3 ნოემბერს ცოტა გაღიზიანება გექნებათ, ფრთხილად უნდა იყოთ სასიყვარულო პარტნიორებთან და შვილებთან ურთიერთობის მხრივ, მაგრამ ოთხშაბათიდან ბევრ რამეს მიიღებთ. 

ლომი - ენერგოტონუსი დაბალია, იმუნიტეტიც დაბალია, ხდებით პრეტენზიული, ამბიციური, ჯიუტი, რაც შესაძლოა კონფლიქტებით დასრულდეს, არავითარი ფინანსური ხარჯები და საყიდლები. ოთხშაბათიდან გამოსწორდება სიტუაცია. 

ქალწული - ჯანზე ხართ, აქტიური, ენერგიული და წარმატებული ხართ, თუმცა იმატებს მოშურნეების და ინტრიგანების რიცხვი. თქვენი ეჭვები პიროვნებების მიმართ გამართლდება, საშუალება გაქვთ მოიშოროთ ვიღაც-ვიღაცები თქვენი ცხოვრებიდან.

სასწორი - ზოგიერთი მეგობარი, პარტნიორი ეცდება, რომ  თავს მოგახვიონ საკუთარი აზრები, ამის შედეგად იბნევით და ვეღარ აკეთებთ არჩევანს, შესაბამისად წარმოიქმნება პარტნიორული კონფლიქტები წარმოიშვას. 4 რიცხვიდან ეს ურთიერთობები დალაგდება. 

მორიელი - მთავარი მოქმედი პირი, ყველაზე აქტიური, ენერგიული, შარმიანი, ბევრი რამ გამოგივათ. ურთიერთგაგება მაღალია, ინტუიცია ზე-ღრმაა, რაზე დაყრდნობითაც სწორ არჩევანს აკეთებთ, მაგრამ ერთი ხიფათი გაქვთ. შეიძლება აღმოჩნდეთ საიდუმლო, სასიყვარულო, პარტნიორულ ურთიერთობებში. 

მშვილდოსანი - დაბადების წინა პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი ყველაზე დაბალია, ადვილად გაცივდებით, ადვილად გადაიღლებით, ადვილად მოგეშლებათ ნერვები, ურთიერთგაგება მცირდება. ფარული მტრები, მოშურნეები თქვენს საწინააღმდეგოდ იმუშავებენ.

თხის რქა - ჯანზეა, ენერგეტიკა უმჯობესდება, მომთმენი და მიზანსწრაფული ხართ. მოერიდეთ ახალ საქმეებს, არ დაიწყოთ მნიშვნელოვანი, გრანდიოზული საქმეები. გაქვთ კარგი შესაძლებლობები ოთხშაბათიდან, შესაძლოა მიიღოთ მეგობრების დახმარება.

მერწყული - ძალიან ნევროზული და გაღიზიანებული ხართ, ენერგოტონუსი დაბალია, ადვილად ცივდებით, ამიტომ არაფერი მნიშვნელოვანი არ დაიწყოთ, პარტნიორული კონფლიქტების, დაპირისპირების ტენდენცია გაქვთ მაღალი. 

თევზები - ენერგიული, აქტიური, შარმიანი, შემოქმედებითი ნიჭით აღსავსე. დღეს და ხვალ მოერიდეთ დაპირებებს, ოთხშაბათიდან კარგი იქნება უცხოელებთან კონტაქტები, მგზავრობა-მოგზაურობა. საუკეთესო პერიოდია სასიყვარულო, პარტნიორული ურთიერთობებისთვის. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ოთო ფოლადაშვილი 33 წლის გახდა - როგორ აღნიშნა მოცეკვავემ დაბადების დღე

⭕ნოემბრის სარფიანი დღეები თმის შეჭრისთვის ფენ-შუის სპეციალისტისგან

⭕ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს

✕