პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ევოლუციური სპირალის წრებრუნვაზე საუბრობს.
მისი თქმით, ბევრი ადამიანი, ვინც გამოღვიძების მძლავრი ეტაპები გაიარა, აწყდება მდგომარეობას, თითქოს სულთან კავშირი გაწყდა და ძველი, მძიმე ემოციები დაუბრუნდა. როგორც თამარ კვარაცხელია აღნიშნავს, ეს სინამდვილეში დიდი გადასვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია:
„✨ შენ არ „დაგორებულხარ“: ეს ევოლუციური სპირალის მორიგი წრებრუნვაა.
ხშირად მწერენ: „ამდენს ვმუშაობ საკუთარ თავზე და შედეგს დიდად ვერ ვხედავ, მეტიც თითქოს უკან დავგორდი. ისევ ის შიშები, ისევ ის გაღიზიანება... ნუთუ ყველაფერი ამაო იყო?“.
პირდაპირ გეტყვი: შენ არ დაგორებულხარ. შენ უბრალოდ უფრო ღრმა შრეზე ჩახვედი. ბევრი ადამიანი, ვინც გამოღვიძების მძლავრი ეტაპები გაიარა, უცებ აწყდება ამ მდგომარეობას. თითქოს კავშირი სულთან წყდება და ძველი, მძიმე ემოციები ბრუნდება.
ჩნდება კითხვა: „რატომ ვარ ისევ აქ? მე ხომ ეს დონე უკვე გავიარე?“ სინამდვილეში, ეს დიდი გადასვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია.
აი, რა ხდება შენს თავს რეალურად:
1. ოკეანის გაწმენდა (ფსკერის შლამი) როდესაც შენი ვიბრაციები იწევს, შენს ველში დარჩენილი ძველი, 3D პროგრამები (გადარჩენის შიში, მსხვერპლის როლი) იწყებს აქტიურებას საბოლოო გაშვებისთვის. ეს ოკეანის გაწმენდას ჰგავს: სანამ წყალი გამჭვირვალე გახდება, ჯერ ფსკერიდან შლამი უნდა ამოიწიოს. შენ ვერ გაუშვებ იმას, რასაც ვერ ხედავ. ახლა ხედავ — ესე იგი, შეგიძლია გაუშვა.
2. სიმწიფის ატესტატი სამყარო გეკითხება: „რამდენად სტაბილურია შენი ცნობიერება?“ მარტივია იყო მშვიდი, როცა გარეთაც სიმშვიდეა. ნამდვილი ოსტატობა კი მაშინ ვლინდება, როცა "გულის მდგომარეობას" ინარჩუნებ ტურბულენტობის დროსაც. ეს სასჯელი კი არა, შენი სულიერი სიმწიფის გამოცდა.
3. სანსარას ბორბლის ბოლო ბრუნი სანსარა განმეორებადი სცენარების სისტემაა. როდესაც გაცნობიერებულობა იზრდება, ძველი პროგრამა შეიძლება ბოლოჯერ გააქტიურდეს — მხოლოდ იმიტომ, რომ საბოლოოდ გამოცადოს მისი მექანიზმი შენზე და და დარწმუნდეს: ერთვები თუ არა ძველებურად, ავტომატურად. ეს ციკლის დასრულებაა და არა მარცხი.
4. ენერგეტიკული გადაწყობა ახლა პლანეტის ენერგიებიც დაჩქარებულია. ეს იწვევს დაღლილობას, ემოციურ „ქანქარას“ და საყრდენის დროებითი დაკარგვის განცდას. შენი სისტემა ახალ სიხშირეებზე გადადის და ამ დროს ძველი სტრუქტურები უნდა დაიშალოს.
რა უნდა გააკეთო ახლა ან ამ დროს? თუ გრძნობ, რომ „უკან დაიხიე“, იცოდე - ეს ნიშანია, რომ ტრანსფორმაციის შემდეგ დონეს მიუახლოვდი. გამოღვიძების გზა არ არის მარტივი და სწორხაზოვანი. ეს არის სპირალი მაღლა (განვითარება) ან დაბლა (დეგრადაცია). ხანდახან ის ქვემოთ აკეთებს წრეს, რათა შემდეგ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს.
👉არ განსაჯო საკუთარი თავი: განსჯა 3D მატრიცის იარაღია.
👉არ ებრძოლო პროცესს: ბრძოლა მხოლოდ აძლიერებს წინააღმდეგობას. დარჩი დამკვირვებლად:
👉უთხარი საკუთარ თავს: „ვხედავ ამ ემოციას, ვხედავ ამ შიშს, მაგრამ მე ის არ ვარ“.
👉დაბრუნდი გულში: სწორედ გულის მეშვეობით ვტოვებთ სანსარას ბორბალს.
შედეგი არ იზომება მხოლოდ „კარგი განწყობით“. შედეგი არის შენი უნარი, დაინახო სიბნელე და მაინც აირჩიო სინათლე. შენ სულის ევოლუციის გზაზე ხარ. ენდე პროცესს“, - წერს თამარ კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის მართლმადიდებლობა? - თეოდორე გიგნაძის განმარტება
⭕პრინციპები ზოდიაქოს ნიშნის ძალის მიხედვით: სიყვარული, სულიერება, ხედვა და ფილოსოფია✨