Digest Logo

🎥 „თორმეტივე ნიშნის გასაგონად ვიტყვი, რომ ... “- სოფია ბზეკალავა მიმდინარე კვირის პროგნოზზე

1700470176
სოფია ბზეკალავა

მთელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ „მთავარი არხის“ ეთერში გააჟღერა.

როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, შესანიშნავი კვირა იქნება საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენის და პიროვნულად გაზრდისთვის.

„კარგი კვირა უნდა დავაანონსო, საკმაოდ ეფექტური იქნება. თორმეტივე ნიშნის გასაგონად ვიტყვი, რომ დღეს, 20 ნოემბერს, ქარის წისქვილებთან ბრძოლას, კონფლიქტებს და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს, თუკი მოწინააღმდეგე მხარე კომპეტენციით მაღლა დგას. არ იკამათოთ, საქმით დაამტკიცეთ თქვენი უპირატესობა.

ამ კვირაში  ბევრი ადამიანის ცხოვრებაში იქნება კონფლიქტური მომენტი, როცა უნდა მივხვდეთ, რომ გავიზარდოთ და ბავშვურად არ მოვიქცეთ.

ბევრი სიტუაცია, რომელიც გვეგონა, რომ ჩიხში იყო და ხელი ჩავიქნიეთ, ამ კვირაში შეიძლება გამოსწორდეს და ეფექტურად დალაგდეს.

მშვილდოსანში გადადის კვირის ბოლოს მარსი, მზე და არაჩვეულებრივი  დასაწყისია, როცა იუპიტერი მართავს პერიოდს, იქ ყოველთვის მატულობს ოპტიმიზმი, იკლებს დაძაბულობა და მორიელის ენერგიები“, - ამბობს სოფია ბზეკალავა.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„თითქმის 30 წლის წინ“ - რას წერს მაია ასათიანი

🔵🎥 „სავსე დარბაზი, უთბილესი მსმენელი და სამჯერ გამოსვლა ბისზე“- რას წერს ნინი შერმადინი