Digest Logo

🎥 „თქვენი დროა! ყველაზე აქტიური, ეფექტური, შრომისუნარიანი ხართ...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1778482434
მიხეილ ცაგარელი

არ დაკარგოთ უახლოესი 2 კვირა, ძალიან სერიოზული, საინტერესო და დადებითი კვირაა ყველასთვის. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ნიშანს ენერგოტონუსი დაბალი ექნება, ამიტომ მეტი გჭირდებათ გამოძინება. ეს არის ერთადერთი რამ, რაც ხელს შეგიშლით, ამიტომ მეტად დაასვენეთ თავი და გამოიძინეთ. 

ცეცხლის და ჰაერის ნიშნებს იმუნიტეტი დაბალი აქვთ. მთავარია, საქმე აკეთოთ, რადგან ძალიან კარგად წავა ყველაფერი. შანსები არის 26-მდე. 

დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, მზე კი კუროშია, ყველაზე სტაბილურ და ერთგულ ნიშანში. სტაბილიზაციისკენ მიდის ყველაფერი, გინდაც ამინდი, გინდათ განწყობა, საქმე და ურთიერთობა. 

გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას. 

შაბათს გვაქვს ახალმთვარეობა კუროს ნიშანში. ეს გამოიხატება ენერგიის ნაკლებობაში. ამ დღეებში მოერიდეთ ახალ საქმეებს, კონფლიქტებს. საჭესთან სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნუ გაჯიუტდებით. 

დღეს, ყურადღება მიაქციეთ ვინ გაქებთ. ეს ადამიანი მომავალში თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, მოერიდეთ ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. გადაამოწმეთ ინფორმაცია. 

ხუთშაბათს სიჩქარის არავითარი გადაჭარბება საჭესთან. დაჯარიმების ალბათობა იქნება არნახული. ყურადღებით იყავით. 

პარასკევს მოერიდეთ კისრის მკვეთრ მოძრაობებს. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი პროგნოზი ასე გამოიყურება: 

ვერძი - მეტი დაისვენეთ, არ გადაიღალოთ. შანსები საოცარი გაქვთ, შეხვდებით საინტერესო ადამიანებს და მათი სიტყვები თქვენი შთაგონების წყარო იქნება. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ალბათობა მაღალია. 

კურო - თქვენი დროა! მზე გადის თქვენს ზოდიაქოს, რის გამოც ყველაზე აქტიური, ეფექტური, შრომისუნარიანი ხართ. ყველაფერი გამოგდით, შეხვედრები, ახალი პროექტები, ბიზნესს საქმიანობა, ურთიერთობები, პირადი ურთიერთობებიც და ქორწინებისთვის გადასარევი დროა. აბა თქვენ იცით! 

ტყუპები - გაგიმართლათ, რომ თქვენთვის დაბადების წინა პერიოდი ისეთი რთული არ იქნება, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. ერთადერთი, რაც ხელს გიშლის დაბალი ენერგოტონუსია. ცოტა ადვილად იღლებით, ამიტომ არ გადაიღალოთ. 

კირჩხიბი - ჯანზე ხართ, ენერგოტონუსი გემატებათ და ინტუიცია ძლიერდება. ძალიან კარგი პერიოდია რეფორმებისთვის, შემოქმედებითი უნარების გამჟღავნებისთვის. სიახლეები, არასტანდარტული მიდგომები დაგჭირდებათ. თხოვნაა, ნუ იჩქარებთ! 

ლომი - გამოცოცხლდებით, თუმცა ენერგოტონუსი დაბალია და ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ, ნუ გადაიღლებით. შანსები გაქვთ კარიერულ წინსვლაში, მშვიდი და სტაბილური პერიოდია. გაამაგრეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. 

ქალწული - ვერ გააჩერებთ ქალწულს, ახლა ჯანზე ხართ, ნებისყოფა, შემართება, ყველაფერი გაქვთ. შეიძლება მასშტაბურ პროექტებში ჩაერთოთ, გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. ძალიან კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის. 

სასწორი - ახლა გაქვთ საინტერესო პერიოდი, არ დაკარგოთ 2 კვირა, შანსები არნახულად მაღალი გაქვთ. საუკეთესო დროა, როცა გეძლევათ საშუალება აღმოაჩინოთ ახალი ადამიანები, იდეები განახორციელოთ, ნაყოფიერი იქნება პარტნიორული ურთიერთობები, რაც წარმატების წინა პირობა იქნება. 

მორიელი - თქვენ გააოცებთ საზოგადოებას, ძალიან დიდი სურვილი გაქვთ დიდი ცვლილებები შეიტანოთ სახლში. რემონტის დროა, ამიტომ ვისაც ურთიერთობა აქვს მორიელთან, ცოტა ფრთხილად! გინდათ ყველაფერი შეცვალოთ, ავეჯი, რემონტი, ახალი სახლიც კი. ინტუიცია-ზე მაღალია და საქმეშიც წარმატებული ხართ.

მშვილდოსანი - ენერგოტონუსი დაბალია, მაგრამ საქმიანი წარმატებები მაღალია. მეტი გამოსვლები საზოგადოებაში, მგზავრობა-მოგზაურობა, ფინანსური გაუმჯობესება, ყველაფრით დახუნძლული პერიოდი გაქვთ. 

თხის რქა - ჯანზე ხართ, მიზანსწრაფული იდეები გაქვთ, რის გამოც ფინანსურ მდგომარეობას გამართავთ. საუკეთესო დროა სასიყვარულო კონტაქტებისთვის, შვილებთან ურთიერთობისთვის. შეიძლება ახალი ბინა, ავეჯი შეიძინოთ და შესაძლოა, იმიჯიც შეიცვალოთ. 

მერწყული - ჯანი ცოტა ჩავარდნილია, ამიტომ გამოძინება და დასვენება საჭიროა. ცვლილებები გექნებათ, ამიტომ ადაპტაციისთვის მზად უნდა იყოთ, გონება უნდა გქონდეთ მშვიდი და წყნარი. გაქვთ საშუალება, გახდეთ პოპულარული. გელოდებათ საინტერესო ურთიერთობები. 

თევზები - საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ, მაგრამ რევოლუციური სულისკვეთება გაქვთ. ოჯახში მატების დროა, გაქვთ სურვილი რეორგანიზაციისა და ოჯახში ისეთ სიახლეებს შეიტანთ, რისთვისაც თქვენი ოჯახის წევრები მზად არ იქნებიან. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საოცარია, როგორ შეიძლება, ერთმა გარემოებამ ასე გაგახსენოს შენი თავი“ - 10-წლიანი პაუზის შემდეგ სალი წვერავა პოდიუმზე დაბრუნდა

რატომ გარბიხარ მაშინ, როცა ყველაფერი კარგად არის და როდის ირჩევ ქაოსს სიმშვიდის ნაცვლად? - ქეთევან ჯანდიერის განმარტება

„ხელსაყრელია ქორწილი, ბიზნესის გახსნა, დოკუმენტების ხელმოწერა...“ - 11 მაისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით