Digest Logo

„თქვენი მთავარი ამოცანაა გაახაროთ საკუთარი თავი და დატკბეთ საკუთარი თავით“ - თაკო მელიქიშვილი 6 სექტემბრის ენერგიებზე

1788685800
თაკო მელიქიშვილი

6 სექტემბერი საოცარი დღეა! დღის ენერგიებია: 6 • 7 • 4. დღეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებაა - აუცილებლად გამოეწყვეთ!

იყავით საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს: „რა ლამაზი ვარ! მე ამ სამყაროს ვალამაზებ!“.

ჩაიცვით ყველაზე ლამაზი სამოსი, გაიკეთეთ ვარცხნილობა და მაკიაჟი.

დღეს საკუთარ თავსა და სილამაზეზე ეკონომია არ შეიძლება. თქვენი მთავარი ამოცანაა გაახაროთ საკუთარი თავი და დატკბეთ საკუთარი თავით.

🎶 თუმცა დღეს ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსიც აქვს მისია 7. თუ უხასიათოდ გაიღვიძეთ და მთელი დღე საწოლში გატარება გადაწყვიტეთ, შესაძლოა ნეგატიურ განწყობაში ჩაიკეტოთ და სხვებსაც გაუფუჭოთ ხასიათი. ამიტომ ამ მდგომარეობაში დიდხანს ნუ დარჩებით!

☕ ჩართეთ საყვარელი მუსიკა, მოამზადეთ გემრიელი ყავა, გამოეწყვეთ და დღე სილამაზით დაიწყეთ. საყვარელი სიმღერები, სასიამოვნო არომატი, ლამაზი ჩაცმულობა და გემრიელი საუზმე დღეს ყველაფერი თქვენს განწყობაზე მუშაობს. რეალიზაციის ენერგია 4 კი გვეუბნება: შექმენით! გააკეთეთ რაიმე ლამაზი საკუთარი ხელით, დაკავდით საყვარელი საქმით, შექმენით ახალი იმიჯი, მოამზადეთ უჩვეულო კერძი ან გაალამაზეთ გარემო. დღეს შემოქმედებასა და კეთებაში ძალიან სასიამოვნო შედეგი იმალება.

🌸 მისია 7-ის კიდევ ერთი რეკომენდაცია: მოერიდეთ ყველაფერს, რამაც შეიძლება თქვენი მდგომარეობა ძლიერ შეცვალოს. მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოთ შინაგანი წონასწორობა და დადებითი განწყობა.

🍷 განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ ახალ ადგილს ესტუმრებით. იპოვეთ სადაც თავს ლამაზად იგრძნობთ, საკუთარი თავი მოგეწონებათ და ყურადღებასაც მიიქცევთ. ეს შეიძლება იყოს რესტორანი, კაფე, ლამაზი სივრცე ან ახალი პარკიც კი.

💖 თუ დღეს გამოეწყობით, სახლიდან გახვალთ და საკუთარ თავსაც და სხვებსაც გაახარებთ, შესაძლოა აგისრულდეთ სურვილი, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ, წერთ და ოცნებობთ. ამიტომ ნუ დარჩებით საწოლში, ნუ გადადებთ ცხოვრებას ხვალისთვის და ნუ ივლით მოწყენილი სახით. გაალამაზეთ სამყარო საკუთარი არსებობით.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ხელსაყრელია დასვენება, შეიძლება რუტინული საქმეებით დაკავება“ - 6 აგვისტოს პროგნოზი ფენშუის მიხედვით

🎥 ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა - ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

როგორი ამინდი იქნება 6 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით