ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 19 იანვრის ასტროლოგიურ განხილვას გვთავაზობს:
„წაიკითხეთ, დაფიქრდით.
დღეს 19 იანვარია, დღე როდესაც ჩვენი მაცხოვარი, იესო ქრისტე მდინარე იორდანიის წყალში მოინათლა.
მოდით, დავუფიქრდეთ ნათლისღების თარიღს - რას გამოხატავს 19 იანვარი ასტროლოგიურად?
დასავლური ზოდიაქოს მიხედვით, ეს არის საზღვარი თხის რქასა და მერწყულს შორის. დღე, როდესაც მზე მერწყულის ზოდიაქოში გადაბრძანდება. ანუ, ისე როგორც ქრისტესშობა უკავშირდება ზამთრის მზებუდობის დღეს, ნათლისღების დღესასწაულიც მჭიდრო კავშირშია ბუნების ციკლურობასთან, რომელსაც თავის მხრივ შეისწავლის კიდეც ასტროლოგია.
მზე მერწყულში შედის 20-21 იანვარს, რაც ემთხვევა ნათლისღების პერიოდის აღნიშვნას ქრისტიანულ ტრადიციაში (19 იანვარი – იოანეს მიერ იესოს ნათლობა).
გავიხსენოთ რა არის იოანეს მთავარი მახასიათებლები ბიბლიაში: წყლით ნათლობა – მერწყული ასოცირდება წყლის დენასთან.
სულიერი განწმენდა – მერწყული დაკავშირებულია ჰუმანურ იდეალებთან და განწმენდის პროცესთან.
ახალი ციკლის დასაწყისი – მერწყული არის ზოდიაქოს ერთ-ერთი ბოლო ნიშანი, რომელიც გადადის თევზებში (იესოს ზოდიაქოს სიმბოლო).
იოანე გზას უხსნის იესოს – მერწყული წინ უსწრებს თევზებს, ისევე როგორც იოანე იესოს.
და როდესაც საუბარია წყალკურთხევაზე, ძნელია არანაირი ასოციაცია არ გაგიჩნდეს მერწყულთან, რომლის სიმბოლოც წყლის ჭურჭლიანი კაცი წარმოადგენს...
და ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ დღეს მოხდა იესოს წყლით კურთხევა, ანუ ნათლისღება, მისი ცხოვრების ერთი ციკლის დასასრულს და მეორეს დასაწყისს გამოხატავს.
ასტროლოგია თავისი არსით ბევრად უფრო ახლოს დგას ქრისტიანულ რელიგიასთან, ვიდრე ზოგიერთებს წარმოუდგენიათ.
გილოცავთ ამ დღეს“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს“ - ექსპრომტად ამღერებული ნუცა შანშიაშვილი
⭕ნათლისღება გაყინული ფარავნის ტბიდან - გიორგი ნიკოლავას ობიექტივში