ამ კვირაში კოსმოსური ენერგია იცვლება. სტაბილურობისა და დაგეგმვის პერიოდი მერწყულის სეზონს უთმობს ადგილს. "მერწყულის სეზონი" 19 იანვარს იწყება. ეს ინოვაციების, მეგობრობისა და თამამი იდეების პერიოდს ხსნის და თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი სიახლეები დაგეგმოს და განახორციელოს. მერწყული გუნდური მუშაობისა და ორიგინალური პროექტების განხორციელების შესაძლებლობებსაც მოიტანს.
კვირის ენერგია გიბიძგებთ, რომ ჩარჩოებიდან გამოხვიდეთ, ჩაატაროთ ექსპერიმენტები და დაიწყოთ იმ საქმეების გააქტიურება, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობთ.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 19-25 იანვრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
♈ვერძი
ეს კვირა თქვენთვის აქტიური კომუნიკაციით გამოირჩევა. წარმატება თანამშრომლობით, მეგობრობითა და გუნდური პროექტების დახმარებით მოვა. იდეალური დროა იმისათვის, რომ თანამოაზრეები შემოიკრიბოთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელება დაიწყოთ. ეს კვირა პირად ცხოვრებაშიც საინტერესო სიახლეებს გიმზადებთ. შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ ან არსებული ურთიერთობა ბევრად ჰარმონიული გახადოთ.
ყველაზე იღბლიანი დღე: 23 იანვარი.
♉კურო
კვირის ენერგია თავდაჯერებულობისა და გამბედაობის გააქტიურებას ხელს უწყობს. არატრადიციული შემოთავაზებებისთვის ან მიღწევების აღიარებისთვის მოემზადეთ. ინოვაციური იდეები თამამად გამოხატეთ. ახლა თქვენი შემოქმედებითობა და ორიგინალურობა განსაკუთრებით დაფასდება და კოლეგები, უფროსები, თანამშრომლები, გარშემომყოფები თქვენს ბევრ გამორჩეულ თვისებასა და შესაძლებლობას კიდევ ერთხელ ნახავენ.
ყველაზე იღბლიანი დღე: 20 იანვარი.
♊ტყუპები
ეს კვირა იდეალურია სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისა და იურიდიული ან საგამომცემლო საკითხების გადასაჭრელად. მიღებულმა ინფორმაციამ ან მოგზაურობამ შეიძლება, თქვენი პერსპექტივა შეცვალოს. კარიერაში წარმატებული კონტრაქტები გელით, მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან. პირად ცხოვრებაში კი რომანტიკა შესაძლოა, მოგზაურობის ან სწავლის პერიოდში იპოვოთ. საკმაოდ ნაყოფიერი კვირა გელოდებათ, თუ სიახლეებზე უარს არ იტყვით.
ყველაზე იღბლიანი დღე: 24 იანვარი
♋კირჩხიბი
ძირითადი ყურადღება გაამახვილეთ ფინანსებზე, რომლებსაც სხვებთან ერთად იზიარებთ (სესხები, ინვესტიციები, მემკვიდრეობა). ამ თემებზე მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. ეს კვირა წარსულის გამოცდილების შეფასებისათვის იდეალურია. მოგიწევთ, გარკვეულ სიტუაციებზე კარგად დაფიქრდეთ, შეცდომები გააანალიზოთ და სამომავლოდ, ბევრად უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოთ. შესანიშნავი დროა პირად ურთიერთობებში არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად.
ყველაზე იღბლიანი დღე: 19 იანვარი.
♌ლომი
შესანიშნავი დროა შეთანხმებების დადების, კომპრომისების ძიებისა და პროექტების გააქტიურებისთვის. შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ, რომელიც წინსვლასა და წარმატებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში ჰარმონია გელოდებათ. შესაძლოა, ის საკითხები, რომლებზეც დიდი ხანია ღელავთ, ახლა მარტივად და თქვენთვის სასარგებლოდ გადაჭრათ.
ყველაზე იღბლიანი დღე: 25 იანვარი.
♍ქალწული
მიმდინარე კვირა გაძლევთ საშუალებას, რომ როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში არსებული დაძაბულობა, ქაოსი, გაურკვევლობა საბოლოოდ დაასრულოთ, ენერგია სწორად გამოიყენოთ, მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები, უარი თქვათ არასაჭირო ურთიერთობებსა და კონტაქტებზე და თვითგანვითარებაზე იზრუნოთ.
ყველაზე იღბლიანი დღე: 20 იანვარი.
♎სასწორი
მიმდინარე კვირა გიბიძგებთ, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ, გაბედოთ იმის გაკეთება, რაც დიდი ხანია, გინდათ, საკუთარ თავს უფრო მეტი თავისუფლებისა საშუალება მისცეთ და დაგეგმოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც ბედნიერებას მოგანიჭებთ. ფინანსური თვალსაზრისით, საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდი გელოდებათ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, ოცნებები აისრულოთ.
ყველაზე იღბლიანი დღე: 24 იანვარი.
♏მორიელი
ენერგიის აღდგენისა და შინაგანი სიმშვიდის მოსაძებნად ეს კვირა იდეალურია. ასტროლოგები გირჩევენ, რომ დრო განტვირთვას, საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციას, თქვენთვის სასიამოვნო აქტივობებს აუცილებლად დაუთმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული ვალდებულებების შესრულება გაგიჭირდებათ. გარდა ამისა, ეს კვირა სასიამოვნო რომანტიკულ შეხვედრასაც გიმზადებთ ისეთ გარემოში, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებით.
ყველაზე იღბლიანი დღე: 21 იანვარი.
♐მშვილდოსანი
ეს კვირა ახალი თავგადასავლებით იქნება სავსე. თვითგანვითარების, მცირე მანძილზე მოგზაურობის, სასიამოვნო შეხვედრების შესაძლებლობა ნამდვილად გაგახარებთ. თუ საჯარო გამოსვლა ან რაიმე მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობა გაქვთ დაგეგმილი, განსაკუთრებული წარმატება გელოდებათ. პირად ცხოვრებაში კომუნიკაცია მარტივი და სასიამოვნო იქნება. ამავდროულად, ეს კვირა საინტერესო შეხვედრებსაც გიმზადებთ.
ყველაზე იღბლიანი დღე: 20 იანვარი.
♑თხის რქა
მიმდინარე კვირის განმავლობაში მოგიწევთ, ყურადღება უფრო პრაქტიკულ საკითხებზე გაამახვილოთ. ბიუჯეტის დაგეგმვა, შემოსავლის ახალი წყაროების პოვნა, ღირებულებების გადაფასება - ეს შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, სამომავლოდ რაღაცები მკაფიოდ განსაზღვროთ, ფინანსურ სტაბილურობაზე იფიქროთ და ამავდროულად, დაიწყოთ იმ საქმეების გაკეთება, რომელთა განხორციელებასაც დიდი ხანია, აპირებთ, მაგრამ აქამდე დრო და მოტივაცია არ გყოფნიდათ.
ყველაზე იღბლიანი დღე: 24 იანვარი.
♒მერწყული
მერწყულების სეზონი იწყება და, რა თქმა უნდა, თქვენ ყურადღების ცენტრში ხართ. კვირის ენერგია დაგეხმარებათ, რომ საკუთარი თავი თამამად გამოხატოთ, გააჟღეროთ არასტანდარტული იდეები, შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ და სიახლეებზე იფიქროთ. თუ მიმდინარე კვირის განმავლობაში ახალ პროექტებსა და საქმეებს დაიწყებთ, იმაზე დიდ წარმატებას მიაღწევთ, ვიდრე შეიძლება, ახლა ფიქრობთ.
ყველაზე იღბლიანი დღე: 19 იანვარი.
♓თევზები
ეს კვირა განვლილი ეტაპების გადაფასებაში, ძველი შეცდომების, მიღწევების გაანალიზებასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ენდეთ საკუთარ თავსა და ინტუიციას. სწორ გადაწყვეტილებამდე აუცილებლად მიხვალთ. უმჯობესია, კვირა დაგეგმვას დაუთმოთ, მომდევნო ეტაპებიდან კი განხორციელება დაიწყოთ. პირად ცხოვრებაში ეს კვირა სასიამოვნო სიურპრიზსა და საინტერესო შეხვედრებს გპირდებათ.
ყველაზე იღბლიანი დღე: 21 იანვარი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის პირველი ვარჯიში ჩაატარა
წყარო: www.beaumonde.ge