
თითოეულ კვირას აქვს თავისი ენერგეტიკა. ზოგჯერ ის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობთ, ხანდახან კი გვირჩევს სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
როგორია მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, რა ტენდენციები გვაქვს, რომელ ნიშნებს ელოდებათ წარმატება კარიერაში, ვინ უნდა იყოს ფრთხილი ურთიერთობებში და რომელ დღეებში ვიგრძნობთ ძლიერ ენერგეტიკას - აღნიშნულ თემებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა:
„კვირა უცნაური და გამორჩეულია, ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს. ყოველ წუთს იცვლება ენერგიები. უცნაური და საბედისწერო გამოწვევები გველოდება. შევდივართ ისეთ პერიოდში, სადაც საკუთარი თავის ცვლილება შეგვიძლია. ეს პერიოდი გვაძლევს დიდ მიმართულებას, ყველაფერი რაც ახლა გაიხსნება, გახსნილი იქნება სამომავლოდ, რაც შეიკვრება, ის მომავალშიც ასე იქნება.
მარტის ბოლომდე რთული პერიოდია, წინ დაბნელებების დერეფანი გველოდება, ასევე ბუნიობა.
ეს ერთი კვირა უნდა გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს. პროვოკაციები პირად და სამსახურებრივ საქმიანობებში, პოლიტიკურ და მსოფლიო საკითხებში.
ეს ყველაფერი უფრო მეტად ეხებათ თევზებს და ვერძებს, რადგან მათი პერიოდია“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი ასტროლოგიური პროგნოზი მიმდინარე კვირაში ასე გამოიყურება👇:
ვერძი - განსაკუთრებულად გირჩევთ ახალი წამოწყებებისგან თავი შეიკავოთ, რადგან დიდი შეცდომები არ დაუშვათ. თითქოს ყველაფერი გინდათ, მაგრამ არ შეიძლება. მაცდური პერიოდი გაქვთ. თუ ანკესს წამოეგებით სხვის ტაფაზე მოხვდებით.
ლომი - მსგავსი სიტუაცია გაქვთ, რადგან თქვენი სასიცოცხლო ენერგია, ძალა გთხოვთ გასცეთ სიყვარული, რაც ძალიან საშიშია. იფიქრეთ, მაგრამ არ დაიწყოთ. ეს კვირა წარმართეთ ისე, რომ გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
მშვილდოსანი - ეს ენერგია ვრცელდება თქვენზეც, წინა მოსამზადებელი პერიოდია, ფიქრები, განცდები, აზრები გეუბნებათ იმ წრიდან უნდა გამოხვიდეთ, რაც თქვენს ირგვლივ ტრიალებს. არ დაიჯეროთ რასაც გეუბნებიან, რადგან კონფლიქტებს გაგიჩენთ.
კირჩხიბი - სასიცოცხლო ენერგია ძალიან მნიშვნელოვნად თამაშობს და გეუბნებათ, რომ დიდი ყურადღება ქვეცნობიერ, ფსიქოემოციურ მდგომარეობას უნდა მიაქციოთ. ამ პროცესში უნდა გქონდეთ იმის განცდა რა შეცვალოთ. შეიძლება გქონდეთ სურვილი რაღაცის შენარჩუნების, არ გაშვების, მაგრამ ახლა ზუსტად ეს პერიოდია, როცა ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოთ.
მორიელი - დიდი ტრანსფორმაციის, გადალაგების პერიოდი გაქვთ როგორც პარტნიორულ, ისე სამსახურებრივ ურთიერთობებში. ეს არ არის რეალური მოვლენები, ესაა შეგრძნება. ბევრი თქვენგანის ცხოვრებაში ეს უკვე მოხდა, ცოტა ხანს დაცვის პოზიციიდან უნდა გამოხვიდეთ და შეხვიდეთ სიახლეებში. ზედმეტი წნეხისგან გამოდით.
თევზები - დიდი განთავისუფლების პერიოდია, გადატვირთვის. წლების მანძილზე ბევრი შეზღუდვა და წინააღმდეგობა გქონდათ, ახლა ამ ყველაფრისგან გადასვლაა. გჭირდებათ ცოტა მოთმინება, არ აჰყვეთ ემოციებს.
მიწის ნიშნებისთვის მძიმე და საინტერესო კვირა იქნება.
კურო - მომენტია, როცა შინაგანი ბუნება მდგრადია ემოციების მიმართ. სპორტი, ცურვა, ვარჯიში, აქტიურობა აუცილებელია. თუ ასე არ მოიქცევით, პრობლემები შეგეექმნებათ.
ქალწული - წარმატების პერიოდია კარიერული კუთხით, შეთავაზებებს მიიღებთ, რაზედაც შეგიძლიათ თანხმობა განაცხადოთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი, თქვენი დროა.
თხის რქა - მძაფრი პერიოდია, მოგიწევთ გარდაქმნები. მოამზადეთ ამისთვის იარაღები.
ტყუპები - გიმართლებთ. გარემოსგან შეფერხებები, კოლეგებიდან, მეზობლებიდან, რაც დათრგუნვას გამოიწვევს, მაგრამ ისინი თქვენთან დამარცხდებიან.
სასწორი - მნიშვნელოვანი პერიოდია მოგზაურობისთვის, სიახლის შემოტანისთვის. თუ ამას მოახერხებთ, თავს იდეალურად იგრძნობთ.
მერწყული - არაერთგვაროვანი ენერგიები გექნებათ. ძალა, რაც ტიტანური ენერგიით იზრდება. იქნება ვულკანური ენერგიების ამოხეთქვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: