
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:
„ერთ-ერთი ყველაზე არაადამიანური საქციელი სხვისი ჩაგვრაა. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხგაუცემელი არავინ და არაფერი არ დარჩება.
სირიაში ბოლო დღეებია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, უმცირესობების, ქრისტიანების და არა მხოლოდ ... დევნა - ხოცვა - ჟლეტვა მიმდინარეობს. შეგნებულად არ ვდებ ვიდეოს შიგთავსებს, მაგრამ ამ ამბავს გვერდს ვერ ავუვლიდი.
,,HTS - ის ბოევიკები, ალ - შარას“ მეთაურობით, რომელიც სირიის ახალი მმართველია სრულ გენოციდს აწარმოებს და არაფრით ჩამოუვარდება ასადის რეჟიმს, რატომღაც ამაზე თანამედროვე სამყარო დუმს, ამ კაცს კი ბევრმა მხარი დაუჭირა. მოკლედ, გაუგონარი ამბებია!
ახლო აღმოსავლეთი სულ მალე დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი იქნება. სირია-ლიბანის ე.წ. ,,გზატკეცილი“ აღმოჩნდება საომარი პოლიგონი, სადაც გადამწყვეტი დაპირისპირებებია მოსალოდნელი.
ნებისმიერი სახის ფანატიზმი კლავს, იქნება ეს რელიგიური თუ სხვა. განსხვავებით დასავლური კულტურისგან, აღმოსავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში ყველა იკვებება სპირიტუალური რიტუალებით, განსაკუთრებით მუსულმანურ და სიონურ მიდამოებში, რომლებიც მკაცრად ემტერებიან ზოგადად დედამიწას.
არცერთი სარწმუნოების ადამიანთან არ მაქვს პრობლემა, მაგრამ სადაც არაადმიანური გადაცდომებია ის როგორმე უნდა განეიტრალდეს.
როგორც ჩანს, სირიაში ხელახლა იწყება გადანაწილება. ისრაელი, ირანი და თურქეთი მკვეთრად სხვადასხვა პოზიციებზე დგანან, ამიტომ რა და როდის იქნება ამოტივტივებული ღმერთმა უწყის.
ცალკე ირანზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას: მათ უმძიმესი წუთები ელოდებათ, ისევე, როგორც ებრაულ ლობს, ბოლო სამი დღეა ძალიან გამწვავდა მათი ურთიერთობები ...
ერთი რამ კი აშკარაა: ახლო აღმოსავლეთის მიწები და ერთ-ერთი სირია-ლიბანის მხარეა, რომელიც ჩვეულებრივ დაწყევლილ მიწათა რიგს მიეკუთვნება, რაზედაც წმინდა წერილიც გვესაუბრება ,,პალესტინიდან არაბულ სამეფოებამდე“.
გამარჯვებას და სოლიდარობას ვუცხადებ დაზარალებულ და უმცირესობაში დარჩენილ ჯგუფებს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: