24 აგვისტო | წარმატებისა და ჯეკპოტის დღე
ჩემო ძვირფასებო, დღეს წარმატების დღეა! თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი პირობა საკუთარი თავით უნდა დატკბეთ და გულწრფელად ისიამოვნოთ ცხოვრებით.
დღე საკუთარი თავითა და გარეგნობაზე ზრუნვით დაიწყეთ. დღეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა იყოთ. ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს:
„ღმერთო, როგორი ლამაზი ვარ! როგორი ბედნიერი ვარ! მე საუკეთესო ვარ და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერ კარგს ვიზიდავ!“
ბიჭებო, ეს თქვენც გეხებათ! გაუთოებული პერანგი, მოწესრიგებული შარვალი, გაპრიალებული ფეხსაცმელი, მოვლილი წვერი ან ახალი ვარცხნილობა… შეხედეთ საკუთარ თავს და გაიფიქრეთ: „რა მაგარი ბიჭი ვარ!“
სწორედ ამ განწყობის წყალობით დღეს შესაძლოა დაიძრას ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში ერთ ადგილზე იდგა. შეძლებთ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას, საქმეების წინ წაწევას, წარმატების მიღწევას სამსახურში, სწავლასა და ოჯახურ საკითხებშიც კი.
თუმცა დღეს სიზარმაცე არ შეიძლება! ნუ დარჩები სახლში მთელი დღე, ნუ ივლით მოუწესრიგებელი ვარცხნილობითა და გაწელილი ტანსაცმლით, ნუ შეიცოდებთ საკუთარ თავს და ნუ იტყვით: „არ მინდა, მეზარება“.
თეატრში წასვლა გინდოდათ? — წადით.
მოგზაურობას გეგმავდით? — გაემგზავრეთ.
დღეს მნიშვნელოვანია აირჩიოთ ცხოვრება, მოძრაობა და სიამოვნება და არა კომფორტის ჩვეული ზონა.
სწორედ მაშინ შეიძლება დღემ ნამდვილი ჯეკპოტი გაჩუქოთ წარმატება, სიყვარული, წინსვლა და ფინანსური სიუხვე.
იყავით ბედნიერები, საყვარელი ადამიანები და დატკბით საკუთარი თავით!