Digest Logo

„წარმოიდგინეთ, როგორ ასუფთავებს წყალი თქვენს ენერგიას, ხსნის დაძაბულობას“ - რა რიტუალს გვიზიარებს ეზოტერიკოსი

1784545785
წყლის რიტუალი

💧✨ რიტუალი „წყლის ენერგია“ ✨💧

წყალი სიცოცხლის წყაროა. ყოველი გააზრებული ყლუპი შეიძლება იქცეს პატარა რიტუალად, რომელიც სიმშვიდით, ენერგიითა და შინაგანი ჰარმონიით აგავსებთ.

🌊 რა უნდა გააკეთოთ?

⚡ აიღეთ ერთი ჭიქა სუფთა წყალი, მადლიერებით შეხედეთ მას და წარმოთქვით: 

„ვსვამ წყალს და ვიღებ სიცოცხლის ენერგიას. ის ავსებს ჩემს სხეულს სიმსუბუქით, ჩემს სულს სიმშვიდით, ჩემს გონებას სიწმინდით, ხოლო ჩემს ცხოვრებას ჯანმრთელობით, ძალითა და კეთილდღეობით“.

შემდეგ წყალი ნელა დალიეთ, თითოეული ყლუპი გააზრებულად. წარმოიდგინეთ, როგორ ასუფთავებს წყალი თქვენს ენერგიას, ხსნის დაძაბულობას, ავსებს სხეულს სიცოცხლის ძალით და აღადგენს შინაგან წონასწორობას.

💧 თუ ამ რიტუალის დროს ბუნებრივი ქვის სამაჯურს, თილისმას ან ამულეტს ატარებთ, შეგიძლიათ რამდენიმე წამით ჭიქასთან ახლოს დაიჭიროთ.

ეს კარგი დროა თქვენი პირადი თილისმის განზრახვითა და პოზიტიური ენერგიით დასამუხტად.

✨ დაე, დღეს ჩვეულებრივი ჭიქა წყალი გახდეს შეხსენება, რომ ყოველდღიურად ირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე ზრუნვას.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით, ყელის ტკივილით, ზოგადი გამონაყარით...“ - პედიატრის გაფრთხილება მშობლებს

როგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოეს დღეებში საქართველოში?

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 20 ივლისის ენერგიებზე