Digest Logo

„შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით, ყელის ტკივილით, ზოგადი გამონაყარით...“ - პედიატრის გაფრთხილება მშობლებს

1784541649
ინგა მამუჩიშვილი

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მშობლებისთვის მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს.

როგორც თავად ამბობს, სტატისტიკის მიხედვით, დღეს ბავშვთა 70%-ში ვხვდებით ენტეროვირუსულ ინფექციას:

„დღევანდელი მონაცემებით, ბავშვთა 70%-ში ვხვდებით ენტეროვირუსულ ინფექციას!

ენტეროვირუსები ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში განსაკუთრებით ხშირია. ისინი შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით, ყელის ტკივილით, ზოგადი გამონაყარით, პირის ღრუში მტკივნეული წყლულებით, ხელ-ფეხზე გამონაყარით ან დიარეით.

უმეტეს შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებით სრულდება, თუმცა ახასიათებს გართულებებიც...

საკმარისი სითხე, სიმპტომური მკურნალობა, გამონაყარის და ტემპერატურის გამო არ მოერიდოთ ბავშვის დაბანას!

ექიმთან დროული კონსულტაცია მაღალი ცხელების, ძლიერი სისუსტის შემთხვევაში თავიდან აგარიდებთ გართულებებს“, - წერს ინგა მამუჩიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოეს დღეებში საქართველოში?

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 20 ივლისის ენერგიებზე

„არსებობს მარტო ერთი იმედი, ერთადერთი კარები, რომელსაც თუ მოახერხებ და გააღებ, მაშინ...“ - რას წერს ნუცა შანშიაშვილი