ასტროლოგი, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight მართავს, სოციალურ ქსელში 17 თებერვალს წლის პირველ ახალმთვარეობაზე საუბრობს.
მისი თქმით, აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, 17 თებერვალს იწყება ცეცხლოვანი ცხენის წელი, რაც წარმოუდგენელი ცვლილებების წელი იქნება. ასტროლოგი ამბობს, რომ ეს იქნება ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური გარდაქმნების დრო, რადგან მას მოაქვს მრავალი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, ცვლილება და პლანეტარული ინგრესიები:
„შევეხები ახალმთვარეობას და მზის დაბნელებას:
💫თითქმის მივუახლოვდით მნიშვნელოვან ზღვარს, რასაც წარმოადგენს 17 თებერვლის ახალმთვარეობა და მზის დაბნელება მერწყულის ნიშანში. სწორედ ეს ახალმთვარეობა ცვლის წლის ენერგიას და მას მოაქვს ძლიერი განახლება. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, სწორედ 17 თებერვალს იწყება ცეცხლოვანი ცხენის წელი.
ცხენი ჩემთვის სულის არქეტიპია. ჩვენ ვიბადებით და მთელი ცხოვრება ვიბრძვით იმისთვის, რაც ისედაც გვეკუთვნის და რაც კოდირებულია ადამიანის არსში.
ჩვენ ვცხოვრობთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ დროსა და სივრცეში დამწყვდეული თავისუფლება. spirit of cimarron- აი, ამ ფილმშია გადმოცემული ცხენის, როგორც თავისუფალი სულის გასავლელი გზა. ცხენი - ეს არის თავისუფლების და დაუმორჩილებლობის, ღირსების და მიზანსწრაფვის, ერთგულების და თავგანწირვის სიმბოლო.
როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ასტროლოგიის თვალსაზრისით, მომავალი წელი წარმოუდგენელი ცვლილებების წელი იქნება, შეიძლება ითქვას, ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური გარდაქმნების დრო, რადგან მას მოაქვს მრავალი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, ცვლილება და პლანეტარული ინგრესიები. ყველა ეს ცვლილება გააქტიურდება სწორედ მერწყულის ახალმთვარეობით, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ ახალი მთვარის თავისებურება ის არის, რომ იგი დასაბამს აძლევს ყველა პროცესს მატერიალურ დონეზე. ენერგიები ისე მუშაობს, რომ სწორედ ამ პერიოდში ჩვენი ოცნებები მაქსიმალურადაა მიმართული მომავლისკენ. ჩვენი სული ისწრაფვის პროგრესისკენ, რადგან მერწყულის მმართველი ურანი სწორედ ის პლანეტაა, რომელიც მომავალს აყალიბებს. მერწყულის ახალმთვარეობის პერიოდში ადვილია დაგეგმვა, იღვიძებს ინტერესი ყოველივე ახალი და უჩვეულოს მიმართ.
ეს იმედებისა და ოცნებების დროა. თუმცა, 2026 წლის ახალმთვარეობა მერწყულში არა მხოლოდ წლის მიზნებს და პროგრამებს აყალიბებს, არამედ კარმულ პროგრამებს უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის, რადგან ახალმთვარეობა ემთხვევა მზის დაბნელებას, ხოლო დაბნელებები ყოველთვის ააქტიურებს კარმულ ღერძს - ერთ კარმულ პროგრამას ასრულებს, ხურავს და ხსნის ახალს.
ყველაფერი, რაც დაბნელების პერიოდში ხდება, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს, თუმცა შესაძლოა ამას სრულად ვერ ვაცნობიერებდეთ. მზის დაბნელება არის მრავალჯერ ძლიერი და გავლენიანი ახალმთვარეობა, რომელიც სავსეა გამოწვევებით და შესაძლებლობებით. ჩვენი ამოცანაა სწორად გამოვიყენოთ ეს უზარმაზარი ენერგია. ეს იქნება წელი, როდესაც ადგილზე დგომა შეუძლებელი იქნება.
ენერგია თავად გვიბიძგებს წინ. თუ ამ ენერგიების ნაკადში ვიმოძრავებთ გვექნება უზარმაზარი შანსი სრულიად ახალ ცხოვრებისეულ დონეზე გადასვლისთვის. მოვლენები, დიდი ალბათობით, ძალიან სწრაფად განვითარდება. ცხენი აღმოსავლური კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და ძლიერი ნიშანია და მისი ბუნება იანური ცეცხლის სტიქიას მიეკუთვნება. ჩვენ ვდგავართ მასშტაბური ცვლილებების ზღვარზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ წელს ვიყოთ აქტიურები, თავად დავიწყოთ ცვლილებები საკუთარ ცხოვრებაში, რათა პლანეტარული ენერგიები ჩვენთვის სასიკეთო მიმართულებით გამოვიყენოთ. აქტიურობით შეგვიძლია მოვლენები ისე მოვმართოთ, რომ ისინი ჩვენი სურვილების განხორციელებას ემსახურებოდეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შესაძლოა გეგმები შეიცვალოს, რამაც გული დაგწყვიტოთ...“ - 13 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი