27 ოქტომბერი - კარმული და სურვილების ასრულების დღე.
დღეს ასტროლოგიურად დაძაბული, თუმცა მნიშვნელოვანი შესაძლებლობებით გამორჩეული დღეა.
სავსემთვარეობის გავლენა ჯერ კიდევ იგრძნობა. დღის განმავლობაში აქტიურდება წარსულ გადაწყვეტილებებთან, ძველ ვალდებულებებსა და არჩევანთან დაკავშირებული საკითხები.
დღის პირველ ნახევარში მთვარისა და მარსის დაძაბული ასპექტი ზრდის გაღიზიანებისა და კონფლიქტების ალბათობას. ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, გადაამოწმეთ ინფორმაცია და მოერიდეთ კამათს. დღის მეორე ნახევარში იუპიტერისა და სამხრეთ კარმული კვანძის შეერთება წარსულ გამოცდილებასა და დაუმთავრებელ საქმეებს წამოსწევს წინა პლანზე. შესაძლოა კვლავ შეგახსენოთ თავი ძველმა ვალდებულებებმა, ფინანსურმა საკითხებმა ან ურთიერთობებმა.
საღამოს მთავარი თემა არჩევანი იქნება. მთვარისა და კარმული კვანძების დაძაბული კონფიგურაცია გვიბიძგებს, დავინახოთ წინააღმდეგობა შეჩვეულ მდგომარებასა და ცვლილებების აუცილებლობას შორი.
მნიშვნელოვანია, რომ 18:50 საათის შემდეგ მთვარე უკურსო ფაზაში გადადის, რომელიც მომდევნო დილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ახალი და მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას მოერიდეთ. მთვარის მე-17 დღე კი, რომელიც 18:20 საათამდე გრძელდება, ხელს უწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას.
ეზოტერულ ტრადიციებში რიცხვ 27-ს განსაკუთრებულ, მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებენ და მას სურვილების განხორციელებას უკავშირებენ. ამ რიცხვის სიმბოლიკა გონების, სხეულისა და სულის ჰარმონიულ ერთიანობას გამოხატავს. ამ თვალსაზრისით, 27 ოქტომბერი ხელსაყრელი დღეა საკუთარი სურვილების გასააზრებლად, მიზნების მკაფიოდ ჩამოსაყალიბებლად და იმ ცვლილებებზე დასაფიქრებლად, რომელთა განხორციელებაც დიდი ხანია გსურთ.
ამ დღეს ყურადღება დაუთმეთ იმას, რაც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. სურვილები გულწრფელად და კონკრეტულად ჩამოაყალიბეთ, შეინარჩუნეთ მათი განხორციელების რწმენა და განსაზღვრეთ, რა ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ მიზნის მისაღწევად.
დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ წარსულის გამოცდილება მნიშვნელოვანი გზამკვლევია, თუმცა მომავალი ჩვენს დღევანდელ არჩევანსა და მოქმედებებზეც არის დამოკიდებული. გამოიყენეთ ეს დღე პრიორიტეტების ასარჩევად, წარსულის გამოცდილების შესაჯამებლად და ახალი მიზნებისკენ სვლის დასაწყებად.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს...“ - შემოდგომის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები
⭕პსჟ-ის გულშემატკივრებმა სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელიას მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს
⭕„ჭორებს ნუ დაუჯერებ და მოქმედებამდე ფაქტები გადაამოწმე...“ - 27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი