Digest Logo

„ცდუნებების“ ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები

1710518923
ჰოროსკოპი

ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს გარკვეული მახასიათებლები გააჩნია. ვარსკვლავები გვეუბნებიან, რომ ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენლებს გარკვეული ნეგატიური თვისებები, ან ამ თვისებებისადმი მიდრეკილება აქვთ.

ვნახოთ, კონკრეტულად რა თვისებებია ეს:

ვერძი
 
ამ ნიშნის წარმომადგენლებს „პოტენციური მკვლელები" შეიძლება ვუწოდოთ. რა თქმა უნდა, თუ ვერძი ხართ, ეს არ ნიშნავს, რომ ხელში იარაღს აიღებთ და რიგრიგობით ყველას მოსაკლავად მოემზადებით. თუმცა, ამ ნიშნის წარმომადგენლების წყობილებიდან გამოსვლა ძალზე იოლია.
 
კურო
 
კუროებს ნარცისები შეიძლება ვუწოდოთ -  უყვართ, როცა მათ გარშემო ყველა ფუსფუსებს, განიცდის. გარდა ამისა, ზოგიერთ კუროს სიხარბე ახასიათებს. მათ მუდამ რაღაც არ ჰყოფნით - ინტიმი, ფული, ყურადღება და ა. შ.
 
ტყუპი
 
ამ ნიშნის წარმომადგენლები აშკარა ცრუპენტელები არიან. თუ არ იტყუებიან, ამბავს ყოველთვის შეალამაზებენ მაინც.
 
კირჩხიბი
 
კირჩხიბებს ყველაფრის გაღმერთება უყვართ. უმნიშვნელო მოვლენაც კი მათთვის ღვთაებრივი იქნება. თან, ეს მოვლენა ხშირად მათ საერთოდ არ ეხება.
 
ლომი
 
კიდევ ერთი ნარცისი ნიშანი. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რამ გამოსდით, თუმცა სხვებზე იშვიათად ფიქრობენ. ლომები, როგორც წესი, გარშემო ვერავის ხედავენ.
 
ქალწული
 
ქალწულები შურიანები არიან. თუ რაიმე ნივთს მოკრავენ თვალს და ეს მათთვის საინტერესო გახდა, მაშინვე მისი მიღების სურვილი უჩნდებათ ისე, რომ არც ფიქრობენ, ნამდვილად სჭირდებათ თუ არა ეს. თუ ამ ნივთის მიღება ვერ შეძლეს - შური დიდხანს გაჰყვებათ.
 
სასწორი
 
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებსაც შეიძლება ვუწოდოთ ნარცისი, თუმცა მათ ნარცისიზმს თავისებურებები ახასიათებს - ისინი მიიჩნევენ, რომ ყველაზე ლამაზი არიან და მათი მსგავსი სილამაზისა „დუნიაზე" არავინ დადის.
 
მორიელი
 
ამ ნიშნის წარმომადგენლებს სულ ვინმესთან დამეგობრება სურთ, მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორი ადამიანი აღმოჩნდა გვერდით -  ის აუცილებლად უნდა გახდეს მისი მეგობარი. თუ ამას ვერ ახერხებენ, მორიელებისთვის მთელი სამყარო მოქუფრული და პირქუში ხდება.
 
მშვილდოსანი
 
მშვილდოსნები მუდამ ვიღაცას ღალატობენ ისე, რომ ხანდახან ეს არც უნდათ. მოკლედ, მოღალატის სხვა, უფრო ნათელი მაგალითის პოვნა შეუძლებელია.
 
თხის რქა
 
ამ ნიშნის წარმომადგენლები უკიდურესად ანგარებიანი ადამიანები არიან. ყველაფრისთვის მზად არიან, თუ გზის ბოლოს დიდი კუში ელოდებათ. ფული, აღიარება, კარიერა - თუ ეს იყნოსეს, თხის რქებს წინ ვერაფერი დაუდგება.
 
მერწყული
 
ზოდიაქოს ამ ნიშნებს უყვართ არა უბრალოდ საკუთარი თავით ტკბობა, არამედ სხვებისთვის თავისი განსაკუთრებული ხასიათის ჩვენებაც. მათ ჰგონიათ, რომ ისინი არიან ყურადღების ცენტრში და ყველა დანარჩენი - მათზე უარესია.
 
თევზები თევზები - მარადიული მეოცნებე და ზარმაცი ნიშნები არიან. მუდამ ღრუბლებში დაცურავენ და სრულებით არ ესმით, რომ რეალობა სულ სხვაა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რუსულ შოუში ანსამბლმა „სულიკომ“ ჟიური აღაფრთოვანა - კადრები

ინფორმაცია მათთვის, ვინც 1999 წლის 21 ივლისს დაიბადა

Squid Game-ის მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნეს

წყარო: sputnik-georgia.com