Digest Logo

„წინააღმდეგობრივი, ერთმანეთის გამომრიცხავი მოვლენების დღეა, ამიტომ არ ღირს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება“ - ცაგარელის რჩევა

1648098562
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში –  16:59-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

წინააღმდეგობრივი, ერთმანეთის გამომრიცხავი მოვლენების დღეა, ამიტომ არ ღირს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება და ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სპორტული ღონისძიებების და ტურისტული ლაშქრობების მოსაწყობად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და ახალი საქმის დასაწყებად, უცხოელებთან ურთიერთობისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დასაბანდებლად.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟის, წყლის პროცედურებისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თხილით და ნიგვზით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, ნეფრიტი, ლაზურიტი და სარდიონი, გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არ ვყოფ რუსებად და უკრაინელებად. ჩემთვის სამყარო ახლა იყოფა პუტინისტებად და ანტიპუტინისტებად“ - ქეთი დევდარიანი

🔵„ევროკავშირის წევრობა თეორიულად ყველამ იცის, რომ რაღაც კარგია, მაგრამ უფრო მეტი ილაპარაკეთ მასზე“ - გიორგი ცხადაძე

🔵„ჯანმრთელობა შემერყა“ - დომენიკ მანგო საქართველოში ბრუნდება