
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც „ფულის ვარცხნილობის“ რიტუალს გვიზიარებს:
„18 სექტემბერი საუკეთესო დღეა ფინანსების მოსაზიდად, „ფულის ვარცხნილობის“ რიტუალით!
როგორ უნდა გააკეთოთ სწორად:
გაიკეთეთ თქვენი საყვარელი ვარცხნილობა ან უბრალოდ მოიჭერით ბოლოები. არ შეიჭრათ თმა საკუთარი ხელით, ასე რიტუალი არ იმუშავებს.
აუცილებლად იყავით კარგ განწყობაზე, როდესაც სტილისტთან მიხვალთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
სანამ გჭრიან, იფიქრეთ ფინანსურ სიუხვეზე და გულში გაიმეორეთ:
„ჩემი შემოსავლები მუდმივად იზრდება!“, ან „ფული ჩემთან მარტივად და თავისუფლად მოდის!“.
თუ ამ პროცესს გულწრფელობითა და პოზიტიური განწყობით მიუდგებით, სიუხვის კოსმოსური ენერგია აუცილებლად შემოვა თქვენს ცხოვრებაში!
ეს უკვე ბევრჯერ გამოცდილია და ნამდვილად მუშაობს!“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი იმედი და ნუგეში, დიდი ხნით უნდა მყავდე“ - გიორგი სუხიტაშვილი დედას დაბადების დღეს ულოცავს