🌕 სავსემთვარის პერიოდი - 1-3 მაისი. სავსე მთვარის დღეებში, განსაკუთრებით ღამით, ყურადღებით უნდა ვიყოთ ნიშნებისა და მინიშნებების მიმართ.
თუ ჭურჭელი ტყდება ან იბზარება, სასურველია სახლიდან გაიტანოთ (თუნდაც აივანზე).
ეს შეიძლება იყოს ნიშანი, რომ თქვენს მიმართ ნეგატიური ენერგია ან არაკეთილგანწყობა მოდის.
თუ ტანსაცმელი იხევა, აქსესუარები ზიანდება ან იკარგება - ეს თქვენთვის ძლიერი სიგნალია!
✨ სიზმრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს — ხშირად მოდის მინიშნებები, წინასწარმეტყველური სიზმრები, შესაძლოა, დაგესიზმროთ თქვენი გვარის სულები ან ახლობელი ენერგიები.
🍀 რა არის სასურველი:
ატარეთ ნაზი ნარინჯისფერი ან ცისფერი ტანსაცმელი.
უსურვეთ სიკეთე სხვებს, განსაკუთრებით ახლობლებს ილოცეთ (ითხოვეთ) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის/
შერიგდით, ითხოვეთ პატიება, აღიარეთ შეცდომები, დაიცავით თავი ნეგატიური ზემოქმედებისგან.
შეგიძლიათ ზღურბლთან ცოტა მარილი მოაყაროთ - დაცვისთვის გააკეთეთ კეთილი საქმე:
გამოკვებეთ მიუსაფარი ცხოველები ან გაიღეთ მცირე თანხა ქველმოქმედებისთვის.
⛔ რა არ არის რეკომენდებული:
ნუ დაიწყებთ კამათს, განსაკუთრებით საღამოს და ძილის წინ ნუ ჩაეფლობით ნეგატიურ ფიქრებში და მძიმე მოგონებებში.
ნუ იგინებით და ნუ გაუშვებთ წყევლას ან ცუდ სურვილებს ნუ გასცემთ დაპირებებს.
უმჯობესია გადადოთ, ნუ ჩაიცვამთ შავ ტანსაცმელს, ითვლება, რომ იზიდავს ნეგატივს, ნუ ეწვევით სასაფლაოს, ნუ მიიღებთ საჩუქრებს უცნობი ან ნაკლებად ნაცნობი ადამიანებისგან (თუ თქვენი დაბადების დღე არ არის).
ნუ გაასესხებთ მეზობლებს მარილს, პურს (ფქვილს), ასანთს ან სანთებელას.
გაიმეორეთ ხშირად ეს ✍️ აფირმაცია: 🌕 სავსე მთვარემ ჯანმრთელობა მომიტანა! (ან სიუხვე, სიყვარული, სამუშაო - რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ).
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ქალი, რომელსაც გვერდით „სასურველო“ კაცი ჰყავს, არის მშვიდი, დაცული და რეალიზებული“ - ფსიქოლოგი