Digest Logo

🎥 „თუ შიში გვექნება რომ ვალს ვერ გადავიხდით, ვერ გადავიხდით!“ - როგორ მოვიზიდოთ ბარაქა, თიკა ქოქაშვილის რჩევები

1763471150
 თიკა ქოქაშვილი

გადაცემაში „დღის პოსტი“ ფენშუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი იმყოფება სტუმრად, სადაც ისაუბრა ფულის მოზიდვის შესახებ. 

მისი განმარტებით, შიშს ენერგია ხელს უშლის ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვას.

„უიღბლობა, როგორც ასეთი არ არსებობს, ამას ჩვენ ვაპროგრამებთ და მენტალურ დონეზეა მიჯაჭვული. იმაზე, რაც აიკვიატე სამყაროში ეს ისე მუშავდება, რომ ყველაფერი იმის მიხედვით მიდის. 

სიდუხჭირეც მენტალურად ითვლება და არის ოჯახის კარმა, რომელიც უნდა გამოსწორდეს, ამ გამოსწორებაში გადაწყვეტილებებს ვიღებთ, როგორც მენტალურ დონეზე, ასევე გვაქვს სხვადასხვა ქმედებები. 

მაგალითად: როდესაც ამბობთ, „ხელფასი არასოდეს მყოფნის“ - ეს სამყაროში ძალიან ცუდად მუშაობს.

ფულთან დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ჩვენს გარემოს და საცხოვრებელ სახლს.

ყველაზე მნიშვნელოვანი „ფენშუის“ მიხედვით ეს არის შემოსასვლელი კარები. მთავარი ენერგია, სწორედ აქედან შემოდის. 

არის რამდენიმე სახეობის ვალი, რომელიც სხვადასხვანაირად იშიფრება, მაგ: უძრავი ქონებას, ან მიწის ნაკვეთს როცა ყიდულობ ეს არ ითვლება ვალად, რადგან მისი ფასი მუდმივად იზრდება და ამ ვალს ვიხდით ეტაპობრივად.  

თუ მუდმივად გექნება შიში იმის, რომ ვალს ვერ გადაიხდი, ნამდვილად ვერ გადაიხდი, შიში უნდა გაუშვა და უნდა იყო დარწმუნებული ამაში“, - ამბობს  თიკა ქოქაშვილი. 

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არასდროს შეიძინოთ ყველი ეტიკეტის გარეშე“ - ირაკლი არაბულის რეკომენდაცია

⭕როგორ შევამჩნიოთ ვენების პრობლემები დროულად? - ძირითადი სიმპტომები და მკურნალობის ხერხები, მამუკა რაშოიანისგან

🎥 ✨🧠🎙️როგორ ვაშენებთ საკუთარ რეპუტაციას ყოველდღიურად? ეს უნდა იცოდეთ! - რჩევები ანა ციცქიშვილისგან