Digest Logo

როგორ შევამჩნიოთ ვენების პრობლემები დროულად? - ძირითადი სიმპტომები და მკურნალობის ხერხები, მამუკა რაშოიანისგან

1763461602
 მამუკა რაშოიანი.

„როგორ შევამჩნიოთ ვენების პრობლემები დროულად?“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატუსს სოციალურ ქსელში ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

იგი სიმპტომების და მკურნალობის ხერხის შესახებ წერს, ასევე წერს თუ ვისთვის არის აკრძალული მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენება: 

„როგორ შევამჩნიოთ ვენების პრობლემები დროულად!

ძირითადი სიმპტომები:

- ფეხების სიმძიმე საღამოს
- შეშუპება
- ტკივილი და პულსაცია
- ღამის კრუნჩხვები
- ვენების გამოშიშვლება
ძალიან საშიში ნიშნები:
- უეცარი ძლიერი ტკივილი
- ფეხის გაწითლება და ცხელება

დაუყოვნებლივ ექიმთან!

სამკურნალო ნაყენები

ცხენის წაბლის ნაყენი

მომზადება:

- 1 ს/კ დაქუცმაცებული წაბლი
- 250 მლ ცხელი წყალი
- დააყენეთ 15 წუთი
- გაჩერეთ

მიღება: დღეში 2-3-ჯერ ჭიქის ⅓
 ვაზის ფოთლის ჩაი

მომზადება:
- 1 ს/კ გამხმარი ფოთოლი
- 200 მლ ცხელი წყალი
- დააყენეთ 10 წუთი
- გაჩერეთ

მიღება: დღეში 2-ჯერ
  თაფლიანი სუნელი
მომზადება:
- 1 ჩ/კ თაფლიანი სუნელი
- 250 მლ ცხელი წყალი
- დააყენეთ 20 წუთი
- დაამატეთ თაფლი გემოვნებით

მიღება: დღეში 1-2-ჯერ

ვისთვის აკრძალულია:
- ორსულებისთვის
- მეძუძურებისთვის
- ანტიკოაგულანტების მიმღებები ადამიანებისთვის,
- ალერგიულებისთვის
- 12 წლამდე ბავშვებისთვის

პრევენცია:
✅  ფეხით სიარული
✅  ფეხების აწევა სიმაღლეზე
✅  ჯანსაღი წონა
✅ კომპრესიული წინდები
✅გააზიარე და დაეხმარე სხვებს!
✅ ჯანსაღი კვების რაციონისთვის“, - წერს მამუკა რაშოიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ქართული ეშხი“ - კრისტი ყიფშიძე თურქეთში მოგზაურობს

🎥 ✨🧠🎙️როგორ ვაშენებთ საკუთარ რეპუტაციას ყოველდღიურად? ეს უნდა იცოდეთ! - რჩევები ანა ციცქიშვილისგან

⭕„თუ ისე იცხოვრე, რომ მშვიდი სიკვდილიც ვერ დაიმსახურე, მაშინ რა აზრი ჰქონდა შენ დაბადებას?“ - გია მურღულია