„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია და მიმდინარე კვირა კარგი იქნება, მოლაპარაკებებისთვის ხელშეკრულების დადებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი უმჯობესია 25 რიცხვიდან გააკეთოთ, რადგან მერკური კომუნიკაციის და ინტელექტის მმართველი პლანეტა არის უკუმავალი“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
მისი თქმით, უმჯობესია 25 აპრილამდე ძველი საქმეები დაასრულოთ, ხოლო ახალი საქმეები დაიწყოთ 25 აპრილის შემდეგ.
„24 აპრილს არის სავსემთვარეობა, რაც ნიშნავს მზის და მთვარის ენერგიის დაპირისპირებას, რომელიც კუროს და მორიელის ზოდიაქოში ხდება.
სამშაბათი საღამო უნდა გავიაროთ ყურადღებით, შესაძლოა იყოს ფინანსური პროვოკაციები, ასევე აკონტროლეთ წნევა და იყავით საჭესთან ფრთხილად.
უმჯობესია თუ სასწრაფო ოპერაცია არ გაქვთ დაგეგმილი, არც ჩაიტაროთ, რადგან იქნება გაუგებრობები. ეს პერიოდი გაიარეთ მშვიდად, ენერგია თუ მოჭარბებული გექნებათ ივარჯიშეთ“, - ამბობს ასტროლოგი.
როგორც მიხეილ ცაგარელი ამბობს, დღეს თვალის აღების ალბათობა არის მაღალი და გვირჩევს არ ვიყოთ ხალხმრავალ ადგილას.
„პარასკევს და შაბათს განსაკუთრებული ყურადღება მინდა ვთხოვო - ტყუპებს, კირჩხიბებს, მორიელებს და მშვილდოსნებს, რომ თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება იყავით ფრთხილად, შესაძლოა ამ ორ დღეში შეგახსენოთ თავი“, - ამბობს ცაგარელი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს