Digest Logo

„მაისში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება საკმაოდ „ცხელი“ იქნება“- რამაზ გიგაურის პროგნოზი

1713765392
რამაზ გიგაური

„მარსი-ნეპტუნის შეერთება - სურვილის ძალა, რა არის ამ შეერთების დადებითი მხარეები?

ასტროლოგი რამაზ გიგაური საყურადღებო პროგნოზს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მარსი-ნეპტუნის შეერთება - სურვილის ძალა.

იუპიტერი-ურანის შეერთების პარალელურად (რომლის შესახებ ამას წინათ ვწერდით), ცის კაბადონზე აპრილის ბოლო დეკადაში და მაისის პირველ კვირაში გააქტიურდება კიდევ ერთი შეერთება (მარსი-ნეპტუნი), რომელიც ასე ვთქვათ, „ეპოქალური“ მნიშვნელობით შესაძლოა რამდენადმე ჩამორჩება ზემოთ ნახსენებ იუპიტერი-ურანის შეერთებას, თუმცა ის საკმაოდ მნიშვნელოვანია და მისი ანალიზი აუცილებელია.

ასტროლოგიაში მარსი - ეს არის ენერგია, მოქმედება, აქტიურობა, მიზანსწრაფვა, ბრძოლა, ხოლო ნეპტუნი - შემოქმედებითობა, წარმოსახვა, ფანტაზია და კოლექტიური არაცნობიერი. ასე რომ, ეს შემოქმედებითობის მოქმედებაში გადატანის პერიოდი იქნება. ამ დროს ბევრი ადამიანი ახერხებს საკუთარი სურვილების რეალიზაციისთვის ბრძოლის დაწყებას, აქტიურ ქმედებაზე გადასვლას.

მარსი - ინდივიდუალურ პლანეტად ითვლება, მაშინ როცა ნეპტუნი „უნივერსალური“, ასე ვთქვათ, „ეპოქალური“ პლანეტაა. რაც მიანიშნებს ინდივიდუალური ენერგიის გაერთიანებას გარკვეული იდეისთვის. ეს არის კოლექტიური არაცნობიერის რეფორმირების პერიოდი, როდესაც ბევრი რამ არქეტიპულ დონეზე იცვლება. ამ შეერთების ასტროფსიქოლოგიური დევიზია: „შველი სხვებს - შველი საკუთარ თავს“.

ამ შეერთების დადებითი მხარეა:
* სურვილების რეალიზაციისთვის აქტიური ბრძოლა;
* დამოუკიდებლობის მოპოვება და ამ გზაზე წინაღობების გადალახვა;
* საკუთარი ან კოლექტიური სურვილ(ებ)ის რეალიზაცია.
ამ შეერთების უარყოფითი მხარედ შეიძლება ჩავთვალოთ ბუნდოვანება, არამკაფიოობა სურვილებში და ამის გამო დამდგარი ფრუსტრაცია.

ამ ასტროლოგიური შეერთების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ გაგრძელდება და ის გარკვეულ იდეებად ფორმირდება.

მთავარია, რომ ხალხს და რა თქმა უნდა ახალგაზრდობას ჰქონდეს კონკრეტული მიზნები და ამ მიზნების რეალიზაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. სწორედ აპრილის ბოლო დღეებში გამოჩნდება კარგად, თუ რა კონკრეტულ შედეგს შეიძლება მოველოდეთ ამ საპროტესტო გამოსვლებისგან.

აქ კიდევ ერთი დეტალია მნიშვნელოვანი. ეს შეერთება 30 აპრილამდე თევზების ნიშანში ხდება, რომელიც რამდენადმე პასიური, „რბილი“ ნიშანია, ამიტომაც მოქმედებები დიდი ალბათობით უფრო მშვიდ გარემოში წარიმართება. 30 აპრილის საღამოდან მარსი გადაინაცვლებს „ცეცხლოვან“ ვერძში, რომელიც თავისი მმართველობის ნიშანია. სწორედ პერიოდიდან 8 ივნისის ჩათვლით ენერგია მკვეთრად გაძლიერდება და მოქმედებების დინამიკა სწრაფად ავარდება ზემოთ.

ასე რომ, 30 აპრილის საღამოდან - 9 ივნისის დილამდე პლანეტა მარსის ენერგია მაქსიმალურად გამოვლინდება. ეს ნიშნავს, რომ როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე ყველა მიმართულებით დაუღალავი ბრძოლა იქნება.

მაისში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება საკმაოდ „ცხელი“ იქნება.

უკრაინა-რუსეთის ფრონტზე დიდი ალბათობით სასტიკ შეტაკებებს ვიხილავთ და შესაძლოა უკრაინისთვის სწორედ 2024 წლის მაისი გახდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემოტრიალების წერტილი, რომელიც ბოლო 6-7 თვეა არ ჰქონია“,- წერს რამაზ გიგაური.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ძილის შემდეგ თვალის გახელა ახალი დაბადებაა, დაბადების დღეს გილოცავთ ყველას! ეს სასწაულია...“- რას წერს გია მუღულია

⭕„მთელი ღამე მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები, კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა“- სუსი

⭕🎥 „ჩემი ზღაპრული ვიქტორია და მისი საყვარელი სიმღერა“- ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს