ასტროლოგი ხათუნა ნოელი, რომელიც სოციალურ ქსელში ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს, ახალ ვიდეომიმართვას გვიზიარებს.
ასტროლოგი ვიდეოში 24 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე მოგვითხობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს.
„24 აგვისტოს მთვარის მე-20 და 21-ე დღეა, მთვარე კლებაშია, ღამის საათებში უკურსო მთვარე იქნება და გადავა კუროში.
ეს დღე ნეგატიური ასპექტებით არ გამოირჩევა. დაგეგმეთ კარგი ამბები.
საინტერესო და კარგი ასპექტი გვიდევს წინ, მერკურისა და მარსის სექსტილი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვაჩინოთ ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები ნებისმიერ სფეროში. იდეების და აზრების წარმოჩენა, შენაძენები იქნება კარგი.
თვის ბოლოს ეს დღე არის ყველაზე დადებითი და ჰარმონიული, ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ძალიან კარგად.
იფიქრეთ ძველი საქმეების დასრულებაზეც. არ დაგავიწყდეთ, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მთვარე როდესაც კუროს გადის, ყელი, კისერი, ნიკაპი არის ცოტა პრობლემური, ამიტომ არ შეეხოთ. კოსმეტოლოგიური საშუალებები არ არის სასურველი.
გონების გამახვილებისთვის და კომუნიკაციისთვის დაგეხმარებათ აქატი, ონიქსი და ციტრინი“, - ამბობს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი
🎥 კადრები გერმანიიდან, სადაც კაცმა ფესტივალზე დანით 3 გამვლელი მოკლა - არიან დაჭრილებიც