
შავი მთვარის, ანუ ლილიტის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ნეგატიურ ასოციაციას იწვევს ადამიანებს. აღნიშნული ასტროლოგიური მოვლენა 27 მარტს დაიწყება და მომდევნო 9 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
ლილიტი, განაპირობებს ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს, ნათესავებთან პრობლემები. ლილიტის ამგვარი განლაგება სხვადასხვა რამეზე მიანიშნებს, მაგალითად მაგიის, ეზოტერიკის, მკითხაობის მიმართ დიდ დაინტერესებაზე.
შავი მთვარე მორიელში საკმაოდ აქტიურად გამოვლინდება. თუ როგორ და რა ტენდენციებს უნდა ველოდოთ - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა, რომელიც 15 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს, თამარ აქუბარდიამ „იუთუბის“ საკუთარ არხზე ისაუბრა.
„შავი მთვარე გადადის მორიელის ზოდიაქოში 27 მარტს და მნიშვნელოვანი ტრანზიტია მომდევნო 9 თვის განმავლობაში. შავი მთვარე ყველას აქვს რუკაში, ადამიანებს, ქვეყნებს და ის აჩვენებს რა არის დაფარული, ბნელი. როცა ტრანზიტული შავი მთვარე გადადის ნიშანში, ატივტივებს იმ ნეგატივებს, რაც იქამდე არ ჩანდა.
ეს არის გამწვავებული პრობლემის ამოტანა ზედაპირზე, სიგნალები, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება. ტრანზიტების მიხედვით ვხვდებით რა ენერგიებს შეექმნებათ პრობლემები.
რას ნიშნავს ახლა მორიელში გადასვლა. ზოგადად მორიელი მართავს დიდ ფულს, ძალოვან სტრუქტურას, ბიზნესებს, კრიმინალურ სამყაროს, საიდუმლო სამსახურებს, ომს, კრიზისებს. მორიელი კავშირშია რადიოაქტიურ, მომწამვლელ ნივთიერებებთან და ზოგადად უსაფრთხოების სფეროც მორიელია.
როგორც წესი გადასვლის პროცესი ერთი თვით ადრე უკვე იგრძნობა ხოლმე, წინასწარ შემოდის ენერგიები.
უბედური შემთხვევები, უსაფრთხოების ნორმები, კრიმინალი, ეს ყველაფერი ძალიან გააქტიურდება.
დიდ ფულთან დაკავშირებით, შეიძლება ამოტივტივდეს კორუფცია. ემოციური სიმძიმეა მოსალოდნელი, სენსიტიური თემების ამოტივტივება, კომპრომატებით ბრძოლა, დიდი სიბინძურე, მსოფლიო მასშტაბით მოხდება ყველაფერი. ქურდობა, სხვისი საკუთრების დაზიანება ძალიან გამწვავდება.
გააქტიურდება ეზოტერიკა, მკითხავები, საინტერესო გახდება ეს თემები ადამიანებისთვის, შავბნელი კატეგორია გახდება მომხიბვლელი.
შიში მომავალზე, განცდა სისუსტის იქნება.
ეგო, სურვილები შეიძლება ვერ დაინახოს ზოგმა, ლილიტი შემოიტანს საკუთარ თავზე მუშაობას. რა არის გრძნობები და ემოციები, რაც არ გამოხატავდი, რა გინდოდა და რას ვერ იღებდი.
თუ რამე შეცდომები იყო, ყველაფერი ამოტივტივდება.
სასწორები ამოისუნთქავენ, რადგან პირველი ენერგიისგან გადმოვა შავი მთვარე, მაგრამ ფინანსები, ბინა, უძრავ ქონებასთან შეიძლება შეექმნათ პრობლემა.
ქვეყანაში მე პირადად ველოდები სერიოზულ პრობლემებს ფინანსებში, უსაფრთხოებაში, კორუფციაში. ვინც დიდ ბიზნესშია ახლა მათ ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი“, - ამბობს თამარ აქუბარდია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან ლამაზი გოგო ხარ“ - ნუცა ბუზალაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
🎥 ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მაგნიტივით მოიზიდავენ ფინანსებს, იყიდიან სახლს, დაიწყებენ ახალ ბიზნესს
⭕დათო ლიკლიკაძე იტალიის შემდეგ შვეიცარიაში გაემგზავრა - რა ფოტოებს აქვეყნებს ჟურნალისტი