Digest Logo

„უდიდესი ძალაა გიყვარდეს და შეგეძლოს პატიება - ეს არის ყველაზე მაღალი ვიბრაცია და წყალობა, რომელიც ყველაფრის გადალახვაში დაგეხმარება“ - ეზოტერიკოსი

1760640303
 svart გრიმუარი

„ერთ რაღაცაში დავრწმუნდი, უდიდესი ძალაა გიყვარდეს და შეგეძლოს პატიება - ეს არის ყველაზე მაღალი ვიბრაცია და წყალობა, რომელიც ყველაფრის გადალახვაში დაგეხმარება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი, ბლოგერი svart გრიმუარი წერს.

მისი თქმით, აუტანლობა ადამიანებისადმი, მოყვასისადმი, უსიყვარულობა - მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, საკუთარი თავის აუტანლობის:

„ადამიანი ზოგჯერ ანაზდეულად მოკვდავიაო წერდა ბულგაკოვი. ეს ნამდვილად ასეა. მახსოვს, როდესაც ვიყავი პატარა, ალბათ 4-5 წლის, რატომღაც მეგონა, რომ ყველა ადამიანი ცოცხლობდა ას წელიწადს. დღეს კი ვრწმუნდები იმაში, რომ ზუსტი ვადა არავისთვისაა განსაზღვრული ან გარანტირებული.

ამას ადამიანი ვერ ხვდება მანამ, სანამ არ მოხდება ამ ორიდან რომელიმე - სანამ არ გარდაიცვლება ახლო ადამიანი ან ოჯახის წევრი და სანამ არ დაიბადება ახალი ადამიანი.

სწორედ საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდგომ ან შვილის დაბადებიდან ერთ წელში ხვდები თუ როგორ სწრაფად შეიძლება ჩაგიფრინოს წელიწადმა. ეს ასეა მაშინაც კი, თუ მეტად გაცნობიერებული და „გამოღვიძებული“ ადამიანი ხარ. წარმომიდგენია რამდენად სწრაფია დრო მაშინ, როდესაც ცხოვრობ არაცნობიერად, ინსტინქტური და წყვდიადით მოცული ცხოვრებით.

ჩემი აზრით 100 წელიც ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ დატკბე ამ სამყაროთი და ისწავლო რამე.

მიუხედავად ამხელა წინასიტყვაობისა, ეს სტატია არ ეხება არც სიკვდილის და არც მიღმიერი ცხოვრების თემებს. მაგრამ ზემოხსენებული სიტყვები აუცილებელია, რადგან მათ გარეშე ძნელია მიხვდე თუ რეალურად რამდენად საჩქაროა მომდევნო დებულებების დროულად გაგება.

ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა იმისათვის, რომ იცხოვრო ბრაზით.

ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა იმისათვის, რომ იყო დაბოღმილი.

ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა იმისათვის, რომ იცხოვრო ზიზღითა და აუტანლობით.

ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა იმისათვის, რომ იყო ამპარტავანი.

შენ ხარ ის, რასაც ჭამ - ეს გამოთქმა ყველასათვის კარგად ნაცნობია, მაგრამ ის ეხება არა მხოლოდ საკვებს ჩვენი სხეულისათვის, არამედ სულიერ და გონებრივ საზრდოსაც.

შენ კონკრეტულ მომენტში ხარ ის - რასაც განიცდი, რაზედაც ფოკუსირდები და რაშიც პოულობ თავს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ენერგია არასდროს ქრება უგზო-უკვლოდ.

იმ შემთხვევაშიც კი თუ მას მიმართავ სხვისკენ, მისი გამტარი ჯერ თავად ხდები.

ბრაზი, ზიზღი, ბოღმა და აუტანლობა არის შხამი, რომელსაც იმ იმედით სხვამ, რომ სხვა მოიწამლება. ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ თავს იწამლავ.

აუტანლობა ადამიანებისადმი, მოყვასისადმი უსიყვარულობა მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია - საკუთარი თავის აუტანლობის. ძალიან ცოდვაა ის ადამიანი, რომელიც ამ მდგომარეობაში ცხოვრობს ამ ისედაც მოკლე სიცოცხლეს.

მაშინაც კი, როდესაც სძულხარ სხვას - ეს არ გაძლევს იმის უფლებას, რომ შენც გძულდეს.

ბოროტებაზე ბოროტებით პასუხი, მას მხოლოდ გააორმაგებს და გაამრავლებს. არავინ გავალდებულებს, რომ გიყვარდეს ცუდი ან მოგწონდეს ბოროტი, მაგრამ წყვდიადის გაორმაგება და გაზრდა აბსოლუტურად სხვა უკიდურესობაა.

ერთ რაღაცაში დავრწმუნდი, უდიდესი ძალაა გიყვარდეს და შეგეძლოს პატიება - ეს არის ყველაზე მაღალი ვიბრაცია და წყალობა, რომელიც ყველაფრის გადალახვაში დაგეხმარება.

მებრძოლის გონებას არ უნდა დაავიწყდეს მტერი და მისი დანაშაულები, მაგრამ მისმა გულმა ეს აუცილებლად უნდა შეძლოს, სხვა შემთხვევაში იმდენად დამძიმდება, რომ უფსკრულში ჩაითრევს მის პატრონს“, - წერს ეზოტერიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სუნთქვის დაკვირვება არ არის მხოლოდ მედიტაცია, ეს არის გზა გონების შესამოწმებლად, სად ხარ ახლა“ - „გონების კოდის“ ავტორი

„ბრაზის უკან ხშირად იმალება შიში, დაღლილობა ან უბრალოდ გრძნობები, რომლებსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემს“ - რეკომენდაცია მშობლებს

„არც კი ვიცი რა დავწერო, როგორ დავწერო, სულით და გულით თანავუგრძნობ ჩემს უსაყვარლეს ადამიანს“ - ელდარ გეწაძის შვილი გარდაიცვალა