
წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში სუნთქვის კონტროლის მნიშვნელობაზე საუბრობს.
როგორც თავად ამბობს, სუნთქვის დაკვირვება მხოლოდ მედიტაცია არ არის, ეს არის გზა გონების შესამოწმებლად, სად ხარ ახლა - წარსულში, მომავალში თუ აწმყოში:
„ადამიანი არ აკონტროლებს სუნთქვას, მაგრამ სუნთქვა აკონტროლებს ადამიანს.
როცა ნერვები დაძაბულია, სუნთქვა ხშირდება.
როცა გონება მშვიდია, სუნთქვა ღრმავდება.
სუნთქვის დაკვირვება - ეს არ არის მხოლოდ მედიტაცია.
ეს არის გზა გონების შესამოწმებლად, სად ხარ ახლა - წარსულში, მომავალში თუ აწმყოში.
როცა თვალებს ხუჭავ და უბრალოდ აკვირდები როგორ შემოდის და გადის ჰაერი, შენ იწყებ გონების გამჭვირვალობის დანახვას.
გონება აღარ ფიქრობს, არამედ მხოლოდ ჩერდება.
იოგები ამბობდნენ: „ვინც სუნთქვას აკვირდება, საკუთარ სულს ხედავს“. რადგან სუნთქვა არის ხიდი მატერიასა და ენერგიას შორის.
როცა სუნთქვა მშვიდდება - მშვიდდება ცხოვრებაც. ეს პრაქტიკა არა მხოლოდ ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არამედ აღადგენს შინაგან ენერგიას, ფოკუსს და სუფთა აზროვნებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: