Digest Logo

„უძლიერესი დღეა და სურვილების ჩამოწერაც განსაკუთრებით სასარგებლოა!“ - თაკო მელიქიშვილი 7 სექტემბერს ენერგიებზე

1788758385
თაკო მელიქიშვილი

სექტემბერი. ჩემო ძვირფასებო, დღეს უძლიერესი დღეა!

დღის ენერგიებია: 7 • 8 • 6. ამასთანავე, დღეს ორშაბათია შვიდიანებისთვის ერთ-ერთი იღბლიანი დღე! შეგახსენებთ, მათი წარმატებული დღეებია: კვირა, ორშაბათი და ოთხშაბათი.

დღეს ბევრი საქმის მოსწრებას შეძლებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩემს რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, ლამაზებო!  

დილიდან მოიწყვეთ პატარა „კრიზისი“!

გააკეთეთ ის, რისი გადადებაც ხშირად გინდებათ ივარჯიშეთ ან ნებისმიერი ფიზიკური აქტივობით დაკავდით. დაუთმეთ ამას 20–30 წუთი, სულ მცირე 20 წუთი მაინც!

ჩემი მუდმივი რეკომენდაციაა: მუსიკა ჩართეთ, სხეული გამოაფხიზლეთ და ჩათვალეთ, რომ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგით!  

დღეს შეიძლება ძალიან ბევრი საქმე დაგიგროვდეთ: აქაც უნდა მიხვიდეთ, იქაც უნდა მოასწროთ, ეს საკითხიც მოაგვაროთ და სხვასაც მიხედოთ… თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ბევრი პრობლემის მოგვარებას ნამდვილად შეძლებთ!

რვიანის მისიის მთავარი რეკომენდაციაა: გადაანაწილეთ საქმეები და ითხოვეთ დახმარება!
მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. თუ გვერდით გყავთ ადამიანი, რომელსაც დავალებების ნაწილის გადაბარება შეგიძლიათ, აუცილებლად გააკეთეთ ეს. უბრალოდ უთხარით: „გთხოვ, დამეხმარე“.
დღეს სულაც არ არის აუცილებელი, ერთდროულად დირექტორიც იყოთ, შემსრულებელიც და მთელი სამაშველო სამსახურიც!  

ვისაც საყვარელი ადამიანი გყავთ, დღეს აუცილებლად მოეფერეთ, ჩაეხუტეთ და აკოცეთ! ერთად ეწვიეთ ახალ და ლამაზ ადგილს, მოიწყვეთ პაემანი და ერთმანეთისთვის დრო აუცილებლად გამონახეთ.

რეალიზაციაში ექვსიანის ენერგია გვეუბნება, რომ სიყვარული, სიამოვნება და სილამაზე ამ დღის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ყველაფერი, რაც დიზაინს, გაფორმებასა და ლამაზ დეტალებს უკავშირდება, დღეს წარმატებული იქნება. შექმენით სიმყუდროვე, მოიფიქრეთ ლამაზი სტილი და განსაკუთრებულად გააფორმეთ რაიმე.

აქაც გახსოვდეთ საქმეების გადანაწილება მოიწვიეთ სხვები, რათა თქვენი იდეების განხორციელებაში დაგეხმარონ.

დღეს საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი იფიქრეთ და ილაპარაკეთ. გაამხნევეთ საკუთარი თავი სიტყვებით:
„მე ყოჩაღი ვარ. ყველაფერი გამომდის. სიყვარულისა და ყოველივე საუკეთესოს ღირსი ვარ!“  

დღეს სურვილების ჩამოწერაც განსაკუთრებით სასარგებლოა - ამისთვის დრო აუცილებლად გამოყავით.
ლამაზებო, დაიწყეთ დღე მოძრაობით, თამამად ითხოვეთ დახმარება და სიყვარულისთვის დროც აუცილებლად დაიტოვეთ!

დაე, მრავალ საქმეს შორის ყოველთვის მოიძებნოს ადგილი ჩახუტებისთვის, სილამაზისა და საკუთარი სურვილებისთვის.

იყავით ყველაზე ბედნიერები!