ასტროლოგი ხათუნა ნოელი, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს შესახებაც წერს.
მისი თქმით, საქართველოს ომის საფრთხე არ ემუქრება მსოფლიო კი ბირთვულ ომს გადაურჩება. ამასთან ნოელი აღნიშნავს, რომ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება თუმცა მას რუსეთი წააგებს.
„ცალ-ცალკე რომ არ გიპასუხოთ, აქ დავწერ, რადგან მართლა ძალიან ბევრნი მეკითხებით:
- მალე დამთავრდება ომი უკრაინაში?
არა, სამწუხაროდ მალე ვერ დამთავრდება. მაგრამ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება ამ ომში.
- ჩვენთან ომი იქნება?
- არა, საქართველოს ასტროლოგიურ რუკებთან ( ასეთი მინიმუმ სამია და სამივე შევამოწმე) მიმართებაში არცერთი წერტილი საშიში პლანეტარული ასპექტებით არ აქტიურდება.
არის თუ არა საშიშროება ბირთვული ომის?
- საბედნიეროდ ამ საშიშროებამ გადაიარა. ჩემი მხრიდან კი ამასაც დავუმატებ - არავითარი რუსი „ლტოლვილები“ არ უნდა შემოვისახლოთ!! რადგან ეს გრძელვადიან პროგნოზში ძალზე ცუდად შეიძლება დამთავრდეს
პ.ს. 4129 მეგობარი მყავს ამ ეტაპზე. ვისაც აქ დაწერილი რამე გულზე არ გახატიათ, გასასვლელი კარი ღიაა“, - წერს ხათუნა ნოელი.