Digest Logo

„უკრაინის ომი სხვა ფაზაში გადავა... აგრესია, რომელიც ახლა ჩვენთან არის, ნელ-ნელა განელდება“ - მიხეილ ცაგარელი

1656919168
მიხეილ ცაგარელი

„ყველას ვთხოვ ყურადღებას, საინტერესო კვირაა. იმატებს ხანძრების რაოდენობა. სხვადასხვა სახის ტექნოგენურმა ავარიებმა შეიძლება მოიმატოს და ოპერატორთა უყურადღებობის შედეგად შეიძლება იყოს კომპიუტერული პრობლემები...“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს და გეომაგნიტურ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს.

„ჩვენ გვაქვს 2 მნიშვნელოვანი მოვლენა, სამშაბათს. ერთი - მერკური, გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა, გადაინაცვლებს 19 რიცხვამდე კირჩხიბებში, რის შედეგადაც ადამიანთა გონება გახდება უფრო მეტად მგრძნობიარე, ინტუიციური, მიდრეკილი ეროვნული ფასეულობებისკენ, მოიმატებს დახვეწილი იუმორის უნარი, მაგრამ ასევე გაიზრდება ხასიათცვალებადობა და ტყუილების მიმართ მიდრეკილება.

მეორე მნიშვნელოვანი და მთავარი მოვლენა - მარსი, რომელიც იმყოფებოდა ვერძში, ხვალიდან გადადის ყველაზე მშვიდ, სტაბილურ ნიშანში - კუროში.

ეგზალტაცია ნელ-ნელა წავა ნულისკენ. ადამიანთა მოქმედებები იქნება ნაკლებად აგრესიული, მოქმედება დაეფუძნება პრინციპს „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“.

უკრაინის ომი სხვა ფაზაში გადავა, მოიმატებს მოლაპარაკების ფაზა, პრაგმატული აზროვნების ფაზა და ის აგრესია, რომელიც ახლა ჩვენთან არის დეპოლარიზაციის კუთხით, ესეც ნელ-ნელა განელდება. მოლაპარაკებებისა და კონსენსუსის შესაძლებლობა იქნება მეტი.

ამ კვირაში ზედიზედ გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე. ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი.  თუ ამ დღეებში უხასიათობა და თავის ტკივილი იგრძენით, გაიზომეთ წნევა. განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს უჭირთ ამ დღეების გადატანა“ , - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 რა გზა გაიარა შსს-დან დიდ სცენამდე, რატომ ალაპარაკდა ყვითელი პრესა ლუბა უსპენსკაიასთან მის ურთიერთობაზე და რას ჰყვებოდა რუსეთში ცხოვრებაზე? - 31 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის პირადი ამბები

🔵მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები

🔵„ეს იყო საიდუმლო, რომელიც მივიტანეთ ბოლო წუთამდე“ - გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი გალას შესახებ