Digest Logo

„ულამაზესი დღეა რომანტიკისთვის - შეხვედრა, სითბო, ახლობელთან ბარიერები დაიშლება“ - 24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1763929287
ჰოროსკოპი, ასტროლოგია

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 24 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:

„ჰოროსკოპი 24 ნოემბრისთვის

მთვარის დღე — 4 / 5

მთვარის ფაზა — მზარდი მთვარე თხის რქაში

ვერძი

დღეს შესაძლოა მატერიალურმა საკითხებმა ან გარეგნობამ დაგაფიქროთ. მოგინდეთ ცვლილება — პატარა სილამაზის პროცედურა, ახალი ვარცხნილობა ან სტილის შეცვლა. სამსახურში სასარგებლო იქნება თბილი ატმოსფერო — უბრალო ჩაის დალევაც კი გაანეიტრალებს დაძაბულობას.

კურო

დღეს შეიძლება ცოტა მგრძნობიარე და კაპრიზული იყოთ, რაც ურთიერთობებშიც აისახება. გამოიჩინეთ მოთმინება. ულამაზესი დღეა რომანტიკისთვის — შეხვედრა, სითბო, ახლობელთან ბარიერები დაიშლება. ერიდეთ უსაფუძვლო ჩხუბს და ზეწოლას.

ტყუპები

შეიძლება შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება ადამიანების ან სიტუაციების მიმართ. ფინანსურ თემებზე განსხვავებული აზრი ან კონფლიქტიც კი მოსალოდნელია, ამიტომ დღეს ფულის საკითხებს თავი აარიდეთ. კარგია შემოქმედება, სიმარტოვე, აზრიანად ფიქრი.

კირჩხიბი

პრიორიტეტი ბავშვები და ოჯახური სითბოა. მიაქციეთ მათ მეტი დრო, ითამაშეთ, ასწავლეთ ახალი რამ. პატარა ტკბილეულიც კი შეუქმნის სახლში კარგ განწყობას. სიყვარულში — საინტერესო ცვლილებები და ემოციური სიახლოვე გელით.

ლომი

თქვენი ძლიერი მხარე დღეს ლიდერობა და მიზანდასახულობაა. ნუ გაწყენინებთ დროებითი სირთულეები — ისინი მხოლოდ გამოცდაა. გამოიყენეთ თქვენი ენერგია და ინტუიცია რთული საკითხების გადასაჭრელად. ჰარმონია პირად ცხოვრებაში დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად გაითვალისწინებთ ახლობლების სურვილებს.

ქალწული

დღეს ზედმეტად ბევრს ფიქრობთ და ყველა ნაბიჯს ზედმეტად აფასებთ. ნუ შეაფერხებთ საკუთარ პროგრესს შიშის გამო. სრულყოფილება ყოველთვის საჭირო არ არის — განვითარება გამოცდილებით მოდის.

სასწორი

სამუშაო სტრესმა შეიძლება პირად ცხოვრებაზეც მოახდინოს გავლენა. მოერიდეთ უყურადღებობასა და სიცივეს პარტნიორის მიმართ. დღევანდელი ამოცანაა ბალანსი — პროფესიულ ვალდებულებებსა და ოჯახურ ერთგულებას შორის.

მორიელი

დღეს განსაკუთრებით მარტივად გამოხატავთ იმას, რასაც გულის სიღრმეში გრძნობთ. ურთიერთობები უფრო ღრმა და ახლო გახდება. მარტოხელები კი საკუთარი მაგნიტური ენერგიით მარტივად მიიზიდავთ ადამიანებს — უბრალოდ ყურადღებით აირჩიეთ, ვის აძლევთ უფლებას გულთან ახლოს მოვიდეს.

მშვილდოსანი

დღეს შესაძლებელია შინაგანი კონფლიქტი — თავისუფლების სურვილი და სამუშაო წესების აუცილებლობა. ეცადეთ, იპოვოთ ოქროს შუალედი: ნაპერწკალს ნუ ჩააქრობთ, მაგრამ სტაბილურობაც შეინარჩუნეთ.

თხის რქა

კარგი დღეა თანამშრომლებთან კავშირის გასამყარებლად და ახალი შესაძლებლობების მისაღებად. სამსახურში ვიზიტი, შეხვედრა ან პროფესიული ღონისძიება საინტერესო კარს გაგიხსნით. სიყვარულში კი ფასობს ჰარმონია და ერთმანეთის საჭიროებების გათვალისწინება.

მერწყული

დაგეგმეთ ოჯახური გასეირნება, საერთო ჰობი, თამაში ან უბრალოდ თბილი დრო ერთად. ეს ურთიერთობას უფრო გაამყარებს. თუმცა არ დაგავიწყდეთ თქვენი თავისუფლებაც — ბალანსი აუცილებელია. შეიძლება მოგინდეთ რაიმეს ყიდვა, მაგრამ დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა.

თევზები

დღე იდეალურია შემოქმედებისთვის. დეტალები, ფერები, მუსიკა, ხელოვნება - ყველაფერი შთაგაგონებთ. ახალი ნაცნობობაც შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს. სამუშაოს შედეგით კი კმაყოფილი დარჩებით და დაფასებასაც მიიღებთ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„საქართველოს განძი! მაგარი ვაჟკაცი“ - ლაშა ბექაური ახალ ფოტოს აქვეყნებს

„მკვეთრი რყევები სავალუტო და საფონდო ბირჟებზე, მსხვილი კორუფციული და სექსსკანდალები საჯარო პირების მონაწილეობით“ - კვირის ასტროპროგნოზი რამაზ გიგაურისგან

🎥 „ჩემი ოჯახი სრულიად არაეკლესიური იყო, მამაჩემი საკმაოდ მტრულად იყო განწყობილი ეკლესიის მიმართ...“ - რას ჰყვება მეუფე ათანასე