Digest Logo

„უმაღლესი ზოდიაქოს ნიშანია, ის არის ცნობიერების, სიბრძნის და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის სიმბოლო“ - ასტროლოგი გველის მჭერის მისტიკურ სიმბოლიკაზე

1763908733
გველისმჭერი

ასტროლოგი, რომელიც სოციალურ ქსელში გვერდს AstroBlog SkyLight მართავს, გველისმჭერის მისტიკურ სიმბოლიკაზე წერს. 

მისი თქმით, მრავალ მითოლოგიაში გველი არის ტრანსფორმაციის, აღორძინების, სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლების სიმბოლო. გველის ტყავის ცვლა სიმბოლოა რეგენერაციისა და განახლების. ტყავის გამოცვლა უკავშირდება მოძველებული მეს გაშვებას, რათა გათავისუფლდეს ადგილი ზრდისა და ევოლუციისთვის:

„გველისმჭერის მისტიკური სიმბოლიკა:

გველისმჭერის თანავარსკვლავედი განასახიერებს მითოლოგიურ მკურნალს ასკლეპიოსს - მედიცინის ფუძემდებელს. მითოლოგიის მიხედვით ასკლეპიოსი იყო აპოლონის და კორონისის შვილი. როცა აპოლონმა (როგორც აღმოჩნდა ფეხმძიმე) ცოლი ღალატისთვის დასაჯა, მისი მუცლიდან ამოიყვანა ბავშვი, რომელიც კენტავრ ქირონს მიაბარა აღსაზრდელად, რათა მისთვის გადაეცა სიბრძნე და ენერგია, რომელიც ადამიანებს ტანჯვისგან იხსნიდა. სიტყვა ასკლეპიოსი ნიშნავს დამალულს.

როცა ბავშვობაში ასკლეპიოსი მინდორში მცენარეების შესწავლით იყო გართული, ამ დროს მას გველი მიუახლოვდა და ძალიან შეაშინა. ბრძენმა ქირონმა აუხსნა მას, რომ გველებმა იციან დედამიწის ყველა საიდუმლო და რომ მის შხამსაც კი დიდი განკურნების ძალა აქვს. ამის შემდეგ ასკლეპიოსი დაუმეგობრდა გველს, რომელიც მას ეხმარებოდა საჭირო მცენარეების შეგროვებაში. მან მედიცინაში ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ არამხოლოდ ცოცხლების განკურნება, არამედ მკვდრების გაცოცხლებაც შეეძლო. ეს არ მოეწონა ჰადესს (რომაულ მითოლოგიაში იგივე პლუტონი) - მიწისქვეშა სამყაროს ღმერთს და მას ზევსთან უჩივლა. განრისხებულმა ზევსმა ელვით მოკლა ასკლეპიოსი იმის გამო, რომ ის ჩაერია ღმერთების მიერ დადგენილ ცხოვრების ციკლში.

მოგვიანებით კი ადამიანებისთვის გაწეული დახმარებისთვის ზევსმა იგი გველისმჭერის თანავარსკვლავედად აქცია. ეს თანავარსკვლავედი ერთადერთია 12 უმაღლესი ზოდიაქოდან, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი.
ასკლეპიოსს მარჯვენა ხელით გველის თავი უჭირავს, მარცხენით კი კუდი - რაც განასახიერებს კარიბჭეს ქვედა ზოდიაქოდან უმაღლეს ზოდიაქოში.

გველი ხშირად გამოსახულია, როგორც ორმაგი ბუნების არსება, როგორც მიწიერის და სულიერის ორბუნებოვნება. ეს ორმაგობა გვახსენებს მიწიერი ცხოვრების ყველა ასპექტის ურთიერთკავშირს, როგორც ბალანსისა და ჰარმონიის მიღწევის შესაძლებლობას. მრავალ მითოლოგიაში გველი არის ტრანსფორმაციის, აღორძინების, სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლების სიმბოლო. გველის ტყავის ცვლა სიმბოლოა რეგენერაციისა და განახლების. ტყავის გამოცვლა უკავშირდება მოძველებული მეს გაშვებას, რათა გათავისუფლდეს ადგილი ზრდისა და ევოლუციისთვის. გველის კუდი მდებარეობს მშვილდოსნის თანავარსკვლავედთან ახლოს. ამ ვარსკვლავურ კომბინაციაში მშვილდოსნის სახედ წარმოდგენილია კენტავრი. მითის მიხედვით ვხვდებით, რომ მშვილდოსნის სიბრძნესა და ცოდნაზე დაყრდნობით თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გადავიდეს განვითარების ახალ დონეზე, გახდეს საკუთარი კარმისა და ბედის მკურნალი.

ასკლეპიოსი, იგივე გველის მჭერი უმაღლესი ზოდიაქოს ნიშანია. ის არის ცნობიერების, სიბრძნის და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის სიმბოლო, მაგრამ მითოსი ამავდროულად გვაფრთხილებს ამპარტავნების, გადაჭარბებული ამბიციების საფრთხის შესახებ - რაც არღვევს დედამიწის და სამყაროს კანონებს. თუნდაც ადამიანი თვლიდეს, რომ მოქმედებს კეთილი ზრახვებით, ასკლეპიოსის სიმბოლური სიკვდილი ზევსის ელვით გვახსენებს სამყაროს რითმებს და კანონებს - ნებისმიერი მცდელობა, ჩაერიოს ადამიანი სამყაროს რიტმებში, ყოველთვის მოიტანს „ზევსის განრისხებას“, ამიტომ, გველისმჭერის გააქტიურების პერიოდი, ყოველთვის არის როგორც ჯილდო, ასევე სამართლიანი შედეგი. ეს არის ბალანსის აღდგენის და სამართლიანობის გამარჯვების დრო“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ნიჭიერი, სიმპათიური და უმაგრესი ადამიანი“ - ანრი ჯოხაძის ახალ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„ჩემს ერთადერთს, უსაყვარლესს, უნიჭიერეს და უკარგეს ძმას, ბორიკოს გაუმარჯოს“ - როგორ მიულოცა სოფო ბედიამ ძმას დაბადების დღე

ნინი გოგიჩაიშვილი 32 წლის გახდა - როგორ აღნიშნა „მის საქართველომ“ დაბადების დღე