მომღერალი ბორის ბედია 22 ნოემბერს 41 წლის გახდა.
მას დაბადების დღე სოციალურ ქსელში დამ, მომღერალმა სოფო ბედიამ მიულოცა.
დამ ძმას ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა და სიკეთე უსურვა და მასთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა:
„ჩემს ერთადერთს, უსაყვარლესს, უნიჭიერეს და უკარგეს ძმას, ბორიკოს გაუმარჯოს.
მინდა უსაზღვროდ დიდი ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა და სიკეთე გისურვო.
მიყვარხარ და სულ მეიმედები“, - წერს სოფო ბედია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნინი გოგიჩაიშვილი 32 წლის გახდა - როგორ აღნიშნა „მის საქართველომ“ დაბადების დღე
⭕„ერთად“ არის ყველაზე ძვირფასი!“ - ქეთევან ხატიაშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს