Digest Logo

🎥 „უმჯობესია იმუშაოთ დამოუკიდებლად, არ გაითვალისწინოთ სხვისი რჩევები!“ - 24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

24 აპრილი 5:28
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, თუმცა დღის ენერგია არც ისე დადებითია. მომატებულია ემოციური ფონი, შესაძლოა ყველაფერმა მარტივად გაგაღიზიანოთ, არ არის სასურველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ!“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇 

ვერძი - წარმატებული დღეა, თუმცა შესაძლოა დაბრკოლებები შეგხვდეთ. უმჯობესია იმუშაოთ დამოუკიდებლად, არ გაითვალისწინოთ სხვისი რჩევები!

♉ კურო - მარტივად მოახერხებთ სირთულეებს თავი გაართვათ. მიიღებთ ახალ ინფორმაციას. გამოიყენეთ დღე სწორად. შესაძლოა გეგმები შეგეცვალოთ თქვენს სასიკეთოდ. 

♊ ტყუპები - წარმატებული დღეა, მოახერხებთ ადრე დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. არ არის სასურველი ახალი ნაბიჯები და ახალი პროექტები. 

♋ კირჩხიბი - წარმატებული დღე გექნებათ შემოქმედებითი კუთხით. შეთავაზებებს და ახალ ნაბიჯებს მოერიდეთ. მოაგვარებთ პრობლემებს, რასაც დიდი ხანია აგვარებდით. 

♌ ლომი - ეცადეთ, დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ, არ დაიწყოთ ახალი საქმე, რადგან გამოჩნდება წინააღმდეგობები. 

♏ ქალწული - ბევრი საქმე გექნებათ, ახალი ვალდებულებები გამოჩნდება, თუმცა იქნებით მოტივირებულები. მთავარია დრო სწორად გადაანაწილოთ!

სასწორი - შეეცადეთ, ადრე დაწყებული საქმე დაასრულოთ. დღე მშვიდად გაატარეთ და ნუ გადადგამთ ახალ ნაბიჯებს. 

მორიელი  - კომუნიკაციისთვის კარგი დრო იქნება დღის პირველი ნახევარი, თუმცა გაითვალისწინეთ. ის შეთავაზებები და წინადადებები რასაც მიიღებთ, ნუ ენდობით!

მშვილდოსანი - საკმაოდ წარმატებული დღე გექნებათ. გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ მეორე ნახევრების მიმართ და გაახარეთ ისინი. 

♑ თხის რქა  - საინტერესო დღე გაქვთ, მოინახულებთ ახალ ადგილებს, დაიწყებთ ისეთ აქტივობას, რისი სურვილიც დიდი ხანია გაქვთ. 

♒ მერწყული  - დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, მეორეში მოიმატებს კონფლიქტი და გაუგებრობა, ამიტომ აქ თავისუფალი დრო დაიტოვეთ. 

♓ თევზები - იმოქმედეთ სწრაფად! თუ წარმატება გსურთ, უნდა მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები. იმოქმედეთ და გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რასაც დღევანდელი დღე მოგცემთ.