ასტროლოგი მედეა დოლიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თემაზე „ურანის ტრანზიტი ტყუპებში“ წერს.
ასტროლოგიაში ურანი ითვლება მოულოდნელი ცვლილებების, ტექნოლოგიური პროგრესისა და თავისუფლების პლანეტად, ხოლო ტყუპები უკავშირდება კომუნიკაციას, აზროვნებასა და ინფორმაციას. მათი შერწყმა ქმნის ძლიერ ენერგიას, რომელიც სამყაროს ახალ იდეებსა და სწრაფ ტრანსფორმაციებს მოუტანს.
ეს ტრანზიტი განსაკუთრებით იმოქმედებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, აზროვნების სტილზე და ურთიერთობებზე. ნახეთ, როგორ აისახება ეს ცვლილება ასტროლოგიური სახლების მიხედვით:
როგორც ასტროლოგი წერს, ეს ტრანზიტი რვაწლიან ციკლს მოიცავს:
„ურანის ტრანზიტი ტყუპებში
♊️ 2026-2033.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ♊️♍️♐️♓️
ნახე რომელ სფეროში გელოდება რადიკალური ცვლილებები.
1 სახლი — იდენტობა და სხეული.
2 სახლი — ფული, ფასეულობა და თვითშეფასება.
3 სახლი — კონტაკტები, აზროვნება, სწავლა, კომუნიკაცია, და-ძმა, ნათესავები.
4 სახლი — მშობლები, სახლი, უძრავი ქონება და ფესვები.
5 სახლი — შემოქმედება, რომანტიკული ურთიერთობა, შვილები.
6 სახლი — ჯანმრთელობა, ყოველდღიური რუტინა, სამუშაო გარემო, შინაური ცხოველები.
7 სახლი — ურთიერთობები და პარტნიორობა, თანამშრომლობა, სასამართლო სარჩელები.
8 სახლი — სექსუალურობა, ინტიმურობა, საერთო რესურსები, კრედიტები, დაზღვევა, კრიზისი, ტრანსფორმაცია.
9 სახლი — რწმენები და მსოფლმხედველობა, საზღვარგარეთთან დაკავშირებული დოკუმენტები, უმაღლესი განათლება, სახელმწიფო საქმეები.
10 სახლი — კარიერა და საზოგადოებრივი ცხოვრება, სტატუსი, მშობელი, მეუღლე.
11 სახლი — (მეგობრები, საზოგადოება) ახალი, განსხვავებული წრეები. ონლაინ საზოგადოებები და ჯგუფები ძლიერდება.
12 სახლი — (ქვეცნობიერი, სულიერება) ინტუიციის გაძლიერება, უცნაური სიზმრები და შინაგანი გარდაქმნა“, - ამბობს მედეა დოლიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მადონამ Coachella-ზე მოპარული ტანსაცმლის სანაცვლოდ ჯილდო დააწესა
⭕„იშვიათი სილამაზე“ - რა კადრებს აქვეყნებს თაკო ჩხეიძე
⭕ „მამის ფულით ტრაბახობს“ - ილია თოფურიამ არმან ცარუკიანი გააკრიტიკა