UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში არმან ცარუკიანზე ისაუბრა. ქართველმა ჩემპიონმა გააკრიტიკა სომეხი მებრძოლი და აღნიშნა, რომ მის დონეზე არ არის.
„ცარუკიანი ნამდვილი იდიოტია. სირცხვილია ის ყველაფერი, რაც ინტერნეტში მასთან დაკავშირებით მხვდება. ვის აინტერესებს ის? არ მომწონს, როცა ადამიანი თავს მდიდრად ასაღებს და ფულით ტრაბახობს. ძმაო, მდიდარი არც ხარ. იმდენად ღარიბი ხარ, რომ ერთადერთი, რაც გაგაჩნია, ფულია და ისიც შენი არაა, მამაშენის ფულს ხარჯავ.
ჩემი დონის მებრძოლი არ არის. თუ ჩვენი გზები გადაიკვეთება, პირველივე რაუნდში ყბას მოვტეხ. რას იზამს? მიწაზე ჩამიყვანს? გეყოფათ. არმან, მომისმინე, დამშვიდდი და შენი საქმე აკეთე: იარე ჭიდაობის ტურნირებზე, გააკეთე შენი სტრიმები და როცა დრო მოვა, უბრალოდ გალიამდე მიაღწიე და დანარჩენს მივხედავ“, - განაცხადა ილია თოფურიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 გრანდიოზული ქორწილი წინანდალში: ბიზნესმენ გია ჯოხთაბერიძის ვაჟი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული
⭕„სანამ სახლში შეხვალთ, თქვენს კარს შეხედეთ“ - რას გვირჩევს ფენშუის სპეციალისტი
წყარო: lagazzetta.ge