Digest Logo

„ურანს ყოველთვის მოაქვს გათავისუფლება და ეს ქაოსი შექმნის სივრცეს, სადაც გაჩნდება სიახლე“ - რას მოიტანს ურანის ტყუპებში გადასვლა და როგორ იმოქმედებს ეს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

1777098701
ნინა ხომერიკი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერ თუ რას მოიტანს ურანის ტყუპებში გადასვლა, რომელიც 26 აპრილს ხდება და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს რჩევებს უზიარებს.

„2026 წლის 26 აპრილს, რევოლუციური ურანი გადავა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, რაც ხდება 84 წელიწადში ერთხელ და იდგება იქ 2033 წლის მაისის ბოლომდე, ანუ მომავალი 7 წელი (ურანის რეტროგრადული მოძრაობების გამო, თარიღები საშუალოდ მერყეობს 7 დან - 8 წლამდე) , მისი ტრანზიტი ამ ზოდიაქოში მოგვიტანს:
ინფორმაციული წყაროების სრულ რესტრუქტურიზაციას, მონაცემთა დამუშავებისა და განათლების მიღების ახალ მეთოდებს, ხელოვნური ინტელექტის, ნეირონული ქსელების, ვირტუალური რეალობისა და ინტერნეტის განვითარებას, ცვლილებებს კომუნიკაციებში, ტრანსპორტსა და განათლებაში. ტყუპები პასუხისმგებელია ინფორმაციის გაცვლაზე, ამიტომ მოსალოდნელია საგანმანათლებლო და ლოჯისტიკური სისტემების განახლება, აზროვნების მოქნილობა, ეს ტრანზიტი მოითხოვს სწრაფ ადაპტაციას, სტერეოტიპების შეცვლას, დრომოჭმული ცოდნის უარყოფასა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებას. კონკრეტულად ტყუპებს, ამ პერიოდის განმავლობაში, ელოდებათ იმიჯის, ცხოვრების წესის ცვლილება და მოიპოვებენ დამოუკიდებლობას, ზოგადად, ჰაერის ნიშნებისთვის, როგორიცაა: ტყუპები, სასწორი, მერწყული, ეს იქნება ინოვაციების, ახალი განვითარების, პროექტების და საინტერესო მოგზაურობების მომტანი პერიოდი, ხოლო ცეცხლოვან ნიშნებს, კერძოდ: ვერძს, ლომსა და მშვილდოსანს, ელით სოციალური წრის, კომუნიკაციების განახლება და ასევე დიდი ინტელექტუალური მიღწევები.

ურანი არის არაპროგნოზირებადი, მოულოდნელი ცვლილებების, არასტაბილურობის, დრომოჭმულის, შაბლონებისა და სტერეოტიპების ნგრევის სიმბოლო, რომელიც გასული 8 წლის განმავლობაში სტუმრობდა კუროს ზოდიაქოს, რაც საკმაოდ რთული ენერგიების მომტანი იყო კაცობრიობისთვის, რადგან ეს ნიშანი, ასოცირდება იმ ენერგიებთან, რომლის ცვლილებაც ყველაზე მეტად გვიჭირს და როგორც წესი, არ ვანხორციელებთ საკუთარი სურვილით, რადგან კურო ასოცირდება შემოსავლებთან, სტაბილურობასთან, პირად რესურსებთან, მატერიალურ ბაზასთან და გასული 8 წლის განმავლობაში, ურანი კუროში ანგრევდა ამ კუთხით სტაბილურობასა და შემოსავლების მუდმივობას, ვინაიდან, ეს ზოდიაქო, ასოცირდება დაგროვებასთან, ხოლო ურანი წმენდასთან. ახლა ეს პლანეტა 7 წლით გადადის მისთვის მონათესავე ენერგიის მქონე ნიშანში, კერძოდ: ტყუპებში, რომლის მმართველი პლანეტაც არის მერკური და მისი ბრძოლა პროგრესისთვისა და მომავლისთვის მიწის სტიქიიდან გადავა ჰაერისა და საინფორმაციო სტიქიაში, რაც 2033 წლამდე გაგრძელდება. ზოგადად, რომ შევაფასოთ რა ცვლილებები მოიტანა ურანმა კუროში, 2018 წლიდან დღემდე, პირველ რიგში, ეს იყო ცვლილებები ფინანსურ და სოციალური სტრუქტურებში, აგრეთვე ანგარიშსწორების სხვადასხვა მეთოდები, კრიპტოვალუტა, მისი კუროში ტრანზიტის პერიოდში გამოჩნდა ისეთი პროფესიები, როგორიცაა: ფრილანსერი, დისტანციური მუშაობა და ბევრი სხვა არასტანდარტული თუ არაფორმალური სამსახური და ვინაიდან კურო არის სტაბილურობისა და პირველ რიგში კომფორტის მოყვარული ნიშანი, ურანმა მოიტანა ფინანსურ სფეროში დიდი რყევები, იმისათვის, რომ გვეპოვნა ახალი გზები, შესაძლებლობები, გამოგვეყენებინა ჩვენი ნიჭი, უნარები და კრეატიულობა მატერიალური ბაზის შესაქმნელად და ახლა, როდესაც 8 წლის შემდეგ ურანი გადავა ტყუპების ზოდიაქოში, მოგვიწევს ახლებურად ვისწავლოთ კომუნიკაციები ერთმანეთთან, სამყაროსთან, დავნერგოთ მომსახურეობის ახალი პირობები სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას, შევქმნათ ხელშეკრულებების დადების ახალი მეთოდები, ანუ ამ ტრანზიტმა, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების და ხელოვნური ინტელექტის ნაწილში, უნდა მოგვიტანოს სერიოზული რევოლუციური ცვლილებები, როგორიც მაგალითად არის დღეს უკვე ბაზარზე არსებული ელექტრომობილები, რაც ძალიან სწრაფად ჩაანაცვლებს ძველ სატრანსპორტო საშუალებებს. ურანი პასუხისმგებელია ელექტროენერგიაზე, სისწრაფეზე, გამჭრიახობაზე, მიხვედრილობაზე და მისი ტრანზიტი ტყუპებში, ძალიან კომფორტულად იგრძნობს თავს, რადგან, როგორც უკვე ავღნიშნე ტყუპები ჰაერის სტიქიის წარმომადგენელია, ხოლო ურანი არასტანდარტული, ექსტრაორდინალური და მოულოდნელი იდეების მომტანი, რომელიც ტყუპების მეშვეობით, ქარის სისწრაფით გავრცელდება სამყაროში, რაც ძალიან იმოქმედებს ადამიანების ნერვიულ სისტემაზე და ვესტიბურულ აპარატზე, ამიტომ კარგი იქნება, მაქსიმალურად ვეცადოთ შევამციროთ ის დრო, რომელსაც ატარებთ გაჯეტებთან, რადგან ეს დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ემოციური ტურბულენტობა. აგრეთვე, ურანი ტყუპებში ააჩქარებს პროცესებს და მოგვთხოვს სწრაფ რეაქციებს, მობილურობას, განვითარებას, ხელოვნურ ინტელექტთან უფრო ახლო კონტაქტს და ახალი ტექნოლოგიების ათვისებას.

რას მოიტანს ურანი ტყუპებში:

• პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან კონტროლირებადი გახდება ნებისმიერი ფინანსური ოპერაციები და ყველა სახის ანგარიშსწორება იქნება გამჭვირვალე;

• ტყუპების ერთ-ერთი უარყოფითი მხარე არის თაღლითობა, აქედან გამომდინარე, მოიმატებს სხვისი ინფორმაციის, რესურსების ან ინტელექტუალური შრომის გამოყენების მცდელობები და ამიტომ საჭიროა გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე;

• აგრეთვე, ეს ტრანზიტი დანერგავს კომუნიკაციების და ურთიერთობების ახალ გამოცდილებას, ახალ ინტერესებს, გატაცებებს, მიმართულებებს;

• ტყუპები პასუხისმგებელია განათლებაზე, ამიტომ ბევრ ადამიანს მოუწევს ხელახლა განვითარება, პროფესიის შეცვლა ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;

• ამ ტრანზიტის აუცილებელი პირობაა აზროვნების შეცვლა, ჩვენი ყოველდღიურობის, რუტინის, ჩვევების, მექანიკურად მიღებული გადაწყვეტილებების ცვლილება, რის უნიკალურ შესაძლებლობასაც გვაძლევს ურანი ტყუპებში

ასტროლოგიაში ტყუპები განაგებს მე- 3-ე სექტორს და მისი მერკური არის მართველი პლანეტა. მისი ყველაზე უარყოფითი მხარე გამოვლინება გულისხმობს ქურდობას, დეზინფორმაციის გავრცელებას, ჭორებს, თაღლითობას და ამ ტრანზიტის პერიოდში აუცილებელი გახდება მოქნილი, კრიტიკული აზროვნება და შეფასება, ინფორმაციის წყაროს გადამოწმება. ეს ტრანზიტი მრავლად წარმოქმნის საინფორმაციო ომებს, ჰაკერულ შეტევებსა და ზოგადად თაღლითობის ახალი ფორმები, ახალი რეალობის ნაწილი გახდება. მისი ორმაგი ბუნება, გააორმაგებს მოვლენებს, რაც მათ „ორსახოვანს“გახდის - პლანეტის ერთ მხარეს მომხდარი, სწრაფად აისახება მის მეორე ნაწილზე. თუმცა, ურანს ყოველთვის მოაქვს გათავისუფლება და ეს ქაოსი შექმნის სივრცეს, სადაც გაჩნდება სიახლე.

ვერძი:

ურანი ბოლო 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდა თქვენს მე -2-ე სახლში, რამაც მოიტანა ბევრი ფინანსური ტურბულენტობა, პროფესიული და სამსახურეობრივი ცვლილებები, აგრეთვე შეცვალა თქვენი დამოკიდებულება მატერიალური სექტორის მიმართ, ახლა კი ურანის ტრანზიტი გადავა თქვენს მე- 3-ე ასტრო ველში, რაც აუცილებელს ხდის მოძებნოთ და შეიმუშავოთ კომუნიკაციების ახალი მეთოდები თქვენს გარემოცვასთან, გაფილტროთ ადამიანები, დაკავდეთ განვითარებით, განათლებით, ახალი ტექნოლოგიების ათვისებით, საჭიროების შემთხვევაში განაახლოთ ტექნიკა და ავტომობილი, დაასრულოთ სხვადასხვა საჭირო კურსები ან სრულად შეიცვალოთ პროფესია, ასევე მოსალოდნელია ხშირი მოგზაურობები, საქმიანი მიმოსვლები და ბევრი ახალი გზები.

 

კურო:

კუროები ბოლო 8 წლის განმავლობაში ახლა იგრძნობენ შვებას, რადგან 2018 წლიდან თქვენს ზოდიაქოს ნიშანში აქტიურად იდგა პლანეტა ურანი, რის ფონზეც ხშირად გიწევდათ საკუთარი საზღვრების დაცვა, ფინანსური სირთულეების გადალახვა, ასევე შესაძლებელი იყო გქონოდათ პრობლემური ურთიერთბები თქვენს მეორე ნახევრებთან, ბავშვებთან, რადგან პირველი სახლი, რომელსაც გადიოდა ურანი არის „მე“, პირადი გადაწყვეტილებები, არჩევანი „მე“-სა და სხვებს შორის და ახლა, ეს ტრანზიტი გადადის თქვენს მე -2-ე სექტორში და მოითხოვს თქვენგან შექმნათ თავისუფალი გრაფიკისა და ხასიათის მქონე, ახალი დამატებითი შემოსავლის წყაროები და რადგან ურანი, არის ინტერნეტი და კომუნიკაციები, შესაძლებელია ეს სამსახური იყოს ონლაინ, გახდეთ ბლოგერი, დაწეროთ სტატიები, იმუშაოთ ინტელეტუალური კუთხით და ა.შ, ეს ტრანზიტი მოგთხოვთ სწრაფად ადაპტირებასა და ძველი ჩვევებისგან გათავისუფლებას.

ტყუპები:

გასული 8 წლის განმავლობაში ურანი იდგა თქვენს მე -12-ე სახლში და მისი დახმარებით შეძელით გაგესუფთავებინათ თქვენი ცხოვრება დრომოჭმული რაღაცეებისგან ან ვიღაცეებისგან, რაც რა თქმა უნდა არ იყო მარტივი და უმტკივნეულო, ეს პერიოდი თამამად შეგვიძლია შევადაროთ გრძელ, დაუსრულებელ და ქაოსურ სიზმარს, რომელიც დასრულდა და ახლა ურანი შედის თქვენს პირველ სექტორში და მნიშვნელოვანი ხდება თქვენი ახალი „მე“-ს შექმნა და აღმოჩენა. ეს ტრანზიტი მოგიტანთ პიროვნულ, გარეგნულ, იმიჯურ, ხასიათობრივ და ცხოვრების წესის ცვლილებებს, შესაძლოა გაგიჩნდეთ გამგზავრების ან საცხოვრებელი ადგილის ცვლილებების სურვილი, მოგინდებათ ყურადღების ცენტრში ან მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა, რის გამოც, შესაძლებელია შეაჩეროთ არჩევანი მედიაზე. ურანი გაგიჩენთ სურვილს იყოთ მეტად თავისუფალი, დამოუკიდებელი, აქტიური და გაუფრთხილდეთ თქვენს ნერვიულ სისტემას ზედმეტი ინფორმაციული დატვირთვისგან.

კირჩხიბი:

ტრანზიტი გაივლის თქვენს მე -12-ე სექტორს. გასული 8 წლის განმავლობაში ურანი გადიოდა თქვენს მე -XI-ე სახლს და ამ პერიოდში შეძელით გათავისუფლებულიყავით ბევრი სხვადასხვა მიჯაჭულობებისგან, მოიტანა დიდი ცვლილებები ურთიერთობებში, ახლა კი გაგიჩნდებათ სამყაროსთან გაუცხოებისა და დისტანცირების განცდა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის სურვილი, იმისათვის, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოთ საკუთარ ქვეცნობიერში, გათავისუფლდეთ ქვეცნობიერში არსებული შიშებისგან, ფარული სურვილებისგან და დაბლოკილი რესურსებისგან. იდეალური პერიოდია საკუთარ თავზე სამუშაოდ, თვითგანვითარებისთვის, კვლევისთვის და შემოქმედებითი წინსვლებისთვის.

ლომი:

ბოლო 8 წლის განმავლობაში ურანი გადიოდა თქვენს მე -10-ე სექტორს და ამ პერიოდში კარდინალურად უნდა შეცვლილიყო თქვენი მიზნები და პრიორიტეტები ცხოვრებაში, სოციალური სტატუსი, მოგიტანათ აღმაფრენები და ვარდნები ფინანსურ საკითხებში და ახლა ეს ტრანზიტი გასლდადის თქვენს მე -11-ე სახლში, რაც პირველ რიგში მოგცემთ შესაძლებლობას დაეყრდნოთ თქვენს თანამოაზრეებსა და მეგობრებს, ასევე თქვენ აღმოჩნდებით ახალი ნაცნობების, ვირტუალური თემებისა და ახალი კოლაბორაციების ეპიცენტრში, გაიცნობთ არასტანდარტული აზროვნების, პროგრესულ ადამიანებს, რაც შეცვლის თქვენს აზროვნებას. იდეალური პერიოდია შემოქმედებითი სტარტაპებისთვის, თვითრეალიზაციისა და თავისუფალების მისღწევად.

ქალწული:

ბოლო 8 წლის განმავლობაში ურანი გადიოდა თქვენს მე- 9-ე სექტორს, რის გამოც ბევრმა ქალწულმა შეიცვალა მიმართულება, ისწავლა, განვითარდა, აითვისა ახალი პროფესია, იმოგზაურა, გაეცნო სხვა ქვეყნის კულტურას, ფილოსოფიას და გაუჩნდა ახალი ფასეულობები. ახლა კი ეს ტრანზიტი, გადადის თქვენს მე -10-ე სახლში, რაც არ იქნება მარტივი პერიოდი, რადგან ის გააკეთებს კვადრატს თქვენი კარიერის სექტორთან და პირველ რიგში ეს შეეხება თქვენს სტატუსს, გეგმებს, რაც მოგიტანთ მიზნების სერიოზულ გადაფასებას, ანუ ურანი, ტყუპებში დაგანახებთ თქვენს რეალურ გამოწვევებს, საითკენაც უნდა აიღოთ გეზი, ამიტომ საჭიროა მზად იყოთ ცვლილებებისთვის. აგრეთვე მოსალოდნელია სტატუსის ცვლილება, როგორიცაა: ოჯახის შექმნა ან განქორწინება, იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ რუტინული ან დაძაბული ურთიერთობები, შვილის შეძენა, კარიერული წინსვლები ან პირიქით, ლოკაციის ან საცხოვრებელი ადგილის ცვლილება. აქ მთავარი და მნიშვნელოვანია თქვენი რეაქციები იმ ცვლილებებზე, რასაც ურანი შემოგთავაზებთ, რადგან საჭიროა მშვიდათ და სწრაფად ადაპტირდეთ ახალ რეალობასთან. ამ ტრანზიტის განმავლობაში, მოგეცემათ შესაძლებლობა შეიძინოთ ახლი უძრავი ქონება. ერთი სიტყვით ურანი მე- 10-ე სახლში მოგცემთ ახალ პროფესიულ დონეზე ასვლის შესაძლებლობას და თქვენი მიდგომა კარიერულ საკითხებში გახდება უფრო მოქნილი.

სასწორი:

გასული 8 წლის განმავლობაში, ურანი გადიოდა თქვენს მე- 8-ე სექტორს, რამაც მოიტანა უდიდესი ტრანსფორმაციები თქვენს ცხოვრებაში, რადგან თავად ამ ასტრო ველს ახასიათებს დიდი გარდასახვები, ამ პერიოდის თანმდევი იყო საკუთარი თავის ახლებურად გაცნობა და შეცნობა, ფასეულობების ცვლილება, რაც შეიძლება მომხდარიყო: დაავადების გადატანის, მნიშვნელოვანი ურთიერთობების დასრულების, პროფესიული ცვლილებების ან შვილების შეძენის შედეგად და ახლა, მომავალი 7 წლის განმავლობაში, ურანი იდგება თქვენს მე- 9 -ე სახლში და გააკეთებს დადებით ასპექტს თქვენს ამ სექტორთან. ამ შემთხვევაში, აქცენტები გაკეთდება საკუთარი თავის რეალიზაციაზე, შემოქმედებითი და ინტელექტუალური კუთხით. წინ გელით ბევრი სპონტანური და საინტერესო გზები, განვითარება, კულტურული და ფილოსოფიური ცვლილებები. შესაძლოა გაგიჩნდეთ ინტერესი ალტერნატიული მიმართულებების მიმართ, შეისწავლოთ უცხო ენები ან უეცრად მიიღოთ გადაწყვეტილება და გახდეთ ემიგრანტი.

მორიელი:

გასული 8 წლის განმავლობაში ურანი გადიოდა თქვენს მე -7-ე სექტორს, რაც საკმაოდ რთული პერიოდი იყო თქვენთვის, მას თან ახლდა, დიდი პრობლემები ურთიერთობებში, პირადში, სამსახურში, ფინანსური კრიზისები, ქონებრივი დანაკარგები, საკუთარ თავთან პრობლემები და ახლა, როდესაც ეს ტრანზიტი გადავა თქვენს მე- 8-ე სახლში, შეიძლება ითქვას, რომ ხელახლა დაიბადებით, რადგან გეძლევათ ძალიან კარგი შესაძლებლობა, ის რაც გაიარეთ პარტნიორულ ურთიერთობებში და გადაიტანეთ, გადაშალოთ და ცხოვრება დაიწყოთ ახალი, სუფთა ფურცლიდან. ეს ტრანზიტი მოგცემთ შესაძლებლობას დაალაგოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა, კარგი იქნება გააკეთოთ ინვისტიციები, სცადოთ თქვენი ფინანსების დაბანდება, შექმნათ შემოსავლის ახალი, თავისუფალი წყარო, ანუ ისე განავითაროთ თქვენი მატერიალური მხარე, რომ იგრძნოთ საჭირო თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ერთი სიტყვით, ეს არის ღრმა თვითშემეცნების, ღირებულებების ცვლილებისა და საკუთარ თავში რესურსების აღმოჩენის პერიოდი და ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ.

მშვილდოსანი:

გასული 8 წლის განმავლობაში, ურანი გადიოდა თქვენს მე- 6-ე სექტორს, რასაც შეეძლო მოეტანა ახალი გამოცდილება ყოველდღიური რუტინის, ჯანმრთელობისა და სამსახურის კუთხით, ხოლო ახლა, მომავალი 7 წლის განმავლობაში, ურანი იდგება თქვენს მე- 7-ე სახლში, რაც მოგცემთ ახალ გამოცდილებას ნებისმიერ ურთიერთობებში, როგორიცაა: პირადი, საქმიანი, ოჯახური, ბიზნეს პარტნიორობა და ა.შ. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია შეაფასოთ საკუთარი შეგრძნებები ამ ურთიერთობებში, ვის რა როლი უკავია და ვინ არის ლიდერი, შეგიძლიათ თუ არა საკუთარი „მე“-ს დაცვა, ხმამაღლა თქვათ რას ელით ან რას ელოდებით ამ ურთიერთობებში, რადგან ახლა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ურანი ეს არის მოულოდნელობა, სიურპრიზები, აჯანყება და მომავალი 7 წლის განმავლობაში, ნებისმიერ ურთიერთობებში, თქვენ გენდომებათ თვითრეალიზაციის, თვითგამოხატვის, სიტყვისა და მოქმედების თავისუფლება, რაც მოგიტანთ დაახლოვებას ან დისტანციას პარტნიორთან. ერთი სიტყვით ეს არის მოულოდნელი შეხვედრების, დაშორებების, არასტანდარტული ურთიერთობების პერიოდი, და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შეცვალოთ მიდგომები საკუთარი შვილების მიმართაც.

თხის რქა:

გასული 8 წლის განმავლობაში ურანი გადიოდა თქვენს მე- 5-ე სექტორს, რასაც თან ახლდა ინტერესების, ემოციების ან თუნდაც პარტნიორის ცვლილება, ასევე შესაძლებელია გქონდათ რთული ურთიერთოებები ან სერიოზული განხეთქილებები შვილებთან და ახლა ურანი გადადის თქვენს მე -6-ე სახლში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგიწევთ მოძებნოთ ახალი გზები თქვენი ყოვედღიურობის და რუტინის დასალაგებლად, მაგალითად: დაიწყოთ კაპიტალური რემონტი ან გადახვიდეთ ახალ ადგილზე საცხოვრებლად, შეიძინოთ ან სრულად განაახლოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შეიქმნათ მეტი კომფორტი, რაც მოგცემთ მეტ თავისუფალ დროს. ასევე კარგი იქნება თუ დაკავდებით თქვენი საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობით, მოიწესრიგებთ კვებას, დაკავდევდებით სპორტული აქტივობით, ანუ საკუთარი თავის ტრანსფორმაციით. აგრეთვე მოსალოდნელია სამსახურეობრივი გრაფიკის ცვლილებაც, რაც შესაძლებელია არ იყოს ისეთი დალაგებული, როგორიც ადრე და ჰქონდეს ქაოსური ხასიათი, ეს იქნება ახალი კოლექტივი, თავისუფალი გრაფიკი, რაც გაიძულებთ მეტი იმოძრაოთ, მეტი იკომუნიკაციოთ და ადაპტირდეთ ახალ გარემოსთან. მთავარია გახსოვდეთ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.

მერწყული:

გასული 8 წლის განმავლობაში ურანი გადიოდა თქვენს მე -4-ე სექტორს და ამ პერიოდში დაკავებული უნდა ყოფილიყავით ოჯახურ ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხებით, რაც არ იყო მარტივი, რადგან მე -4-ე, საკმაოდ რთული ასტო ველია და თქვენი ნათესაური კავშირები, ხშირად ატარებდა ურთიერთობების გარკვევის ხასიათს, სადაც თქვენ ცხილობდით დაგეცვათ საკუთარი პოზიციები, დამოუკიდებლობა, ხედვა და სიტყვა და ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო დიდი თუ პატარა კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნა და ახლა ურანი გადადის თქვენს მე -5-ე სექტორში, რაც ძალიან კარგია, რადგან ის აკეთებს ჰარმონიულ ასპექტს ამ სახლთან და ახლა რეალურად შეძლებთ დრო დაუთმოთ ისეთ მიმართულებებს, რაც რეალურად გაინტერესებთ, როგორიცაა: ახალი გატაცება, ჰობი, ურანის დახმარებით იგრძნობთ ახალ იმპულსებს და შემოქმედებით აღმაფრენას, ამიტომ, მომავალი 7 წლის განმავლობაში აუცილებლად ეცადეთ განვითარდეთ შემოქმედებითი კუთხით, ანუ რაც დიდი ხნის განმავლობაში გინდოდათ ახლა შეძლებთ ამ ყველაფრის განხორციელებას და გამოიჩინეთ სითამამე ექსპერიმენტების კუთხით. აგრეთვე, ის მერწყულები, ვინც ჯერ კიდევ თავიანი მეორე ნახევრის ძიებაში არიან, ამ ტრანზიტის განმავლობაში მოულოდნელად შეხვდებიან ადამიანს, ვისთანაც შეძლებენ პირადი ურთიერთოებების აწყობას.

თევზები:

გასული 8 წლის განმავლობაში ურანი გადიოდა თქვენს მე -3-ე სექტორს და ეს პერიოდი, უწყვეტ რეჟიმში მოითხოვდა თქვენგან ინტელექუალურ და მენტალურ განვითარებას, ახალ კომუნიკაციებს, მუდმივ გზებს, გარემოცვის ცვლილებას და ახლა ეს პლანეტა, მომავალი 7 წლით გადადის თქვენს მე -4-ე სახლში, რაც არ იქნება მარტივი პერიოდი, რადგან ამ სექტორთან ურანი აკეთებს რთულ ასპექტს და მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები ოჯახში, ურთიერთობების ახლებურად დალაგება, ახალი წესებისა და ტრადიციების დანერგვა, ძველი სტერეოტიპებისა და გავლენების ნგრევა. ახლა მოგიწევთ იბრძოლოთ დამოუკიდებლობისთვის, პირადი თავისუფლებისთვის. ზოგიერთი თქვენთაგანი შეძლებს თავი დააღწიოს ოჯახის ტოტალურ კონტროლს და დაიწყოს ცალკე ცხოვრება, ზოგი კი პირიქით იძულებული გახდება, გარკვეული მიზეზების გამო დაუბრუნდეს მშობლიურ გარემოს, სადაც სურვილი გაუჩნდება გამოავლინოს საკუთარი „მე“, მაგრამ დაეჯახება სხვის წესებს, რისი გათვალისწინებაც მოუწევს, აქედან გამომდინარე, უნდა იყოთ მზად ახალი ოჯახური ურთიერთობებისთვის. ასევე ამ ტრანზიტის განმავლობაში გაგიჩნდებათ სურვილი განაახლოთ საცხოვრებელი სახლი, რაც შეიძლება იყოს: რემონტი, სხვა ადგილას გადასვლა, გააკეთოთ შენაძენი ან გაასხვისოთ არსებული, ყველა შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ურანი მოგიტანთ გარკვეულ დისკომფორტს და არასტანდარტულ სიტუაციებს, რისთვისაც აუცილებლად მზად უნდა იყოთ როგორც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ასევე ფინანსურად. გახსოვდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პერიოდში შეიქმნათ ისეთი გარემო, სადაც ნამდვილად მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ თავს.