
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ წერს:
„ჰოროსკოპი 13 სექტემბრისთვის
მთვარის დღე — 21 / 22
მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე ტყუპებში
ვერძი
დღეს ნებისმიერ გარემოში თქვენზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული. იყავით კარგ განწყობაზე, გამოიყენეთ თქვენი შარმი და იუმორის გრძნობა. შესაძლებელია შეხვედრა სასარგებლო და გავლენიან ადამიანებთან. იდეები, რომლებიც მოგივათ, ფინანსურადაც შეიძლება მომგები აღმოჩნდეს.
კურო
ნაკლები იფიქრეთ და დაკავდით იმ საქმეებით, რომლებიც დაგიგროვდათ. ნუ შეგეშინდებათ რთული საქმის დაწყების. თქვენი ენერგია დღეს მაღალია და ბევრს გაუმკლავდებით. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი პირადი შეხვედრა, რომელიც მომავალზე მოახდენს გავლენას.
ტყუპები
დღეს ინტუიციას არ უნდა ენდოთ. სწრაფად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა არასწორი შედეგი მოიტანოს და კარიერაზეც იმოქმედოს. თუმცა ვიღაცამ შეიძლება ძალიან ღირებული იდეა მოგაწოდოთ. ნუ შეგეშინდებათ რთული საქმის — 13 სექტემბერი თქვენი ბედნიერების დღეა.
კირჩხიბი
დღეს ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი გაიგებთ. მოემზადეთ შეხვედრებისთვის და საჭირო ადამიანებთან ნაცნობობისთვის. ზოგიერთი მათგანი ისეთ იდეას მოგცემთ, რომელსაც წარმატებით განახორციელებთ. ნუ იჩქარებთ — ყველაფერი გააზრებულად გააკეთეთ.
ლომი
მოიკელით აქტიურობა და ცოტათი დაამუხრუჭეთ. ფრთხილი და გააზრებული ნაბიჯებით თავიდან აიცილებთ პრობლემებს. იდეები, რომლებიც დღეს მოგივათ, მომავალში შეიძლება დიდ პროექტად გადაიქცეს.
ქალწული
არსებობს შეცდომის რისკი, თუ ძალიან სწრაფად მიიღებთ გადაწყვეტილებას ან პასუხს. ყველაფერი გააკეთეთ მშვიდად და თქვენთვის კომფორტულ ტემპში. მოსალოდნელია ბევრი ახალი ამბავი, რომლებიც კარგად უნდა გააანალიზოთ. ეს დროა სტრატეგიის გასათვლელად.
სასწორი
წარმატებული დღეა — რთული საქმეები გადაწყდება. პირად ურთიერთობებში სასარგებლოა ინიციატივის გამოჩენა, თქვენი გრძნობების გახსნა. რუტინული საქმეები სხვა დროს გადადეთ და ფოკუსირდით იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
მორიელი
ხალისიანი და დატვირთული დღეა. ბევრი საქმის დასრულება მოგიწევთ, რომლებიც აღარ ითმენს. არ დაგავიწყდეთ შესვენებები — წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგია სწრაფად დაგეცლებათ. საღამო სპორტისთვის გამოიყენეთ, ეს დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში.
მშვილდოსანი
სცადეთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ჩაერთეთ განხილვებსა და დისკუსიებში. აქტიური პოზიცია დაგეხმარებათ გამოირჩეოდეთ და ხელმძღვანელობის მოწონებაც მიიღოთ. არ შეგეშინდეთ რთული პროექტების დაწყების — იღბალი თქვენს გვერდითაა.
თხის რქა
ნუ მოგერიდებათ თქვენს წარმატებებსა და იდეებზე საუბარი. ეს დაგეხმარებათ საჭირო და გავლენიან ადამიანებთან დაახლოებაში. მოუსმინეთ რჩევებს — დღეს ისინი ძალიან გამოგადგებათ. რთული საკითხები ჯობს სხვა დღისთვის გადადოთ.
მერწყული
დღეს ვარსკვლავები გირჩევენ გულწრფელობას. ნუ ეცდებით მანიპულაციას — სჯობს პირდაპირ გამოხატოთ სირთულეები და საჭიროებები. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ამბების მიიღოთ. თუმცა, ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია.
თევზები
დატვირთული და დაძაბული დღეა. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება და პროცესების კონტროლი. არასტანდარტული მიდგომა დაგეხმარებათ პრობლემების მოკლე გზით გადაჭრაში. ისაუბრეთ თქვენს იდეებზე და იპოვით თანამოაზრეებს“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ გავიქროთ სხეულიდან პაპილომები სახლის პირობებში - სანდრო ჯიბლაძის რჩევები
⭕ „ვრწმუნდები, რომ ტყუილად არ დავბადებულვარ...“ - რას წერს ნინი წიკლაური