მზე მორიელის ვნებიან-მისტიკური ნიშნიდან მშვილდოსნის ოპტიმისტურ, ფილოსოფიურ და თავგადასავლების მოყვარულ ნიშანში გადადის, 22 ნოემბერს (11:24 სთ-ზე ჩვენი დროით).
P.S. წელს ამ დრომდე ვინც დაიბადება, მორიელია.
💫 პერიოდი ოპტიმისტურ სტარტს იღებს, თუმცა შუა დეკემბრამდე დღეები უმჯობესია ძველი თემებისთვის გამოიყენოთ. შეხედეთ ცხოვრებას ფილოსოფიურად, ნუ იმოქმედებთ იმპულსურად და არ დაგავიწყდეთ იუმორი.
✋მშვილდოსანი ერთადერთი ჰიბრიდული არსებაა ზოდიაქოს ნიშნებში 🚶ადამიანური ნახევარი (0°–15°): გონება, ფილოსოფია, ეთიკა და ვარსკვლავებისკენ მიმართული ისარი. მხოლოდ „მაღალ მატერიებზე“ ფიქრისას ადამიანი საყრდენს კარგავს, ხოლო ინსტინქტებს თუ გაექცა — მიმართულებას.
ამ ნიშნის ძალა „ცხენის“ (ცხოველური საწყისის) სასიცოცხლო ძრავის მართვასა და სუბლიმაციაშია. ცხოველური ნაწილი (15°–30°): ველური ენერგია, სისწრაფე, აზარტი და ის ძრავაა, რომელიც სულიერ მიზანს რეალიზაციის ძალას აძლევს.
🔥 ეს პერიოდი განსაკუთრებით სასიკეთოა ცეცხლის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) და ჰაერის სტიქიისთვის (ტყუპები, სასწორი, მერწყული).
🔥 მშვილდოსანს პლანეტა იუპიტერი მართავს (მზიდან მე-5 პლანეტა; დიამეტრით დედამიწას 11-ჯერ აღემატება და ყველა სხვა პლანეტაზე მძიმეა). ენდეთ სინქრონულობას, იუპიტერის ენერგია უხსნის კარს მას, ვინც ფართო ხედვით, მასშტაბურად, უშიშრად და გულუხვად მოქმედებს.
✋ მშვილდოსნის ფსიქოტიპს გამოარჩევს: ფილოსოფიური ხედვა, იუმორი, ოპტიმიზმი და მიზანსწრაფულობა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დილით თბილი წყლის დალევა ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს? - რას ამბობენ ექიმები