სიყვარულის, ურთიერთობებისა და ფინანსების პლანეტა — ვენერა — ქალწულის ნიშანში გადავიდა. ასტროლოგების შეფასებით, ეს ტრანზიტი ემოციებზე მეტად პრაქტიკულობას, დეტალებზე ყურადღებასა და პასუხისმგებლობას გააძლიერებს.
მომდევნო კვირებში ბევრი ადამიანი ურთიერთობებს უფრო რეალისტურად შეხედავს, ხოლო ფინანსურ საკითხებში წინდახედული გადაწყვეტილებების მიღებისკენ იქნება მიდრეკილი.
აღნიშნულ ტრანზიტზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი აქვეყნებს და გამომწერებს რეკომენდაციებს უზიარებს:
„ხვალიდან ვენერა ზოდიაქოს ნიშანს იცვლის და ქალწულში გადადის; შესაბამისად, გრძნობების აშკარად გამოხატვა იკლებს, ხოლო სურვილებში პრაგმატული გადაწყვეტილებები იმატებს.
აქ ვენერა პრაქტიკული საქმეებით ცდილობს თავისი გრძნობების დამტკიცებას. ემოციური ფონი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს ლომის ნიშანში მისი სტუმრობის დროს იყო. ამ პერიოდში ადამიანები მაღალფარდოვანობისა და პათეტიკის გარეშე ცდილობენ საყვარელი ადამიანების თანადგომის გამოხატვას - ასრულებენ მათ თხოვნებს, ეხმარებიან წვრილმანი საქმეების შესრულებაში, იქნება ეს თაროს დაკიდება, ჭურჭლის დარეცხვა თუ შინაური ცხოველის მოვლა.
ფინანსური თვალსაზრისითაც ეს პერიოდი გაცილებით უფრო მეტი მომჭირნეობით გამოირჩევა, ვიდრე წინა ტრანზიტი. ვიძენთ გეგმურად, მხოლოდ იმას, რისი საჭიროებაც მართლა გვაქვს. ანუ კარგი პერიოდია გონივრული, დაგეგმილი საყიდლებისთვის. თუმცა მხოლოდ მათთვის, ვისაც მერკური რეტროგრადული გყავთ.
ერთადერთი, რაც შესაძლოა ვენერამ ქალწულში ცუდად დაგვამახსოვროს თავი - ეს ჩვენი პარტნიორების მომატებული კრიტიკული შენიშვნებია. ჩვენის მხრივ. ჩვენც უნდა ვეცადოთ მეტი მიმტევებლობა გამოვიჩინოთ და ნაკლები შენიშვნები ვაძლიოთ მათ.
კარგი პერიოდი ბინის, ოფისის კოსმეტიკური რემონტისთვის, რათა ჩვენს ფართს უფრო სუფთა და აკურატული შეხედულება მივცეთ.ასევე ძალიან ხელსაყრელია წესრიგის დასამყარებლად — როგორც სამუშაო მაგიდაზე, ისე ფინანსურ საქმეებში. ეს დრო წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ საქმიანი ურთიერთობების მოსაგვარებლადაც.
წარმატებული დროა ქალწულებისთვის, თხის რქებისა და კუროებისთვის, ასევე მორიელების და კირჩხიბებისთვის. აგრეთვე მათთვის, ვისაც აქ ვენერა ჰყავთ.
სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ თევზების, მშვილდოსნის და ტყუპი ვენერას პატრონებმა.
დანარჩენებისთვის მეტ-ნაკლებად ნეიტრალური პერიოდია“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივლისში მნიშვნელოვანი სიურპრიზი ელოდება:
⭕„მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები“ - 8 ივლისის მეტაფიზიკური პროგნოზი