Digest Logo

ვენერა ურთიერთობებს დაალაგებს, მზარდი მთვარე კი ახალ შესაძლებლობებს მოგვიტანს - როგორი იქნება 18-24 მაისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1779082057
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

კვირა მზარდი მთვარის ენერგიით წარიმართება, რაც ახალი საქმეების დაწყებას, დიდი მიზნების დასახვასა და თამამი გეგმების შედგენას უწყობს ხელს. 19 მაისს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ცვლილებები მოხდება: ვენერა კირჩხიბის, ხოლო მარსი - კუროს ნიშანში გადავა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახლა პლანეტები ყველასთვის უფრო ჰარმონიულად განლაგდებიან, ასე რომ, პროგნოზი, მთლიანობაში, კეთილსაიმედოა.

უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 18-24 მაისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:

ვერძი

მოულოდნელი ხარჯებისთვის მოემზადეთ - თქვენმა საფულემ კვლავ გადაწყვიტა, რომ ზედმეტად მშვიდი ცხოვრება გაქვთ. გარშემომყოფები თქვენი ფეთქებადი ხასიათისგან, შესაძლოა, ცოტა დაზარალდნენ, მაგრამ თუ ემოციების გაკონტროლებას შეძლებთ, კონფლიქტებს თავიდან აირიდებთ. ამ კვირაში იღბალი თქვენ მხარესაა. საქმეებში წარმატება გელით, ხოლო სპორტი და ვარჯიში ზუსტად ისაა, რაც ზედმეტი ენერგიის დასაწვავად გჭირდებათ.

კურო
 
ენერგიის მოზღვავებასა და ისეთ თავდაჯერებულობას იგრძნობთ, თითქოს, სამოტივაციო ციტატების მთელი კრებული წაიკითხეთ. წინ სასიამოვნო ნაცნობობა და სასიყვარულო თავგადასავალი გელით. ფულის შოვნისა და მისი სარფიანად დაბანდების საკმაოდ გონივრული იდეები გაგიჩნდებათ. მთავარია - ფინანსური რესურსი გონივრულად განკარგოთ.

ტყუპები

ყველაფერი უბრალოდ ბრწყინვალედ მიდის, თუმცა თქვენ, როგორც ყოველთვის, ეჭვი გეპარებათ, რომ ეს მხოლოდ დროებითი იღბალია და უნდა დასრულდეს... გონებაში იმდენი შიში და ეჭვი დაგიგროვდათ, რომ მათში გენერალური ,,დასუფთავების” ჩატარების დრო უკვე მოვიდა. სინამდვილეში, საქმეებში მოპოვებული წარმატება სრულიად დამსახურებულია. ეს კვირა თავდაჯერებულობის გაზრდასა და თქვენი შესაძლებლობების გააზრებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მხრებიდან იმ მძიმე ტვირთს საბოლოოდ ჩამოიხსნით, რომელზეც უკვე დიდი ხანია, განსაკუთრებით ღელავთ. რთული საკითხი, დავა ან სასამართლო დაპირისპირება კი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ძალებისა და ოპტიმიზმის მოზღვავებას იგრძნობთ. თუმცა ყველაფრის იდეალიზებას ნუ გადაწყვეტთ. ეს სრული ფორტუნა არ არის, საზრუნავი კიდევ საკმარისად შეგხვდებათ. უბრალოდ, ახლა ამ ყველაფერს, სულ მცირე, მარტო აღარ შეეჭიდებით.

ლომი

სამსახურში სერიოზული ძვრებია მოსალოდნელი. ერთდროულად სარფიანი შემოთავაზებაც გელით და სასტიკი კონკურენციაც - ცხოვრებამ, თითქოს, მთავარი გმირის როლზე კასტინგი მოგიწყოთ. მეგობრებსა და თანამოაზრეებს დაეყრდენით. მათთან ერთად გაიმარჯვებთ, მათ გარეშე კი - ლამაზად წააგებთ. სხვათა შორის, როგორც ჩანს, თქვენი ერთ-ერთი ახლობელი რაღაც მნიშვნელოვანს გიმალავთ. ეს კვირა თქვენთვის სიცხადის ეტაპი გახდება…

ქალწული

დადგა მომენტი, გააცნობიეროთ - განზე დგომა აღარ გამოვა. უფრო გონივრულად, თუნდაც უფრო ხისტად უნდა იმოქმედოთ. ბიზნესში თქვენს აქტიურობას ბოლოს და ბოლოს შეამჩნევენ და ღირსეულად შეაფასებენ. საჩუქრებს, მოულოდნელ სასიამოვნო სიახლეებსა და ახალ ნაცნობობას, მათ შორის რომანტიკულსაც, ელოდეთ. თქვენ ხომ გეგმების დიდოსტატი ხართ - მათი რეალიზების დრო მოვიდა.

სასწორი

მოულოდნელობებისთვის მოემზადეთ. ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, თუმცა არც კატასტროფა გელით. შესაძლოა, სხვების წარმატების ყურებისას ცოტათი დაიბნეთ. კომპლიმენტებს ნუ დაიშურებთ, ვითარების გამოსასწორებლად ეს თქვენი საუკეთესო იარაღია. შესაძლოა, სხვა ადამიანების წარმატება თქვენთვის შთაგონება გახდეს. მიმდინარე კვირაში მოულოდნელი ხარჯებიც გელით, ამიტომ ფინანსებს რაციონალურად მიუდექით.

მორიელი

ძალების მოზღვავება, უშრეტი ენერგია, ბრწყინვალე განწყობა - მიმდინარე კვირაში ნამდვილად კარგი შესაძლებლობები გელოდებათ. გაგიჩნდებათ განცდა, რომ სიტუაციას სრულად აკონტროლებთ (განსაკუთრებით საჭირო კავშირების წყალობით). სიყვარულში გაგიმართლებთ, მოსალოდნელია სასიამოვნო საჩუქარიც. ისიამოვნეთ, სანამ პლანეტები ბონუსებს ასე უხვად გინაწილებენ.

მშვილდოსანი

მთლიანობაში ყველაფერი ცუდად არ არის, თუმცა ენერგია, შესაძლოა, არ გეყოთ, ხოლო სამსახურისადმი ინტერესი ნელ-ნელა ჩაგიქრეთ. უამრავი წვრილმანი საქმე გამოგიჩნდებათ, მართლაც მნიშვნელოვანი კი - თითზე ჩამოსათვლელი. გვერდით გყავთ ადამიანი, რომელიც გულწრფელად თანაგიგრძნობთ და შთაგაგონებთ - მას ჩაეჭიდეთ. ასევე არსებობს შანსი, ფინანსურად დაწინაურდეთ ან სარფიანი გარიგება დადოთ. მთავარია - თანხა მორიგ „სპონტანურობაზე“ არ დახარჯოთ.

თხის რქა

მნიშვნელოვანი კვირაა. ის, რაც აქამდე გზღუდავდათ (განსაკუთრებით სამსახურში), შეგიძლიათ ბოლოს და ბოლოს დაამსხვრიოთ. სრული გამარჯვება ჯერ კიდევ არ იქნება, თუმცა პირველი სერიოზული ნაბიჯი თქვენია. პირად ცხოვრებაში, სამწუხაროდ, შესაძლოა, ქაოსი გაჩნდეს. ჯერჯერობით გიმართლებთ, მაგრამ რაც დრო გავა, ყველა სირთულე უფრო ცხადი გახდება.

მერწყული

უამრავი იდეა გაქვთ, ყველგან მიირბენთ, მნიშვნელოვან საკითხებს დახურავთ. თუმცა გამოჩნდა არაკეთილმოსურნე, რომელიც გაკრიტიკებთ და, როგორც ჩანს, ინტრიგებსაც ხლართავს. გეგმა მოამზადეთ და თითოეულ ნაბიჯსა და სიტყვას კარგად დააკვირდით. ტყუილისა და მანიპულაციის რისკები იზრდება. სასიყვარულო ურთიერთობებში შესაძლოა, ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავთ, თუმცა ასტროლოგების თქმით, ეს დროებითი სირთულეა.

თევზები

ბოლო დროს მარტოობაში ზედმეტად დიდ დროს ატარებდით. საბედნიეროდ, ამას ბოლო მოეღება. ახალი ნაცნობობა, მხიარულება და თქვენი შესანიშნავი იუმორის გრძნობა ტრიუმფით ბრუნდება. მათთან ერთად კი - ცხოვრების გემოც. სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით, თქვენთან მალე ძალიან სასიამოვნო რამ მოხდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 „მამაჩემს პირობითი სასჯელი მისცეს ჩემი სიტყვის გამო, ჯგუფი ვერსად გამოვდიოდით...“ - ზურა ხაჩიძე წარსულს იხსენებს

წყარო: www.beaumonde.ge