
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მომდევნო კვირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღს ასახელებს:
„მეგობრებო, ამ დაბნელებების დერეფანში, დღევანდელს შემდეგ (შუა წერტილია), ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გვაქვს 19 სექტემბერი.
სწორედ პარასკევს,(პარასკევი ხომ გახსოვთ რომელი პლანეტის დღეა?) გვაქვს ვენერას დაბნელება, რეგულის სამეფო გრადუსზე .
წელიწადში დაახლოებით ორი დღე გვაქვს ასეთი, ისიც ყოველთვის არ ჩანს ხოლმე, თუ გავითვალისწინებთ სამეფო ვარსკვლავ რეგულს, აქ დიდი ძვრების მომტანი შეიძლება იყოს ცნობადი ადამიანების პირად სივრცეში და რაღა თქმა უნდა თქვენთვისაც, ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციას შეძლებთ, ამაზე ცალკე დავდებ პოსტს. მანამდე კი...
P.S. ფოტოზე გამოსახულია ვენერას 8 წლიანი ციკლის მოძრაობის გამოსახულება.
მაიას ტომი ასტროლოგიაში ყველაზე დიდ ყურადღებას ვენერას აქცევდა.
ნახევარკუნძულ იუკატანზე, მექსიკაში არის კოშკი ელ-კარაკოლი (ლოკოკინა) რომლიდანაც თვალყურს ადევნებდნენ (განსაკუთრებით კარგად ჩანს) ვენერას მოძრაობას. ინკები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ვენერას, აცტეკები კი, მას ეძახდნენ „ვარსკვლავს , რომელიც ეწევა“.
p.s. ერთ-ერთი გავრცელებული აზრით ვენერას გადახურების შედეგად მოხდა პლანეტაზე ვულკანური ამოფრქვევების გააქტიურება (გოგირდწყალბადის, მეთანის და სხვა ელემენტების ზემოქმედებით) და ეს პროცესი იყო იმდენად მძლავრი და მასშტაბური, რომ დედამიწიდანაც კი მოჩანდა პლანეტა, რომელსაც „ბოლი ასდიოდა“ ანუ „ეწეოდა“ და ეს პლანეტა იყო ვენერა“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილი თურქეთიდან ახალ კადრებს გვიზიარებს -„ბედნიერებას გისურვებ“
⭕„რა არის უფლის საქმე?!...“ - რას წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕„არასდროს ინანო შენგან გაკეთებული სიკეთე...“ - რას წერს გია მურღულია